თუმცა "შახტარს" გოლების გატანა დორტმუნდშიც შეუძლია!
"დონბას არენაზე" სანახაობრივ თამაშს ველოდით და მოლოდინი გამართლდა:
ვინც "შახტარისა" და "დორტმუნდის" დაპირისპირებას უყურა, ნაღდად არ ინანებდა. ეფექტურ 4 გოლთან ერთად, სწრაფი ტემპი, ბრძოლა და ტექნიკური ფეხბურთი ვნახეთ. საბოლოო ანგარიში კი ლოგიკურია. ეს 2:2 "დორტმუნდს" საპასუხო მატჩისთვის თითქოს უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ "შახტარს" "ვესტფალენშტადიონზეც" შეუძლია გოლების გატანა...
რეაქციები
მირჩა ლუჩესკუ ("შახტარის" მთავარი მწვრთნელი): "ამ თამაშის მოგება ძალიან გვინდოდა და სამწუხაროა, რომ მიზანს ვერ მივაღწიეთ. "დორტმუნდი" დღესაც იდეალურად ორგანიზებული გუნდი იყო და ფიზიკურადაც გამძლე კოლექტივი გამოდგა. ამასთან, გერმანელები საკმაოდ აგრესიულად გვეთამაშებოდნენ და მთელ რიგ მომენტებში წნეხის ქვეშ მოგვაქციეს. პლეი ოფებში საკუთარ მოედანზე უხვგოლიანი ფრე ცუდი შედეგია, მაგრამ საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რომ შეცდომებზე ვისწავლოთ და საპასუხო შეხვედრისთვის სათანადოდ მოვემზადოთ."
იურგენ კლოპი ("ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი): "კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და მხოლოდ ორი შეცდომა დავუშვით. ცუდი ისაა, რომ ორივე შეცდომას ჩვენს კარში გოლები მოჰყვა. როცა 0:1-ს აგებ, ნერვიულობა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ანგარიში მაინც გავათანაბრეთ და სერიოზული პრობლემები არ შეგვქმნია. კატასტროფული შედეგი არც 1:2 იქნებოდა, 2:2 კი ძალიან კარგია."
სებასტიან კელი ("ბორუსიას" კაპიტანი): "შახტარი" ძალიან კარგად შეთამაშებული, ტექნიკური და მებრძოლი გუნდია. შესაბამისად, 2:2 აბსოლუტურად მისაღები შედეგია, თუმცაღა მოგებაც შეიძლებოდა. მჯერა, რომ მეოთხედფინალში გასვლას შევძლებთ."
შემადგენლობები
"ანჟიში" გაყიდული ვილიანი "შახტარში" ტაისონმა შეცვალა, რომელიც ძალიან საინტერესო ფეხბურთელი ჩანს. ლუჩესკუს ცენტრალური მცველი კუჩერი დისკვალიფიკაციის გამო აკლდა, დორტმუნდელებს კი სუბოტიჩი, გროსკროიტცი და გიუნდოგანი არ ჰყავდათ. ამრიგად, იურგენ კლოპმა ძირითადი შემადგენლობა წამყვანი ფეხბურთელებით კი შეაკოწიწა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის დონის მოთამაშეები სათადარიგოთა სკამზე აღარ დარჩა (თუ არ ჩავთვლით ნური შაჰინს, რომელიც ჯერ არაა საუკეთესო ფორმაში).
გმირი
სებასტიან კელი (ბორუსია)
დორტმუნდელთა კაპიტანი სამაგალითო გახლდათ. გამოცდილი საყრდენი ბურთს 80-ჯერ შეეხო და ორთაბრძოლების 68 პროცენტი მოიგო. კელი, სვენ ბენდერთან ერთად, მოედნის ცენტრს კარგად აკონტროლებდა და დონეცკელების არაერთი იერიში ჩაშალა.
ანტიგმირი
იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (ბორუსია)
პოლონელი ნახევარმცველი თავის მოვალეობებს ვერ ასრულებდა, რის გამოც მარიო გიოტცეს არაერთხელ მოუხდა მარჯვენა ფლანგზე გადასვლა. "კუბა" დაცვაში რომ ყოფილიყო შეუდარებელი, მაშინ გავამართლებდით, მაგრამ ფაქტია, რომ მარჯვენა მცველ ლუკაშ პიშჩეკსაც ვერ ეხმარებოდა. სანამ შეცვლიდნენ, სხვა დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და შედეგიანი პოლონელი ბურთს მხოლოდ 37-ჯერ შეეხო და ორთაბრძოლების ოდენ 33 პროცენტი მოიგო. დონეცკელთაგან კი ყველაზე სუსტი ჰენრიხ მხითარიანი გახლდათ.
აქვე ვთქვათ: მატს ჰუმელსს ანგარიში რომ არ გაეთანაბრებინა, ანტიგმირად სწორედ მას დავასახელებდით, რადგან დუგლასის გოლის დროს პოზიციური შეცდომა დაუშვა.
მსაჯი
ინგლისელი ჰოვარდ ვები მოედანზე განვითარებულ მოვლენებს სრულად აკონტროლებდა და ფაქტობრივად, უშეცდომოდ იმსაჯა.
მწვრთნელები
ლუჩესკუმ ტაისონი მოედნიდან მალევე გაიყვანა, რაც ერთობ გასაკვირი იყო, რადგან ეს უკანასკნელი "შახტარში" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. სამაგიეროდ, მირჩამ დუგლას კოშტას შემოყვანით დაამტკიცა, რომ კარგი ყნოსვა აქვს.
კლოპი დაცვაში მაინც ფელიპე სანტანას ენდო, რადგან ამ უკანასკნელს ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, ნახევარდაცვის ცენტრში კი შაჰინი მაინც არ გაამწესა და ისევ კელისა და ბენდერის სოლიდურ, მაგრამ არაკრეატიულ წყვილს დაეყრდნო. იურგენმა პირველი ცვლილება მე-80 წუთზე გააკეთა, რადგან სკამზე დიდი არჩევანი არ ჰქონდა.
დასკვნა
ამ მატჩმა დაგვარწმუნა, რომ გერმანიის ჩემპიონი უკრაინისას სჯობია, მაგრამ "შახტარს" გოლების გატანა დორტმუნდშიც შეუძლია. ერთი სიტყვით, საპასუხო მატჩი ძალიან საინტერესო იქნება.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი.
შახტარი-ბორუსია (დ) 2:2
გოლები: 1:0 სრნა (31), 1:1 ლევანდოვსკი (41), 2:1 დუგლას კოშტა (68), 2:2 ჰუმელსი (87)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - ფერნანდინიო, ჰიუბშმანი - ალექს ტეიშეირა (83. ედუარდო), მხითარიანი, ტაისონი (62. დუგლას კოშტა) - ლუის ადრიანო.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - კელი, ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი (80. ლაიტნერი), გიოტცე, როისი (91. შიბერი) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ფერნანდინიო
მაყურებელი: 49 140
შახტარი - დორტმუნდი 2:2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შახტარი-დორტმუნდი 2:2 - "ბორუსია" გამოიკვეთა [VIDEO]
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო