დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა დონეცკში "შახტართან" გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დონეცკში "შახტართან" გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"დონბას არენაზე" ანგარიში მასპინძლებმა დარიო სრნას მიერ საჯარიმოდან გატანილი გოლით გახსნეს, თუმცა რობერტ ლევანდოვსკიმ გათანაბრება მალევე შეძლო.

მეორე ტაიმიც პირველის ანალოგიური გამოდგა - ანგარიშში წინ გასვლა კვლავ უკრაინულმა გრანდმა შეძლო დუგლასის გოლით, მაგრამ მატჩის მიწურულს მატს ჰუმელსმა წონასწორობა კვლავ აღადგინა.

"დღევანდელ მატჩში ყველაფერი იყო და ის საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა. შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ამ სტადიონზე თამაში ძალიან რთულია.

ჩემი გუნდი დომინირებდა, გოლები კი ისეთი გავუშვით, დაცვას რომ ვერ დავადანაშაულებთ.

კონცენტრაცია ორჯერ დავკარგეთ და რიტმიდან ამოვვარდით, მაგრამ ყოველ ჯერზე გავათანაბრეთ. როდესაც ორჯერ აღმოჩნდები მდევრის როლში, მოგება ძნელია.

დღეს დაშვებული ინდივიდუალური შეცდომები მომავალში აღარ უნდა გავიმეოროთ. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ.

მთლიანობაში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ მძლავრად ვითამაშეთ. ჩვენ არცთუ დიდი გამოცდილება გვაქვს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის, მაგრამ სტუმრად გატანილმა გოლებმა კარგი შანსი მოგვცა მეტის მისაღწევად.

ახლა "შახტარს" მოუწევს გამოცდის ჩაბარება დორტმუნდში, თუმცა ისიც ყველამ ვნახეთ, ამ გუნდმა რაოდენ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა "ჩელსის" წინააღმდეგ. ამრიგად, ჩვენს დაპირისპირებაში გადაწყვეტილი ჯერაც არაფერია.

შედეგისა და ჩვენი თამაშის გათვალისწინებით, ვფიქრობ, საპასუხო შეხვედრისთვის კარგად ვართ მომზადებულნი", - აქვეყნებს დორტმუნდელთა თავკაცის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

შახტარი-დორტმუნდი 2:2 - "ბორუსია" გამოიკვეთა [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა