თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგი უკრაინის პრემიერლიგის მეათეადგილოსანთან უშანსოდ წააგო
13 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამომ" ბოლო სპარინგი უკრაინის ჩემპიონატის პრემიერლიგის მეათეადგილოსან ლუგანსკის "ზარიასთან" გამართა.

ამ გუნდისა და თბილისელთა გზები ბევრჯერ გადაიკვეთა. 1977 წლის 23 ივლისს კი "დინამომ" საბჭოურ პერიოდში ყველაზე სკანდალური შეხვედრა სწორედ "ზარიასთან" გამართა.

სასიამოვნო შთაბეჭდილება არც ბოლო შეხვედრიდან დაგვრჩენია. უკრაინელები თავიდანვე სახიფათოდ უტევდნენ და მე-15 წუთზე ანგარიში სწრაფი შეტევით გახსნეს, ახლო მანძილიდან ზუსტად ნიკიტა კამენიუკამ დაარტყა - 0:1.

29-ე წუთზე ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი "დინამოს" კარში თავით დანილო დე ოლივეირამ გააგზავნა - 0:2.

პირველ ნახევარში ქართველთა დარბევა ალექსანდრ გრიცაიმ დაასრულა - 0:3.

დინამოელებმა რამდენჯერმე მოახერხეს კართან მისვლა, მაგრამ ჯაბა დვალმა, გია კვარაცხელიამ და გიორგი მერებაშვილმა თავიანთი შანსით ვერ ისარგებლეს.

მეორე ნახევარში ლუგანსკელთა შორის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია გამოჩნდა.

გიორგი ლორიამ უკრაინელთა რამდენიმე შეტევა მოიგერია. უშედეგოდ ცდილობდნენ ანგარიშის შემცირებას პეტარ გრაიციარი, დიმიტრი ტატანაშვილი. მატჩის მიწურულს კი "დინამოს" კარი მეოთხედ ლაკი იდახორმა აიღო და "ზარიამ" 4:0 გაიმარჯვა.

მატჩის არაოფიციალური სტატუსის მიუხედავად, მაინც ძალიან საწყენი შედეგია.

ამხანაგური მატჩი

დინამო-ზარია 0:4

0:1 კამენიუკა (15), 0:2 დანილო (29), 0:3 გრიცაი (37), 0:4 იდახორი (85).

"დინამო": ლორია - შაშიაშვილი, კვარაცხელია, მენდი (84. რეხვიაშვილი), მილხრაუმი (65. სეთურიძე) - ალვარო (80. კოტო), ძარია (46. გრაიციარი), ხმალაძე (46. პაპავა), მერებაშვილი - ჩისკო, დვალი (65. ტატანაშვილი)

Video

დინამო - ზარია 0:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამოს" თურქეთში სლოვაკი პეტერ გრაიციარი შეუერთდა

roma
კომენტარებს ვკითხულობ და გაოგნებული ვარ,ხალხო ტყემალზე ზიხართ და ბლის კურკებს ისვრით.60-იან-70-იან წლებში რა ბავშვთა ფეხბურთი ამაზე მეტად იყო განვითარებული? არა მაგრამ ვარსკვლავები იყვნენ,გაიხსენეთ რა გუნდებს ვეჭიდავებოდით,ხშირ შემთხვევაში ვჯობნიდით კიდეც.საქმე სხვა რამეშია :ფულში.ევროპაში 5-ი ქვეყანაა სადაც ძლიერი ჩემპონატია და შესაბამისად ნაკრებებიც ძლიერები ყავთ,დანარჩენი ქვეყნები წარმოადგენენ ამ ქვეყნების კოლონიებს.საშუალო გუნდს საშუალო ევროპელი მწვრთნელი და ფეხბურთელები სჭიდება,ძლიერს კი ძლიერი კადრები.ასე,რომ ხალხო ტყვილად ნერვებს ნუ იშლით "ფულების"გარეშე არაფერი გამოვა.
levani
კომენტარები გადავიკითხე და ახალგაზრდებზე, რაც დაწერეთ გავოგნდი რა. გეყოთ ასეთი პოსტები. საიდან მოიტანეთ, რომ დინამო ახალგაზრდებს ყურადღებას არ აქცევს. ალბათ აქ იმ ხალხმა დაწერა ვინც დინამოს დუბლების და დინამო 2-ის თამაშებზე არ დადის. დინამოს ძაან კარგი ახალგაზრდები ყავს. აკადემიაშიც. შეგიძლიათ დაასახელოთ მამიკოს და ფულის ტომრებით მოსულები ვინ არიან?
MARADONA
სუფთა კემეროვოს კუზბასია და არა თბილისის დინამო.უტეხნიკო ფეხბურთი,ძველბიჭური სირბილი,ვ ა ა ვ ა!!! რა ქნას ამ ფიფიამ,ხომ ვერ გააცოცხლებს ყიფიანს ,დარასელიას,მესხს და მეტრეველს...საწყლები ალბათ საფლავში ტრიალებენ სირცხვილისაგან...
seva suleli
ნახეთ ვიდეო? სირცხვილია, რა გოლები შეგვიყარეს! თითქოს ბავშვთა გუნდს ეთამაშებოდნენ! ფულის ტომრების ამბავს ვეთანხმები. საქართველოში სულ 4-5 კლუბია, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელს განვითარების შანსი აქვს და იქ მოხვედრა იმდენს უნდა, რო... დანარჩენები რჩებიან "ჭ" დონეზე სამუდამოდ (ფოთის კოლხეთი და 300 ლარიანი ხელფასი, არა მინდორი, არა ეკიპირება, არა კვება, არა აღდგენა ...). ესაა ქართული ფეხბურთი. ჟურნალისტებო, ნუ იცავთ იმ ხალხს, ვინც ამ წუმპეს მართავს და თვითონ კარგად გრძნობს თავს შიგნით!
tatia
დინამო ყოველთვის ეძებს ტომრით სავსე ფულებს და არა ნიჭიერ ბავშვებს და აგერ არის შედეგიც
megi sharadze
დინამო ხომ განთქმულია , მანდ ხომ მარტო კაი მამიკოს შვილებსააქვთ გასაქანი და პაქტებიც მუდამ სახეზე გვაქვს, არ შველის მაგას ფიფიას დახარჯული ფულები, ნიჭიერი თაობა უნდა ეძებოთ და არა ტომრით სავსე ფულები მერე იქნებ დაგვადგეს საშველი
megi
ფიფიამ რაც არ უნდა დაახარჯოს ფული დინამოს ეგ საქმეს ვერ უშველის რადგან საქართველოში ყოველთვის გასაქანი აქვს კაი მამიკოს შვილებს და არა ნჭიერ ბავშვებს,დინამო კი ამ საქმით განთქმულია და შედეგიც სახეზეა, თუ ვინმე არ მეთანხმება მიპასუხოს და უფრო კარგ განმარტებასაც დავტოვებ
gaixsenent
ამ ზარიამ შარშან ტორპედოს საშინელი დღE აყარა.
me
ვაი ტქვენ პატრონს
vaxvax
ვინმე მოითხოვს პასუხს მორიგ სირცხვილზე?თუ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა-შეჩვეული ვართ
dinamos takvanismcemeli
მე მგონი დამატებით 2-3 მილიონს თუ დაჯარჯავს კიდევ ფიფია 2:0-ზე მეტს აღარ წააგებს ზარიასთან
dudu
ეს ქართველი სპორტული ჟურნალისტები სანამ ნახევარსიმართლის ლაპარაკს არ მოეშვებიან, მანამდე ასე სირაქლემის პოზაში იქნება საზოგადოება და მოგვადგება ხოლმე უკნიდან ხან ზორია და ხან გრევენმახერი.
temo
ესეც შენი ჩემპიონატის ლიდერი და საქართველოს საუკეთესო გუნდი. აქედან ჩანს რა დონის ჩემპიონატია ჩვენთან.სანამ ჩვენთან არ ჩაიდება დიდი ფული და არ იქნებიან გუნდების სათავეში მცოდნე და ფეხბურთზე შეყვარებული სპეციალისტები ჩვენი საშველი არ არის. ამას დაამატეთ ბავშთა ფეხბურთში შექმნილი ნდგომარეობა, და მივიღებთ იმას რაც ეხლა გვაქვს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა