ზუგდიდელთა მეორე შემადგენლობა ყაზახურ "ყიზილჟარს" დაუპირისპირდა, ძირითადი გუნდი კი - რუმინულ "ჩაჰლაულს"
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ზუგდიდმა" ზედიზედ ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

დილით ქემერის სტადიონზე ზუგდიდელთა მეორე შემადგენლობა ყაზახეთის პირველი ლიგის ბინადარ "ყიზილჟარს" დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა, ძირითადმა გუნდმა კი ანთალიის უნივერსიტეტის სტადიონზე რუმინული "ჩაჰლაულის" წინააღმდეგ ითამაშა და ეს მატჩიც ფრედ, 3:3 დასრულდა.

ზუგდიდელები ამ შეხვედრაში სამჯერ იგებდნენ, მაგრამ რუმინელებმა ბოლო წუთებზე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნეს.

მანამდე კი სათამაშო სცენარი ასე წარიმართა: შეხვედრის მე-11 წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული გიორგი გაბედავა რუმინელთა მეკარემ საკუთარ საჯარიმოში წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დავით გამეზარდაშვილმა უნაკლოდ შეასრულა და ქართველები დააწინაურა.

ამის შემდეგ ზუგდიდელებმა კიდევ ერთი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა ლუკა გუგუჩიას დარტყმული მცირედით ასცდა მეტოქის კარს.

გოლიდან ათ წუთში რუმინელებმა სტანდარტული მდგომარეობიდან თანაფარდობა აღადგინეს.

ორმხრივი იერიშები გახშირდა და ზუგდიდელებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ წინ გასასვლელად. მრავალსვლიანი კომბინაცია ლევან წურწუმიამ გადაცემით გააგრძელა და გიორგი გაბედავამ დააბოლოვა, როცა რუმინელთა კიპერს აუღებელი თავური დაურტყა.

მეორე ტაიმში რუმინელებმა კვლავ გაათანაბრეს ანგარიში, რის შემდეგაც ზუგდიდელი ფეხბურთელები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.

ირაკლი ეხვაიას მიერ საშუალო მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი რუმინელთა კარის დარაჯს ხელიდან გაუვარდა და სიტუაცია მცველებმა განმუხტეს, ხოლო შემდეგ მეტოქის მეკარემ წურწუმიასა და გაბედავას დარტყმული ბურთები მოიგერია.

გაბედავამ ბოლოს მაინც მიაღწია მიზანს და თან ეფექტური გოლიც გამოუვიდა - მემარჯვენე ფორვარდმა მარცხენათი ულამაზესი გოლი შეაგდო.

ბოლოს ზუგდიდელებს დაღლა დაეტყოთ და რუმინელებმა ისევ აღადგინეს წონასწორობა.

რაც შეეხება ყაზახებთან მეორე გუნდის თამაშს - პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტის ვერგამოყენებას მეტოქის გოლი მოჰყვა.

აკაკი ფარჯიკიამ გოლი ნიკა შონიას გადაცემით გაიტანა.

შეხვედრის ბოლოს რომეო კანკიას მიერ გატანილი გოლი არბიტრმა არ ჩათვალა და თამაშგარე დააფიქსირა. აქაც ფრე - 1:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა