სამი დღეა, გრძელდება მოკრივეთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის 90-მდე წარმომადგენელი ჩაება
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზში სამი დღეა, გრძელდება მოკრივეთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის 90-მდე წარმომადგენელი ჩაება.

შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიუღია 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორ კობა ფხაკაძეს (64 კგ). მიზეზი ასპარეზობის ორგანიზატორებისთვის უცნობია, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ჯაბა ხოსიტაშვილი (75) და იაგო კიზირია (81) ბაქოში პროფესიონალ მოკრივეთა საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ამიტომ საქართველოს პირველობაში მონაწილობა ვერ შეძლეს.

13 თებერვალს ნახევარფინალური პაექრობები გაიმართა. 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში მხოლოდ სამმა მოკრივემ მოიყარა თავი.

დავით ნანავამ (ფოთი) 18:6 აჯობა ხვიჩა დიასამიძეს (აჭარა) და დღეს ოქროს მედლისთვის მიხეილ კაზანჯიანს (თბილისი) გაუწევს მეტოქეობას.

52 კილოში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე სევერიან ჭილაძემ (თბილისი) პირველსავე რაუნდში აშკარა უპირატესობით აჯობა ქუთაისელ ლევან კლდიაშვილს. ფინალში იგი ფოთელ ავთანდილ ჭუბაბრიას შეხვდება. ამ უკანასკნელმა 13 თებერვალს შოთა ვაშაძეს (ჭიათურა) აჯობა - 10:3.

56 კილოში ფავორიტად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტ მერაბ თავაძეს (ქუთაისი) მიიჩნევენ, რომელიც საქართველოს შარშანდელი ჩემპიონია.

ნახევარფინალში მან ახალგაზრდებში ქვეყნის პირველობის გამარჯვებულ გიორგი გაბოძეს სძლია - 17:8.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში გიორგი გოგატიშვილმა (ფოთი) მინიმალური სხვაობით (9:8) მოუგო გიორგი ყულუმბეგაშვილს.

60 კილოში ნახევარფინალური შეხვედრები ასე დამთავრდა: ალეკო ლურსმანაშვილი (გორი) - გიორგი ასანიძე (რუსთავი) 22:14, გიორგი გელაშვილი (ქუთაისი) - პაატა გვილავა (თბილისი) 12:11.

ფინალში ლურსმანაშვილი და გელაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო ასანიძემ და გვილავამ ისევე, როგორც სხვა წონების ნახევარფინალებში დამარცხებულებმა, ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს.

რადგანაც ფხაკაძე არ მონაწილეობს, 64 კილოს აშკარა ფავორიტი არ ჰყავს. ოქროს მედლისთვის აქ ლევან შალამბერიძე (ქუთაისი) და ირაკლი ჭინჭარაული (რუსთავი) იბრძოლებენ, რომლებმაც, შესაბამისად, გიორგი ღვინიაშვილი (გორი, 9:4) და ბექა კუჭავა (ფოთი, 14:11) დაჯაბნეს.

69 კილოში ფავორიტია 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ზაალ კვაჭატაძე (თბილისი). 13 თებერვალს მან პირველსავე რაუნდში აშკარა უპირატესობით სძლია გიორგი ჯაფარიძეს (ჭიათურა). ლევან კაჟაშვილს (თბილისი) ირაკლი ალანიძის (ფოთი) დასამარცხებლად ორი რაუნდიც ეყო.

75 კილოში დაძაბული ნახევარფინალები დედაქალაქელებმა მოიგეს: ბექა ხარძიანი (თბილისი) - გოჩა პატურაშვილი (კახეთი) 16:10, გიორგი გიორგაძე (თბილისი) - ბექა მხეცაძე (ქუთაისი) 12:9.

81 კილოში ფინალისტები უბრძოლველად გამოვლინდნენ, რადგან რომან თავაძეს (ქუთაისი) და კადეტებში ევროპის ჩემპიონსა და ჭაბუკებში მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოსპრიზიორ ალექსანდრე დოკვაძეს (რუსთავი) მეტოქეები - მხითარ გაბრიელიანი (ახალქალაქი) და გევორქ დურგარიანი (აჭარა) არ გამოუცხადდნენ.

91 კილოში ნიაზ გორგოშაძე (აჭარა) მწვრთნელებმა მეორე რაუნდის დასაწყისშივე მოხსნეს რინგიდან, იმდენად აშკარა იყო ალექსანდრე კარტოზიას (თბილისი) უპირატესობა. ამავე წონაში ირაკლი გვენეტაძემ (ქუთაისი) ბესიკ წკრიალაშვილს (გორი) 9 ქულით აჯობა (13:4).

მძიმე წონაში (+91) საინტერესო პაექრობის მოწმენი გახდებიან გულშემატკივრები. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი) და თბილისელი ახალგაზრდა პერსპექტიული მოკრივე გიორგი პურიჭამიაშვილი.

13 თებერვალს ბახტიძემ გიგა კუხალაშვილი (თბილისი) მეორე რაუნდში ჩამოიცილა გზიდან, პურიჭამიაშვილმა კი ბიძინა დეკანოსიძეს (თბილისი) სძლია 12:6.

როგორც ვთქვით, ფინალური პაექრობები ძიუდოს აკადემიის დარბაზში 14 თებერვალს, 12 საათიდან დაიწყება.

ასპარეზობის დამთავრების შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრები თბილისში გაივლიან საწვრთნელ შეკრებას და ბაქოს საერთაშორისო ტურნირისთვის მოემზადებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
როგორ შეიზლება მონაწილეობა მივიღო კრივის ჩემპიონატზე.
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"