თბილისის "ლოკომოტივმა" ბილბაოს "ატლეტიკის" გაზრდილი ენდიკა ბორდასი დაიმატა, რომელსაც პრიმერადივიზიონში, უეფას თასსა და სეგუნდადივიზიონში უთამაშია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი მაღალჩინოსანი თამაზ ბოკერია თბილისის "ლოკომოტივის" მენეჯერად მიიწვიეს. ის გუნდს თურქულ შეკრებაზე ახლდა და ბევრი საინტერესო ამბავი გაგვიმხილა.
"თურქეთში გუნდი 31 იანვრიდან 12 თებერვლამდე იმყოფებოდა და ოთხი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.
3 თებერვალს "ზენიტის" დუბლებს შევხვდით. პირველ ტაიმში რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი შევქმენით. შესვენებაზე პეტერბურგელებმა ცუდი განათებისა და უხარისხო საფარის მომიზეზებით, სტადიონი დატოვეს - აი, ასე, ადგნენ, წავიდნენ და გაოცებულები დაგვტოვეს.
შემდეგი შეხვედრები სოფიის "ლოკომოტივთან", ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასთან" და ნოვი სადის "ვოევოდინასთან" ერთნაირი ანგარიშით, 0:2 დავთმეთ, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდული გუნდის წევრთა საშუალო ასაკი 18 წელიც არ არის და გამოუცდელობის გამო დავმარცხდით.
მიმაჩნია, რომ გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა და დიდი პერსპექტივაც აქვს. "ლოკომოტივი" სწორედ მომავალზე მუშაობს. ჩვენთან თამაშობს შარშან ევროპის ჩემპიონატზე ოთხეულში მოხვედრილი ვასილ მაისურაძის 17-წლამდელების 6 ფეხბურთელი, 19-წლამდელთა სამი წევრი და პლუს ლუკა ზარანდია, რომელიც გიორგი დევდარიანის 17-წლამდელების ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.
გუნდში არის ნიკა ჭანტურია, რომელიც ზაფხულში ლონდონის "არსენალში" ვარჯიშობდა.
საერთოდ, გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში რაც შეიძლება მალე დაბრუნებაა - მიზნიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობა მოთამაშეთა ბირთვის შენარჩუნებას ცდილობს", - ამბობს ბოკერია.
1 ნოემბერს "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელად ბარსელონას საფეხბურთო აკადემიის ყოფილი მთავარი სკაუტი, "ესპანიოლის" დუბლებსა და კატალონიის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ნამუშევარი ჟერარდ სარაგოსა მულეტი დაინიშნა:
"მან გუნდი ესპანურ სტილზე გადააწყო და ამ კუთხით შეკრებაზე ძალიან სასარგებლოდ იმუშავა. მულეტის ასევე ესპანელი ფიზმომზადების მწვრთნელი ალბერტო ბერიკალ კორეა ეხმარება, რომელიც "ხეტაფეში" ბერნდ შუსტერთან თანამშრომლობდა.
ეს საკადრო გადაადგილებები გუნდის მიზანს ემსახურება - "ლოკომოტივის" პრეზიდენტის, ლექსო თოფურიას მიზანი პერსპექტიული გუნდის აშენებაა, რომელიც ქართულ ფეხბურთს წაადგება".
დაბოლოს, ბოკერიას თქმით, ამიერიდან "ლოკომოტივში" ბასკი ფეხბურთელი ითამაშებს:
"ენდიკა ბორდასი ბილბაოს "ატლეტიკის" გაზრდილია და პრიმერადივიზიონში, უეფას თასზე და სეგუნდადივიზიონში უთამაშია.
ის საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ დაცვაში ასპარეზობაც შეუძლია.
მიმაჩნია, რომ "ლოკომოტივმა" ძალიან კარგი მოთამაშე დაიმატა, რაშიც სეზონის დაწყებისთანავე ყველა დარწმუნდება".
დაიბადა: 1982 წლის 8 მარტს
სიმაღლე: 178 სმ
ამპლუა: ნახევარმცველი
საკლუბო კარიერა
2000 ბასკონია 15 (0)
2001/2003 ატლეტიკი ბ 66 (0)
2005 → ტესერა (იჯარა) 12 (0)
2003/2006 ატლეტიკი 14 (0)
2006 ოსპიტალეტი 18 (0)
2007/2009 კორდობა 56 (2)
2009/2012 სალამანკა 45 (0)
2012 ბერმეო?
ასაკობრივი ნაკრებები
2001 U18 ესპანეთი 7 (0)
2002 U20 ესპანეთი 3 (0)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"