ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელები ინტერნეტსააგენტოს შეფასებით

2013 წლის დასაწყისში ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელის პირობითი სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. ეს ყველაფერი სანაკრებო და საკლუბო საერთაშორისო მატჩების, ევროპული ტურნირებისა და განხორციელებული ტრანსფერების შედეგია.

მაგალითად, 2012 წლის სექტემბერში ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" ჯაბა კანკავას ტრანსფერს მილიონ ევროდ აფასებდა. დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" დაბრუნებული საყრდენი ნახევარმცველის გრაფაში ახლა 1 800 000 წერია.

კარგა ხანია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ასე არ "გაძვირებულა".

საგრძნობლად გაუმჯობესდა მარიუპოლის "ილიჩევეცის" შემტევი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის მდგომარეობა. 2012 წლის ივლისში მისი ტრანსფერის მიახლოებით ღირებულებად 400 ათას ევროს ასახელებდნენ, მაგრამ ბელორუსის ნაკრების კარში გატანილი ეფექტური გოლის, "ილიჩევეცის" ძირითადში დამკვიდრებისა და ზოგადად, თავის კარგად წარმოჩენის შემდეგ ციფრი ჯერ 700 ათასამდე გაიზარდა, წლეულს კი - მილიონამდე.

იყო დრო, როდესაც არნემის "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია 2 მილიონ ევროდ ფასობდა, მაგრამ ჰოლანდიაში ნახევარწლიანი უთამაშებლობის გამო ახლა "ტრანსფერმარკტმა" 1,5 მილიონი დაწერა.

კიდევ უფრო დაფასდა გიორგი ლორია - თბილისის "დინამოს" მეკარის ღირებულება 400 ათასით გაიზარდა და 1,2 მილიონს უწია - გიორგისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია ესპანეთ-ბელორუსთან ჩატარებულ ჩინებულ მატჩებს.

მან ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი მეკარის სტატუსი ნუკრი რევიშვილს წაართვა - "კრასნოდარში" უთამაშებლობამ ეს უკანასკნელი დაჩაგრა და ადრინდელი 1,2 მილიონის ნაცვლად, მის გათავისუფლების ფურცელს ახლა 800 ათასად აფასებენ.

სეზონის ბოლოს მოსკოვის "სპარტაკში" რამდენიმე შთამბეჭდავი შეხვედრა დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაუფასეს ჯანო ანანიძეს და ახლა მისი ტრანსფერი 2,5 მილიონ ევროდ შეფასდა (ადრე 2 მილიონი).

მათე ვაწაძის ტრანსფერს ევროთასების მატჩებამდე და დანიურ "ორჰუსში" გადაბარგებამდე 300 ათასად აფასებდნენ, ახლა 500 000 გახდა.

სანაკრებო მატჩების შემდეგ კიდევ უფრო დაფასდნენ გია გრიგალავა და ნიკა ძალამიძე - პირველის გრაფაში მილიონი ევროა (ნაცვლად 875 ათასისა), მეორისაში კი - 800 ათასი (ადრე 500 ათასი).

ნაკრებში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეების სამეულში მდგომარეობა შეიცვალა: არნემის "ვიტესის" კაპიტნის, გურამ კაშიას ტრანსფერის მიახლოებითი ღირებულება კვლავ 4 500 000-ია; მეორეზე "კრასნოდარის" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი რჩება, მაგრამ 3 მილიონის ნაცვლად, მისი გრაფაში უკვე 2,5 მილიონი წერია და ახლა მეორე-მესამე ადგილებს ჯანო ანანიძესთან იყოფს.

მეოთხე ადგილზე კი "ქაისერის" მცველი ზურაბ ხიზანიშვილი (1,3 მილიონი) ჯაბა კანკავამ ჩაანაცვლა.

დასახელებულთა გარდა, "მილიონერთა კლუბში" შედიან: თორნიკე ოქრიაშვილი, უჩა ლობჟანიძე, გია გრიგალავა და გოგიტა გოგუა (ყველა - 1 000 000 ევრო).

კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ "ტრანსფერმარკტის" შეფასებები ჩვენი მოთამაშეების მიმართ ევროპელთა დამოკიდებულებას ასახავს, მაგრამ პირობითია.

ძვირად ღირებულ ქართველთა ათეული

1. გურამ კაშია - 4 500 000

2-3. ალექსანდრე ამისულაშვილი - 2 500 000

ჯანო ანანიძე - 2 500 000

4. ჯაბა კანკავა - 1 800 000

5. გიორგი ჭანტურია - 1 500 000

6-7. ზურაბ ხიზანიშვილი - 1 300 000

სანდრო კობახიძე - 1 300 000

8. ლადო დვალიშვილი - 1 250 000

9-11. დავით თარგამაძე - 1 200 000

გიორგი ლორია - 1 200 000

გიორგი მერებაშვილი - 1 200 000

* თანხები დასახელებულია ევროში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა