რობერტო მანჩინისთვის ეს ტურნირი უკანასკნელი შანსია, სეზონს მეტნაკლებად წარმატებელი მაინც რომ დაერქვას
მოდი, მოქმედი ჩემპიონისა და წინა ეტაპზე "ტოტენჰემის" შემარცხვენელი "ლიდსის" მატჩით დავიწყოთ.

"სიტის" ბანაკში ყველას ესმის, რომ აღნიშნული ტურნირი უკანასკნელი შანსია, სეზონს მეტნაკლებად წარმატებელი მაინც რომ დაერქვას.

ჩემპიონატში 12-ქულიანი ჩამორჩენა ოპტიმიზმის საფუძველს უკვე აღარ იძლევა. აქედან გამომდინარე რობერტო მანჩინი ჩემპიონშიპის წარმომადგენელს უძლიერეს შემადგენლობას დაუპირისპირებს.

"ქალაქელთა" ძირითადს დაუბრუნდება კაპიტანი ვენსან კომპანი. ითამაშებს კარლოს ტევესიც.

სტუმრებს კი საუკეთესო ბომბარდირის ლუსიანო ბეკიოს გაყიდვის შემდეგ შეტევაში ლუკ ვარნის იმედად მოუწევთ ყოფნა.

ჩვენი პროგნოზი: "სიტი" უეჭველად მოიპოვებს მომდევნო ეტაპის საგზურს.

"არსენალს" რთული დროება უდგას. 19 თებერვალს "მეთოფეებს" "ემირიტსზე" შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება უწევთ. იქამდე კი იმავე არენაზე "ბლექბერნი" ჩადის სათამაშოდ. შიდა ასპარეზზე, მანჩინისა არ იყოს, არსენ ვენგერსაც ბოლო შანსი აქვს, რომ დანავსული სერია შეწყვიტოს და ტიტული მოიპოვოს.

ჩრდილოლონდონელებმა 8 წლის წინ სწორედ ასოციაციის თასზე იმარჯვეს.

და ამ დროს ცნობილი ხდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში გუნდს ლიდერი ჯეკ უილშირი ვერ დაეხმარება. ახალგაზრდა პლეიმეიკერი ნამდვილად არ იქნება 16 თებერვალს გასამართ შეხვედრაში. ჩემპიონთა ლიგაში მისი თამაშის შანსი კი ძალზე მცირეა. ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა აწუხებს.

სამაგიეროდ ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება ტომას ვერმალენი. შესაბამისად, "მშობლიურ" მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს ბაკარი სანია. ჩვენი პროგნოზი: "არსენალის" მოგება მინიმალური ანგარიშით

დაბოლოს, "ოლდ ტრეფორდზე" ერთმანეთს პრემიერლიგის გუნდები შეხვდებიან. "მანჩესტერ იუნაიტედი"-"რედინგი".

"ეშმაკები" შესანიშნავ ხასიათზე არიან, რადგან ჩემპიონთა ლიგაში "რეალთან" გასვალზე ითამაშეს ფრედ (1:1). მოსალოდნელია, რომ ალექს ფერგიუსონი ძირითად შემადგენლობას დასვენების საშუალებას მისცემს.

"არისტოკრატებისთვის" "იუნაიტედის" შესუსტებულ შემადგენლობასთან ბრძოლაც რთული იქნება, მით უფრო, როცა "რეზერვისტებში" ხავიერ ერნანდესი თამაშობს.

ჩვენი პროგნოზი: ბრაიან მაკდერმოტის გუნდს წარმატების მიღწევის მხოლოდ მიზერული შანსი აქვს.

ინგლისის ასოციაციის თასი. 1/8 ფინალი

16 თებერვალი

ლუტონი-მილუოლი 16:45

არსენალი-ბლექბერნი 19:00

მილტონი-ბარნსლი 19:00

ოლდჰემი-ევერტონი 22:00

17 თებერვალი

ჩელსი-ბრენტფორდი 16:00

სიტი-ლიდსი 18:00

ჰადერსფილდი-უიგანი 19:55

18 თებერვალი

იუნაიტედი-რედინგი 00:00

ინგლისის პრემიერლიგა. XXVII ტური

17 თებერვალი

ლივერპული-სუონსი 19:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტიერი ანრი მასწავლებლის დასაცავად

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა