დანტეს და დავიდ ალაბას "ბაიერნი" შესანიშნავ ფორმაშია
ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი, საუკეთესო ბურთების შეფარდება, ყველაზე მეტი ქულა, უდიდესი, 15-ქულიანი უპირატესობა მეორეადგილოსანთან - "ბაიერნი" ამ სეზონში რეკორდებს ამყარებს და არაერთ რეკორდს უმიზნებს.

15 თებერვალს რეკორდმაისტერისთვის წინააღმდეგობის გაწევას "ვოლფსბურგი" ეცდება.

ბუნდესლიგის 22-ე ტური "ვოლფსბურგისა" და "ბაიერნის" დაპირისპირებით გაიხსნება. "მგლებმა" წინა ტურში "ფიურტს" სტუმრად 1:0 მოუგეს და ცხრილში მდგომარეობა გამოისწორეს, მაგრამ მე-12 ადგილზე ყოფნა მათთვის ცუდი შედეგია.

"დღევანდელი მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან სეზონის წინ მიზნად მინიმუმ ევროპალიგის საგზურის მოპოვება დავისახეთ. "ბაიერნთან" წარმატების მიღწევა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არ არის და ჩვენ სწორედ ამის დამტკიცებას შევეცდებით," - აცხადებს "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ვოლფების" თავდამსხმელი ბას დოსტი, რომელმაც "ფიურტის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და 8 გოლით "ვოლფების" საუკეთესო ბომბარდირია.

"დასაკარგი არაფერი გვაქვს. "ბაიერნთან" მოსაგებად ვიბრძოლებთ," - ეს კი "ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელის, დიტერ ჰეკინგის სიტყვებია.

ბავარიულ გრანდთან სამი ქულის აღება ამ სეზონში მხოლოდ "ლევერკუზენმა" შეძლო და ფაქტია, რომ ვოლფსბურგელებს "ფარმაცევტების" მიღწევის გამეორება ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ "მგლებს" ასეთი სენსაციის მოხდენა ხელეწიფებათ - მით უმეტეს, იმ დროს, როცა "ბაიერნს" მომდევნო კვირაში ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი ელის.

თუმცა "ბაიერნი" შესანიშნავ ფორმაშია და გარდა იმისა, რომ მეორე წრის ყველა თამაში მოიგო, მანუელ ნოიერს ერთი გოლიც კი არ გაუშვია. "შალკესთან" 4:0 კი კიდევ ერთი დასტური გახლდათ იმისა, რომ ბავარიულ გრანდს წელს ჩემპიონობაში ვეღარავინ შეეცილება.

"ბაიერნის" თავკაცი იუპ ჰაინკესი "არსენალთან" მატჩის წინ ალბათ როტაციას მიმართავს - შეიძლება თომას მიულერი და მარიო მანჯუკიჩი დაასვენოს. "ბაიერნს" ხავი მარტინესი ტრავმის გამო დააკლდება, კლაუდიო პისარო კი გაციებულია.

15 თებერვალი

ვოლფსბურგი-ბაიერნი 23:30

სატურნირო მდგომარეობა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XXI ტურის შეჯამება: ჭირი იქა, ლხინი აქა?

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა