სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისა და სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერის შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა
სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისა და სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერის შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მოსალოდნელი იყო, რომ თასის გათამაშების გამარჯვებული და მიმდინარე სუპერლიგის ლიდერთაგანი მორიგ გამარჯვებას მოიპოვებდა და ასეც მოხდა.

თსუ-ს რაც შეეძლო, გაუძალიანდა ძლიერ მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

თსუ-ში გიორგი ხანიაშვილი გამოირჩეოდა, რომლის სიზუსტის წყალობით სტუდენტები შსს-ს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ.

გიორგოს კეცელიდისის გუნდი მთელი თამაში წინ იყო, თუმცა იმდენად სოლიდური სხვაობით არა, რომ საკუთარი თავისთვის მოდუნების საშუალება მიეცა.

აკადემიელთა ამერიკელი ლეგიონერები მაქსიმალური მობილიზებით თამაშობდნენ, რომელთაგან აღსანიშნავია მათი ახალწვეულის, ბენჯამინ რეიმონდის კარგი გარჯა.

კუნთმაგარმა ამერიკელმა 16 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, ის თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო.

"შსს-აკადემიის" მწვრთნელ გიორგოს კეცელიდიდსს სჩვევია ახალგაზრდა მოთამაშეების ასაკობრივი გუნდებიდან დამატება და ამჯერად ბერძენმა სპეციალისტმა შანსი შსს-ს 16-წლამდელთა გუნდის წევრ გიორგი ჩაჩხიანს მისცა, რომელიც მოედანზე მატჩის ბოლო 5 წუთს გამოჩნდა და თითო მოხსნა-პასის მითვლა მოასწრო.

რაც შეეხება შსს-ელთა ბომბარდირს, იგი გამთამაშებელი დენოტა ვონი აღმოჩნდა, რომელიც სამმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა. ამერიკელმა უკანახაზელმა 23 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.

სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესო ზემოთხსენებული გიორგი ხანიაშვილი იყო, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ვახტანგ ჩქარეულმა, ხოლო გივი ბაქრაძემ თავი 10 ქულას მოუყარა.

მომდევნო, ტურის ბოლო მატჩში, ერთმანეთის პირისპირ თავდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან: "არმია" თსსუ-ს წინააღმდეგ.

მატჩის დასრულების შემდგომ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი შსს კადემიის მთავრმა მწვრთნელმა გეორგის კეცელიდისმა და მოთამაშემ ბენჟამენ რეიმონდმა გააკეთეს.

რაც შეეხება თსუ-ს გუნდს, რომელიც პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, სუპერლიგის დებულების შესაბამისად, მე-10 თავის 22.11 მუხლის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია): "სასიხარულოა, რომ მოვიგეთ შეხვედრა, თუმცა ძალიან ცუდად ვითამაშეთ. დაცვაში ასპარეზობით არ ვარ კმაყოფილი.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაცვაში კარგი თამაში. მითუმეტეს რომ მორიგი შეხვედრა რუსთავის წინააღმდეგ გვაქვს და ასეთი დაცვით ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ წავაგებთ.

ეს შეხვედრა გამოგვადგება ჩვენი მინუსების გასაანალიზებლად რათა მოვემზადოთ მორიგი მატჩისთვის".

ბენჟამენ რაიმონდი (შსს აკადემია): "დაცვით მეც უკმაყოფილო ვარ, რადგან ამ კუთხით ჩვენი გუნდის ბევრად უკეთესი თამაშებიც გახსოვთ .რაც შემეხება მე, ძალიან ცოტა მოთამაშეა, ვინც გუნდის ლიდერი თავიდანვე ხდება.

მე ვეცდები ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო, ნელ-ნელა შევთამაშდე გუნდთან და კარგი იქნება, თუ ჩემს გუნდს მაქსიმალურად გამოვადგები".

თსუ - შსს აკადემია 76:102

superleague.ge

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"