გოგიტა 29 წლისაა. ის კიდევ ითამაშებს ფეხბურთს, ოღონდაც არავინ იცის, ისევ ვიქნებით თუ არა მასზე დამოკიდებულები
არის რაღაცები, რამაც შეჩვევა იცის; არის ისეთი რამეებიც, რომ შეეჩვევი, მასზე დამოკიდებული ხდები.

შევეჩვიეთ გოგიტა გოგუას არაორდინარულ ამბებს, ოღონდაც ძნელად გასარკვევია, რასთან გვაქვს საქმე, რა დამოკიდებულებასთან.

გოგუა მართლაც რაღაცნაირი ფეხბურთელია, მის ხასიათზე ლეგენდები დადის; გოგუას ზოგი ამბავი გამოგონილი ან გაზვიადებულია, ზოგიც კიდევ ნამდვილი.

გოგუა ბოლოს "დინამო თბილისის" ფეხბურთელი იყო, რომელიც მერე რამდენიმე თვით გორის "დილამ" ინათხოვრა. გოგუა ახლა არც ერთ გუნდში არ ირიცხება, არადა, გოგიტამ ფეხბურთის თამაში მართლა იცის.

ერთ დროს გოგუა გამორჩეულად უყვარდა ქომაგს. ეს მაშინ იყო, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ალენ ჟირესი წვრთნიდა. გოგუამ შეუპოვარი თამაშით მოსჭრა თვალი ნაკრების თამაშებზე მისულ ქომაგს და თავიც შეაყვარა.

მაშინ ჯერ კიდევ აქტუალური იყო იმაზე ლაპარაკი, რომ კარგი ქვეყნებიდან ჩამოსული კარგი ლეგიონერები ნაკრებში ვითომდა ფეხებს უფრთხილდებოდნენ. გოგუა კი არც საკუთარ თავს უფრთხილდებოდა და მოწინააღმდეგესაც არ ზოგავდა.

მაშინ გულშემატკივარი ტაშს უკრავდა იმ ფეხბურთელს, ვინც ჟინიანი თამაშის გამო ყვითელ ან წითელ ბარათს მიიღებდა.

გულშემატკივრებში გემოვნებაზე დავა მიდიოდა, გოგუა ბევრს მოსწონდა. ცხადია, ამ ყველაფერს ფეხბურთელიც გრძნობდა.

გოგუა იმ ბრჭყვიალა "თბილისის" ფეხბურთელი იყო, 2004 წელს გამორჩეულად რომ თამაშობდა ეროვნულ ჩემპიონატში.

მომდევო წელს ეს გუნდი, ფაქტობრივად, დაიშალა. გოგუა თითქოს "დინამოში" დაბრუნდა, მაგრამ არა, საქართველოს გაეცალა და რუსულ "ხიმკიში" გადავიდა.

ჟირესი გაიოზ დარსაძემ შეცვალა, მერე კი ჩვენი ნაკრები კლაუს ტოპმიოლერს ჩააბარეს.

მახსოვს, თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შეცვლაზე რა ეფექტურად ითამაშა გოგუამ; საგოლე გადაცემაც შეასრულა დავით სირაძის მისამართით.

გოგუა ფეხბურთელია, "იგროკია"! იარლიყი მყარად იყო მიკრული.

გოგუას რაღაცნაირ ხასიათზე მანამდეც ლაპარაკობდნენ, მერე კი ტოპმიოლერთანაც მოუვიდა უთანხმოებანი. ჰერ კლაუსმა გოგუა სასტარტოში არ გაამწესა შოტლანდიასთან, შეცვლაზე შეუშვა და შეცვლამ არ გაამართლა.

გასახდელში ფეხბურთელს თანაგუნდელებთანაც მოუვიდა კონფლიქტი - ასეთი ხმა გამოვიდა. სინამდვილეში რა მოხდა, ამის საგაზეთოდ მთქმელი კი არავინაა.

ნაკრებში თამაში ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტრანსფერზე მიდგება საქმე.

ტოპმიოლერის მწვრთნელობისას ათას ჭორ-მართალს გაიგონებდით სატრანსფერო ინტერესებთან დაკავშირებით, თუმცა ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ძვირად ღირებული მწვრთნელი არაკეთილსინდისიერი გზებითაც ცდილობდა ფულის შოვნას.

ტოპმიოლერი ექტორ კუპერმა შეცვალა. არგენტინელმა და გოგუამაც ვერ გაუგეს ერთმანეთს. კუპერმა საერთოდ ვერ გაუგო ვერაფერი ქართულ ფეხბურთს და ქართულ მენტალიტეტს.

მერე თემურ ქეცბაიას ჯერი დადგა და გოგუას ისევ მოუვიდა არასასიამოვნო კონფლიქტი ისეთ მწვრთნელთან, ვინც დიპლომატიური ურთიერთობებით ნამდვილად არ გამოირჩევა.

გოგუა "დინამო თბილისმა" აიყვანა, მაგრამ ჯერ თვითონ გუნდში ვერ დალაგდა სიტუაცია, მერე კი, როცა ალექს გარსია გიორგი დევდარიანმა შეცვალა, ფეხბურთელი და მწვრთნელი ისევ კონფლიქტში მოექცნენ.

გოგუა ბრჭყვიალა "თბილისში" რომ თამაშობდა, იმ გუნდს მაშინ სწორედ დევდარიანი წვრთნიდა, მაგრამ სულ სხვაა "დინამო" და გოგუაც ის პატარა ბიჭი აღარ იყო, "თბილისში" რომ ქმნიდა საკუთარ თავს.

"დინამოდან" "დილაში" განათხოვრებულმა გოგუამ არაერთი კარგი მატჩი ითამაშა.

იჯარის ვადა შარშან დეკემბერში დასრულდა, "დინამოს" და გოგუას გზებიც გაიყარა.

"დილაში" გაურკვევლობა შეიქმნა. მოღონიერებული "დილა" შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის და მამუკა ჯუღელის პროექტი იყო.

ხელისუფლება შეიცვალა, ჯუღელი რუსეთში დაბრუნდა და "დილადან" მწვრთნელი და რამდენიმე ქართველი ფეხბურთელიც თავისთან წაიყვანა. რუსეთში წლობით ნათამაშები გოგუა ჯუღელის სიაში აღარ მოხვდა.

როცა რაღაცას წერ, მთავარია კონფლიქტი. სწორედ კონფლიქტზე ხდება სიუჟეტის და ფსიქოლოგიური ხვეულების შექმნა.

ჟურნალისტიკაც ალბათ ამიტომ გახდა დამოკიდებული გოგუაზე.

"დილაში" ვალდას ივანაუსკასი რომ მივიდა, გოგუაც გამოჩნდა იქ, ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა და ახალ მწვრთნელსაც ამით მიესალმა.

მაგრამ "დილა" თურქულ შეკრებაზე გოგუას გარეშე წავიდა.

გოგუა 29 წლის გახლავთ. ის კიდევ ითამაშებს ფეხბურთს, ოღონდაც არავინ იცის, ისევ ვიქნებით თუ არა მასზე დამოკიდებულები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!

თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!

გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!

nanuli
საქართველოში ფეხბურთელი ფასდება ან ფულით, ან ნაცნობობით, ან მამამისი თუ მაგარია ან ტუ მაგარი ძმაკაცია ვინმეს ისე თორემ სხვა რა გიტხრათ გოგუასთან დაკავშირებით
vaxvax
ფეხბურთელზე ქარაგმებით და რებუსებით ლაპარაკი არც მას წაადგება და არც მასზე მოლაპარაკეს.ქომაგი გაურკვევლობაშია და მუდამ ეჭვებში,გვითხარით ერთხელ რაშია საქმე,რა უნდა ან მას ან მწვრთნელებს,ვიცოდეთ სიმართლე,იქნებ ხალხმაც შემოუძახოს და არ დავკარგოთ ნიჭი
zura
არიქა იქნებ მეტალურგის ხელმძღვანელობა გამოფხიზლდეს!!!
bibo
დააბრუნეთ გოგუა დილაში კიდევ ბევრ კარგ საქმეს გაკეტებს მე მჯერავს მისი. ნამდვილად გააძლიერებს დილას.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...