დოჰას უმაღლესი კატეგორიის ტურნირმა კულმინაციას მიაღწია
დოჰას უმაღლესი კატეგორიის ტურნირმა კულმინაციას მიაღწია. ბოლო ორი დღის განმავლობაში გაიმართა მერვედფინალური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები და WTA-მ კლასიფიკაციის ახალი ლიდერი მიიღო. თუმცა ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ...

მერვედფინალში მარია შარაპოვა კლარა ზაკოპალოვას ხვდებოდა და მატჩი ზედიზედ სამი გეიმის აღებით დაიწყო, მაგრამ რუსი მთელი შეხვედრა ძლიერ ქარს ებრძოდა, რის გამოც ჩაწოდება უჭირდა და ცხრა ორმაგი შეცდომა დაუგროვდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, შარაპოვას სერიოზული პრობლემა არ ჰქონია – ის კარნახობდა თამაშს თავის მეტოქეს. მართალია, მარიამ სემი ბრეიკი დაუთმო ზაკოპალოვას, მაგრამ თავად ორჯერ მეტი ბრეიკი დააფიქსირა – 6:3, 6:3.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ უფრო კარგად აუღო ალღო რთულ პირობებს, რამდენიმე რთული გეიმი მოუგო კრისტინა მაკჰეილს და საბოლოოდ, “მშრალი” ანგარიშით გაიმარჯვა – 6:0, 6:0. ასეთი ანგარიში ამ სეზონში მეხუთედ დაფიქსირდა. თანაც ასე იგებენ შეხვედრებს მხოლოდ ტოპ-ოთხეულის წევრები – ორჯერ ეს გააკეთა შარაპოვამ და თითოჯერ აგნიეშკა რადვანსკამ და სერენა უილიამსმა.

მსოფლიოს პირველი ნომრისთვის ბრძოლაში ფავორიტმა - უილიამსმა ბოლოსწინა ნაბიჯი გადადგა WTA-ის რეიტინგში ლიდერობისთვის. შეგახსენებთ, რომ თუ ამერიკელი პირველ საფეხურზე ასვლას მოახერხებს, ის გახდება ქალთა ჩოგბურთის ყველაზე ასაკოვანი ლიდერი ისტორიაში. მერვედფინალში ურსულა რადვანსკამ ვერ გაუწია წინააღმდეგობა სერენას. პირველ სეტში პოლონელმა საერთოდ ვერც ერთი გეიმი ვერ აიღო, მეორეში კი ორი ბრეიკი გააკეთა, მაგრამ სერენამ საჭირო დროს მოუმატა და 57 წუთში დაასრულა მატჩი – 6:0, 6:3. ამერიკელის შემდეგი მეტოქე პეტრა კვიტოვა უნდა ყოფილიყო და ჩეხი დამარცხების შემთხვევაში, WTA-ის კლასიფიკაციაში ლიდერი შეიცვლებოდა.

ტოპ-ოთხეულის მეოთხე წარმომადგენელმა აგნიეშკა რადვანსკამ ზედიზედ მეექვსედ დაამარცხა სერბი ანა ივანოვიჩი. ამ უკანასკნელმა ძალიან ცუდად დაიწყო შეხვედრა და პოლონელმა სწრაფად აიღო პირველი პარტია, მაგრამ მეორე სეტში სიტუაცია შეიცვალა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ივანოვიჩმა სეტზე ჩაწოდების უფლებაც მიიღო, მაგრამ საკუთარი შეცდომებით მეტოქეს ბრეიკი გააკეთებინა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში უფრო იღბლიანი რადვანსკა აღმოჩნდა – 6:1, 7:6(6).

მოსახდენი მოხდა. სერენა უილიამსმა პრაქტიკულად წაგებული მატჩი გადაარჩინა კვიტოვას წინააღმდეგ და დაბრუნდა WTA-ის კლასიფიკაციის პირველ საფეხურზე. პირველი ორი პარტია ჩოგბურთელებმა ერთნაირი ანგარიშით მოიგეს - 6:3, მესამე პარტიაში კი ჩეხი 4:1 დაწინაურდა. თითქოს, სერენას რეიტინგში გალიდერება ისევ უნდა გადადებულიყო, მაგრამ ამერიკელმა ზედიზედ სამი გეიმის აღებით პარტია გადაარჩინა, 4:5-ზე კი ისევ მიჯრით სამი გეიმი აიღო და გაჭირვებით გააღწია ნახევარფინალში. სწორედ ამ ეტაპზე გასვლა სჭირდებოდა უილიამსს აზარენკასთვის ლიდერობის წასართმევად.

რაფაელი მეოთხედფინალშია

რაფაელ ნადალი სან პაულუს ტურნირში ჩაება. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მერვედფინალში ბრაზილიელი ჟოაო სოუზას წინააღმდეგ ითამაშა, რომელიც მსოფლიოს 140-ე ნომერი გახლავთ.

26 წლის ესპანელმა ორ სეტში მოამთავრა საქმე - 6:3, 6:4. ნადალმა თითო პარტიაში თითო ბრეიკი აიღო და არც ერთხელ არ წაუგია საკუთარი მოწოდება. გარდა ამისა, რაფას ანგარიშზე იყო ხუთი ეისი და ორი ორმაგი შეცდომა. მატჩი საათი და 18 წუთი გაგრძელდა.

გვიან ღამით, ნადალი მეოთხედფინალში უნდა შეხვედროდა არგენტინელ კარლოს ბერლოკს, რომელმაც ესპანელი ალბერტ რამოსი გამოთიშა ბრძოლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოთხივე ფავორიტმა მოიგო

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად