სენსაციას საფუძველი ფედერიკო ფალკონეს გოლმა ჩაუყარა
კოპა ლიბერტადორესის პირველი ტურის ხუთი მატჩი გაიმართა და ხუთივე უხვგოლიანი და რაც მთავარია, დაძაბული გამოდგა. "ველესის", "არსენალის" და "ბოკას" წაგების შემდეგ, არგენტინული კლუბები სირცხვილისგან "ნიუელს ოლდ ბოისმა" იხსნა. ხერარდო მარტინოს მეტოქე პარაგვაის "რეკორდმაისტერი" "ოლიმპია" იყო. მასპინძლები თავიდან ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ (სკოკო, ორსანი), რასაც სტუმართა ერთი საპასუხო გოლი მოჰყვა, მაგრამ ზედ საფინალო სასტვენის წინ, გოლი მაქსი როდრიგესმა გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა გაუნაღდა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა პორტუ ალეგრიში, სადაც მოძლიერებული "გრემიო" "უაჩიპატოს" მასპინძლობდა. ჩილელებმა დაწინაურება 22 წლის არგენტინელის, ფედერიკო ფალკონეს გოლის წყალობით შეძლეს, ვისაც საგოლე გადაცემა ურუგვაელმა ბრიან როდრიგესმა გაუკეთა. მეორე ტაიმში, თავი უკვე თავად ბრიან როდრიგესმა გამოიჩინა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მასპინძლებმა, რომლებიც უძლიერესი შემადგენლობით ასპარეზობდნენ (მოედანზე იყვნენ: კრისი, ელანო, ზე რობერტო, ბარკოსი, ედუარდო ვარგასი, ცვლილებაზე კი მარსელო მორენო და ველიტონი გამოვიდნენ), ჩილეს ჩემპიონს ვერაფერი მოუხერხეს და მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლეს – თავი გუნდის დებიუტანტმა ერნან ბარკოსმა გამოიჩინა, რომელმაც 11-მეტრიანი გამოიყენა. საბოლოოდ, "გრემიო" დამარცხდა, VII ჯგუფში კი "ფლუ" და "უაჩიპატო" გალიდერდნენ.

სხვა შეხვედრებიდან, ბარკოსის ყოფილი გუნდის, "პალმეირასის" გამარჯვება უნდა აღვნიშნოთ. საინტერესოა, რომ მორიგი გოლი გაიტანა ენრიკემ, რომელიც მცველი გახლავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში (შტატის პირველობაზე და ლიბერტადორესზე) უკვე 4 გოლი გაიტანა. მასპინძლების მხრიდან მეორე გოლის ავტორი ვეტერან ფრანგი პატრიკ ვიეირა არ გეგონოთ, პატრიკი 21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველია, რომელიც "პალმეირასში" უკვე დიდი ხანია ირიცხება, მაგრამ რეგულარულად ძირითადში მხოლოდ 2013 წლიდან ხვდება.

როგორც აღვნიშნეთ, წააგო სარანდის "არსენალმაც", მაგრამ ეს გასაკვირი სულაც არ ყოფილა, რადგან არგენტინელები ბოლივიურ "სტრონგესტს" ლა პასში ეთამაშებოდნენ. საინტერესოა, რომ გამარჯვების მომტანი გოლი, მასპინძლებმა მხოლოდ მას შემდეგ გაიტანეს, რაც "არსენალი" მოედანზე ცხრა კაცით დარჩა.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი. I ტური.

II ჯგუფი

პალმეირასი-სპორტ. კრისტალი 2:1

გოლები: 1:0 ენრიკე (40), 1:1 ლობატონი (52-პენ), 2:1 პატრიკ ვიეირა (68).

III ჯგუფი

სტრონგესტი-არსენალი 2:1

გოლები: 1:0 ჩუმაკერო (18), 1:1 ბენედეტო (49), 2:1 მელგარი (87)

გაძევება: დ. პერესი (54. არსენალი), სელაია (78. არსენალი).

VI ჯგუფი

დეპორტეს ტოლიმა-სერო პორტენიო 2:1

გოლები: 1:0 ლ. კარდოსო (32-საკ. კარში), 2:0 დ. სილვა (59), 2:1 ვ. მარტინესი (77).

VII ჯგუფი

ნიუელსი-ოლიმპია 3:1

გოლები: 1:0 სკოკო (70-პენ), 2:0 ორსანი (76), 2:1 ბერეირო (88), 3:1 მაქსი როდრიგესი (90).

VIII ჯგუფი

გრემიო-უაჩიპატო 1:2

გოლები: 0:1 ფალკონე (17), 0:2 ბ. როდრიგესი (51), 1:2 ბარკოსი (54-პენ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: "ბომბონერა" დაეცა

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე