გაუტოლდება "ატლეტიკო" "ლივერპულს", "ინტერს" და "იუვენტუსს"?
4-4 გერმანული და ინგლისური, 3-3 იტალიური, რუსული და უკრაინული, 2-2 ესპანური, ფრანგული, რუმინული და ჩეხური გუნდი, აგრეთვე თითო წარმომადგენელი ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, ბელორუსიდან, საბერძნეთიდან, პორტუგალიიდან, ბელგიიდან და შვეიცარიიდან ევროპალიგის მოგებისთვის განაახლებს ბრძოლას - ევროპის პრესტიჟით მეორე საკლუბო ტურნირზე პლეი ოფის დრო მოვიდა...

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ევროპალიგის ფინალი ჰოლანდიაში, "ამსტერდამ არენაზე" გაიმართება. ამ არენაზე მოთამაშე გუნდი "აიაქსი" კი ჩემპიონთა ლიგიდან გადმობარგდა (ბუნებრივია, არა თავისი სურვილით - "სიკვდილის ჯგუფში" მე-3 აღმოჩნდა) ევროპალიგაზე და ახლა დამატებითი სტიმულიც გაუჩნდა - ფინალი შინ!

32 პრეტენდენტს შორის ერთი მოქმედი ჩემპიონი "ატლეტიკოა". მადრიდელები 14 თებერვალს რუსულ "რუბინს" უმასპინძლებენ. თუკი "ატლეტიკო" ტიტულს შეინარჩუნებს, ეს ესპანური კლუბისთვის მესამე ჯილდო იქნება ევროპალიგაზე (უეფას თასის ჩათვლით) და ამით "ატლეტიკო" მე-4 კლუბი გახდება, რომელმაც შეჯიბრება სამჯერ მოიგო.

აქამდე ეს "ინტერმა", "იუვენტუსმა" და "ლივერპულმა" შეძლეს.

ევროპალიგა. 1/16-ფინალი. I მატჩები

14 თებერვალი

ანჟი (რუსეთი)-ჰანოვერი (გერმანია) 21:00

ზენიტი (რუსეთი)-ლივერპული (ინგლისი) 21:00

ბატე (ბელორუსი)-ფენერბაჰჩე (თურქეთი) 22:00

დინამო (უკრაინა)-ბორდო (საფრანგეთი) 22:00

ლევანტე (ესპანეთი)-ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) 22:00

სპარტა (ჩეხეთი)-ჩელსი (ინგლისი) 22:00

ნაპოლი (იტალია)-პლზენი (ჩეხეთი) 22:00

აიაქსი (ჰოლანდია)-სტიაუა (რუმინეთი) 22:00

ლევერკუზენი (გერმანია)-ბენფიკა (პორტუგალია) 22:00

ატლეტიკო (ესპანეთი)-რუბინი (რუსეთი) 00:05

მიონხენგლადბახი (გერმანია)-ლაციო (იტალია) 00:05

ინტერი (იტალია)-კლუჟი (რუმინეთი) 00:05

ნიუკასლი (ინგლისი)-მეტალისტი (უკრაინა) 00:05

ტოტენჰემი (ინგლისი)-ლიონი (საფრანგეთი) 00:05

შტუტგარტი (გერმანია)-გენკი (ბელგია) 00:05

ბაზელი (შვეიცარია)-დნიპრო (უკრაინა) 00:05

ბომბარდირები: 7 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 5 - რაულ ბობადილია (იანგ ბოიზი); 4 - კლეიტონ შავიერი (მეტალისტი), ჯონჯო შელვი (ლივერპული), მარკო ლივაია (ინტერი), სალომონ რონდონი (რუბინი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), ნიკოლა ჯურჯიჩი (ჰელსინგბორგი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროპალიგის 1/16 და 1/8-ფინალების კენჭისყრის შედეგები ცნობილია

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"