მარჩელო ლიპი ჩინეთში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ზაფხულში წინადადებების განხილვას აპირებს
არ წყდება საუბრები "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზდენეკ ზემანის შესაძლო შემცვლელებთან დაკავშირებით... "კორიერე დელო სპორტმა" ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ზაფხულში რომაულ გუნდს შესაძლოა იტალიის ნაკრების ორგზის მწვრთნელი მარჩელო ლიპი ჩაუდგეს სათავეში. 64 წლის სპეციალისტი ამჟამად ჩინეთში მუშაობს, სადაც მას იტალიელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ - მოვუსმინოთ მაესტროს:

"რომიდან არავინ შემხმიანებია, თუმცა გავიგე, რომ "ჯალოროსის" მესვეურები ჩემით არიან დაინტერესებულნი. თუ ეს მართლაც ასეა, გამოვლენ კიდეც კონტაქტზე და ყველაფერი გაცხადდება. ისე კი, ჩინეთში კარგად ვგრძნობ თავს და ზაფხულამდე გარემოს გამოცვლაზე არც კი ვიფიქრებ. აი, შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არ გამოვრიცხავ, რომ რომაელებთან მოლაპარაკება მართლაც დავიწყო. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ყველაფერი გაირკვევა".

ამასობაში "ჯალოროსის" ყოფილი ფეხბურთელი და ლეგენდა ბრუნო კონტი "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს ესაუბრა და თავისი გულისნადები გაანდო:

"როდესაც საყვარელ გუნდს ასეთ დღეში ვხედავ, ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები. საშინელებაა, როდესაც უყურებ, თუ როგორ იოლად ამარცხებენ გუნდს, რომელიც სულ ახლო წარსულში მუდმივად სკუდეტოსთვის იბრძოდა. ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ასეთი კრიზისი, მაგრამ ერთი ფაქტია: გუნდში ძირეული ცვლილებებია მოსახდენი. ზაფხულში მაღალი კლასის ფეხბურთელთა დამატებაა საჭირო, მაგრამ ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება. ვის უნდა იმ გუნდში ასპარეზობა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს? არადა, სერია A-ს სამეულში მოხვედრა უკვე გამორიცხულია. მოკლედ, რთული ვითარებაა და ამ ყველაფერს მშვიდად ვერ ვუყურებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

/მარჩელო ლიპი: "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არაა

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა