საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩს 23 თებერვალს, სოჭში რუსეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს

საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩს 23 თებერვალს, სოჭში რუსეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

"ბორჯღალოსნები" ამ თამაშისთვის მზადებას "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ორშაბათიდან დაიწყებენ და პარასკევს სოჭში ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრებიან.

ჩვენი ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სარუსეთოდ 25 მორაგბე გამოიძახა.

გაფართოებულ შემადგენლობში ვერ მოხვდნენ შერკინების კვაჭი რეზო ბელქანია (ლელო), ბურჯი ირაკლი მირცხულავა (ტარბი), მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე (ალბი), მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) და გარემარბი ალექსანდრე თოდუა (ალბი).

ამათგან ტრავმის გამო გუნდს მხოლოდ კოლელიშვილი დააკლდება. მას ყვირმალი აქვს გატეხილი და სამი კვირა უნდა იუქმოს.

"ბორჯღალოსანთა" რიგებში ისევ ვერ მოხვდნენ მეორეხაზელები ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) და გიორგი ნემსაძე (ტარბი).

დიკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს დაუბრუნდება შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ტრავმა მოიშუშა და მწყობრშია კიდევ ერთი პირველხაზელი ვასილ კაკოვინი (ტულუზი).

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), დავით ხინჩაგიშვილი ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).

მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).

მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).

#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).

#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).

#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aigl
დიმა ბასილაია სჰეუდარებელია!
goran
აბა, გამოჩნდნენ ახლა ჭკუის მასწავლებლები. უკვე აპროგნოზებენ წაგებას, მწრვნელი არ ვარგა... და ა. შ. მეგობრებო , ნუ ნერვიულობთ!! კარგი გუნდია საქართველოს ნაკრები , მაგრამ ბევრი აკლია მიზნამდე. მიზანი ელიტაში თამაშია. ეს თაობა ნამდვილად ვერ შეძლებს, და ალბათ ვერც შემდეგი. სავარაუდოდ მესამე თაობამ უნდა მოახერხოს დიდი რაგბის თამაში. მაგრამ თუ საფუძველი არ ჩაუყარე ახლავე, სწორ აზროვნებას, უფრო და უფრო გადაიწევს ეს პერსპექტივა. ვისაც გვჯერა გაგვატარეთ!! საქართველოს ნაკრები მუდმივად მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს არ უნდა იყოს მარტო ძირითადი მიზანი. ასე ნამიბია მუდმივად მონაწილეობს მსოფლიოზე , მარა რად გინდა ?!! აზრი?
LEVANI
კობერიდზე სადააა
Goga
დათუნაშვილის არ დაძახება როგორ შეიძლება !!! ეტყობა ნაკრებს შერკინების მწვრთნელი რომ არ ყავს !!!
მიხო
თუ ისე ვითამაშეთ როგორც პორტუგალიასთან, წაგება არ აგვცდება.
Ragby fan
მილტონ მალიარი ხარ ბიჭო !!!!!!!!
gio
მილტონ წადი ახალგაზრდულის მწვრთნელად და იმუშავე ახალგაზრდებთან გაატრაკე ამ ექპერიმენტებით.ნაკრები მეორე ხაზის გარეშე თამაშობს როგორ შეიძლება! წინ საქართველო
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა