შტეფან ეფენბერგმა ზაფხულიდან შეიძლება "შალკე" ჩაიბაროს
ჟურნალ "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, "შალკეს" ხელმძღვანელებს დეკემბერში, ჰუუბ სტევენსის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, ამ თანამდებობაზე შტეფან ეფენბერგის დანიშვნა სურდათ, მაგრამ 44 წლის ეფე ვერ დაითანხმეს.

თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ "ბაიერნის" ყოფილ კაპიტანს "შალკესთვის" საბოლოო უარი არ უთქვამს და დიდი შანსია, რომ გელზენკირხენში მუშაობას ზაფხულში დათანხმდეს.

ეფენბერგმა მწვრთნელის ლიცენზია შარშან, მარტში აიღო და "შალკეს" შეფებს მისი დანიშვნა ძალიან უნდათ. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ეფეს მწვრთნელის რანგში გამოცდილება საერთოდ არ აქვს, თუმცა შალკელები მზად არიან, რისკზე წავიდნენ. ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტს ზაფხულიდან ახალი დამრიგებელი სჭირდება, რადგან იენს კელერი დროებითაა დანიშნული და იმედებს ოდნავადაც ვერ ამართლებს. მის ხელში "შალკეს" კრიზისი გამძაფრდა და "ბაიერნთან" 0:4-ის შემდეგ დიდად საეჭვოა, რომ "ხუმარებმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ, რადგან გუნდი უკვე მე-10 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან "აინტრახტს" 8 ქულით ჩამორჩება.

"ბილდის" ცნობით, ეფენბერგთან ერთად, "შალკეს" ბოსები 42 წლის რობერტო დი მატეოს კანდიდატურასაც განიხილავენ, მაგრამ ეს უკანასკნელი გელზენკირხენში მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ "შალკე" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შტეფან ეფენბერგი - ჟოზე მოურინიოს პრაქტიკანტი?

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა