ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საინტერესო პროექტი: ბარსელონის საფეხბურთო აკადემია საქართველოში?

საინტერესო პროექტი: ბარსელონის საფეხბურთო აკადემია საქართველოში?

"გაგრას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა გოდერძი ჩიხრაძემ "ლელოს" სიანტერესო ჩანაფიქრი გაუმხილა
გოდერძი ჩიხრაძე "გაგრას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტია. მან "ლელოს" საინტერესო ჩანაფიქრი გაუმხილა.

"ნებისმიერი ქართული კლუბის ამოცანა საქართველოს ნაკრებების სამსახური უნდა იყოს. 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელებს რომ ვუყურებ, მეცოდებიან.

ნაცვლად იმისა, რომ მთელი დრო გუნდის შეთამაშებასა და ახალ-ახალი ტაქტიკური ვარიანტების დამუშავებაზე დახარჯონ, ადრეც და ახლაც ბევრჯერ მინახავს, ასაკობრივ ნაკრებებში მწვრთნელები ფეხბურთელებს სწორ სირბილს, ბურთის გაჩერებას და მსგავს ელემენტარულ რაღაცებს რომ ასწავლიან, რაც მათ ბავშვობაში უნდა აეთვისებინათ.

ბავშვთა ფეხბურთში რომ უამრავი პრობლემაა, ეს ყველას მოეხსენება.

ამ კუთხით, ერთი საინტერესო ამბავი უნდა გითხრათ. დიდი ხანია, ესპანეთში ქართველი ახალგაზრდა, თორნიკე მაისურაძე ცხოვრობს. ის ამ ქვეყნის მოქალაქეა და სევილიას "ოლიმპიკის" საფეხბურთო სკოლაში 17-წლამდელების გუნდში მუშაობს. ამავე დროს, ადგილობრივი რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის თანამშრომელია.

მისგან შევიტყვეთ, რომ ბარსელონის საფეხბურთო აკადემიას მთელს მსოფლიოში საფეხბურთო აკადემიების ქსელი აქვს - ევროპაში, აფრიკაში, აზიაში და ახლა მის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ.

მაისურაძისგან შევიტყვე, რომ სავსებით შესაძლებელია, ამ სისტემაში საქართველოც ჩაერთოს.

ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბავშვია და ამას გარდა, საქართველო კავკასიის ცენტრია - ძირითადი ბირთვი ქართველები იქნებიან, მაგრამ შესაძლებელია, საინტერესო ბავშვები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ჩრდილო კავკასიიდან ჩამოვიდნენ.

ასეთია კატალონიელთა გათვლა. საფეხბურთო სკოლების სისტემაში ჩართულ მხარეს ბარსელონელები დაეხმარებიან სპეციალისტების მომზადებაში, გუნდების შეკრებებისა და ტურნირების ორგანიზებაში.

მოკლედ, ძალიან კარგი პროექტია და როდესაც შესაძლო პარტნიორობაზე დაიწყო ლაპარაკი, "საბურთალოსთან" თანამშრომლობა დაუფიქრებლად შევთავაზე.

მიმაჩნია, რომ ის ყველაზე პერსპექტიული სკოლაა. ბოლო წლებში საკმაოდ გაძლიერდა და უახლოეს მომავალში, მისი ხელმძღვანელობა გაფართოებასა და ახალი სტადიონების შემატებას აპირებს.

მიმაჩნია, რომ კატალონიელები თავადაც დაინტერესდებიან სკოლით, რომელმაც ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ბავშვი გაზარდა, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები ჰყავთ და სწორი მიმართულებით მიდიან.

მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ამ სკოლაში ბავშვებთან მუშაობენ უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებში ნამუშევარი ცნობილი მწვრთნელები - თემურ შალამბერიძე, გია ჭიაბრიშვილი, დავით კევლიშვილი. წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ ასე მგონია, ამ საქმეს კარგი გაგრძელება ექნება", - ამბობს ჩიხრაძე.

"გაგრას" ვიცე-პრეზიდენტი ფეხბურთისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობაზეც გველაპარაკა:

"სამწუხაროდ, ბოლო 20 წელია, სახელმწიფომ საფეხბურთო სკოლების პატრონობაზე, ფაქტობრივად, ხელები დაიბანა.

ბევრი სტადიონი და საფეხბურთო სკოლა გაიყიდა ან რაგბის გადაეცა: "სინათლე", "შევარდენი", სტუდქალაქისა და ვარკეთილის მეურნეობის სტადიონები, "ლოკომოტივის" ბაზა, აღარ არსებობს ძველი 35-ე სკოლა, რომლის ტერიტორიაზეც ახლა ბაზარია, ავლაბრის სტადიონზე სახლი ააშენეს, ფეხბურთი ვერც დიდ დიღომში ფეხბურთისთვის გადაცემული ტერიტორიით სარგებლობს, რადგან ისიც სხვას გადაეცა და ამხელა უბანი სკოლის გარეშე დარჩა...

ჯერ ისედაც ცოტა სტადიონი გვქონდა და ახლა მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა. ახლები თუ არ ავაშენეთ, ფეხბურთს არაფერი ეშველება.

რაგბის ნაკრები ჩვენი ქვეყნის სიამაყეა, მაგრამ მათთვის სიკეთე თუ უნდოდათ, ახალი სტადიონები აეშენებინათ, ფეხბურთისთვის კი მისი კუთვნილი დაეტოვებინათ, ეს იქნებოდა კარგი საქმე და არა ის, რაც გააკეთეს და ეს ორი სახეობა ლამის ერთმანეთს რომ გადაჰკიდეს.

წლების წინ, თბილისის "ლოკომოტივში" სპორტის დღევანდელ მინისტრთან, ლევან ყიფიანთან ერთად ვმუშაობდი და ამ საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულება კარგად ვიცი. მჯერა, ლევანი მდგომარეობის შეცვლას აუცილებლად შეეცდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• grisha

კაცი საქმეზე ლაპარაკობს და თქვენ კინკლაობაზე გადადიხართ რაგბი თუ ფეხბურთი. ორივეს გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება, მეტი სტადიონები და მეტი ფინანსები.

• nano

სინათლის და შევარდენის სტადიონი ფეხბურთის განვითარებას აფერხებს?რაგბს თუ არ უკბინეთ ისე არ იქნება.ჩემი აზრიტ გშურთ რაგბის დონემდე რონ ვერ ავიდა ფეხბურთი საქარტველოში

• gvanca

სინათლის სტადიონი ან შევარდენი რას უწყვიტავს ფეღბურთის განვითარებას რაგბს რომ არ უკბინოთ,ჩემი აზრით გშურთ რაგბში რომ ასეთი წარმატებებია და არა ფეღბურთში

• zurabi

დღეს, სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილი მგონი აღარ ტარდება საერთოდ. არადა მიმაჩნია, რომ სირბილი და ცურვა სკოლის გაკვეთილები უნდა იყოს. როგორ შეიძლება საზღვაო ქვეყანა ვართ და ცურვა მოსახლეობის 80% არ იცოდეს. აჭარაში, გაგიკვირდებათ და ადგილობრივებმაც არ იციან ცურვა. ეხლა სირბილზე, დააკვირდით ბავშვების უმრავლესობამ სირბილი არ იცის, ზოგს მიაჩნია სირბილს სწავლა არ უნდა. არადა, სწორედ სირბილი ბევრი სპორტის სახეობაში წარმატების გარანტიააა.

• guja_kakhadze

"ახლაც ბევრჯერ მინახავს, ასაკობრივ ნაკრებებში მწვრთნელები ფეხბურთელებს სწორ სირბილს, ბურთის გაჩერებას და მსგავს ელემენტარულ რაღაცებს რომ ასწავლიან, რაც მათ ბავშვობაში უნდა აეთვისებინათ".გეთანხმებით. ეს სამწუხარო რეალობაა.

• guja_kakhadze

გოდერძი ჩიხრაძეს ქართული ფეხბურთისთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული.ელემენტარულ რაღაცეებს რომ ასწავლიან 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში ესეც ფაქტია, მაგრამ ვერ დავეთანხმები, თითქოს სწორად სირბილი ელემენტარული რამ იყოს. სირბილი ჯერ კიდევ მე-20-ე საუკუნის მეთოდებით ისწავლება. ბ-ნო გოდერძი! თუ სურვილი გაგიჩვდებათ საძიებოში ქართულიდ ჩაწერეთ გუჯა კახაძე და დარწმუნდებით, რომ სწორად სირბილი საკმაოდ რთულია, მაგრამ ღვთის შეწევნით გვაქვს სირბილის სწავლების თანამედროვე, ქართული ტექნოლოგია. ასეთი მეთოდიკით ნასწავლი სირბილით შეგვიძლია გავეჯიბროთ ევროპული გრანდების ფეხბურთელებს. მსგავსი ტექნოლოგია უცხოელს რომ მოეფიქრებინა, ქართული ფეხბურთის მესვეურები მილიონებს გადაიხდიდნენ და შეიძენდნენ, ადგილობრივს კი არაფრად აგდებენ. ამიტომაც გვაქვს ასეთი კატასტროფული შედეგები სისწრაფესა და ამტანობაში. იმედს ვიტოვებ, რომ მალე გამოჩნდება ქართული საფეხბურთო კლუბის მეპატრონე, რომელიც ამ ტექნოლოგიას წარმატებით გამოიყენებს.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...