რაფაელ ნადალი - არის პირველი ტიტული!
ბელორუსი ვიქტორია აზარენკას ტრიუმფით დასრულდა დოჰას უმაღლესი კატეგორიის ტურნირი. მან ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა, მაგრამ მაინც დაკარგა მსოფლიოს პირველი ჩოგანის სტატუსი.

დოჰაში ნახევარფინალურ ეტაპზე რეიტინგის საუკეთესო ოთხეულის ყველა წევრმა გააღწია. შაბათს პირველები კორტზე აზარენკა და აგნიეშკა რადვანსკა გავიდნენ. შარშან ბელორუსმა ჩოგბურთელმა ექვსიდან ექვსი მატჩი მოუგო პოლონელ კონკურენტს, თანაც ისე, რომ რადვანსკამ ჯამში მხოლოდ ორი სეტი აიღო და არც ერთ შეხვედრაში წარმატების შანსი არ ჰქონდა.

ამჯერადაც აზარენკამ თავიდანვე გამოხატა თავისი უპირატესობა. აგნიეშკა ჩვეულ სტილში დაცვიდან თამაშობდა. ამიტომაც ვიქტორიას მოთმინება სჭიდებოდა ხანგრძლივი გათამაშებების თავის სასარგებლოდ დასასრულებლად. გადამწყვეტ მომენტებში აზარენკა უკეთ მოქმედებდა. თან მას წაუვიდა თამაში მეტოქის მოწოდებაზე, რაც სამ აღებულ ბრეიკში გამოისახა. პოლონელს კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა სეტში, რომელიც გამოიყენა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად.

აზარენკასთვის მეორე სეტშიც ყველაფერი კარგად დაიწყო. მან სამი თანაბარი გეიმი მოიგო და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. იმ მომენტში პოლონელმა ოდნავ მოუმატა. თან, ბელორუსმაც მოუხშირა შეცდომებს, მაგრამ აგნიეშკამ ამით მხოლოდ იმას მიაღწია, რომ საკუთარ მოწოდებას ინარჩუნებდა სტაბილურად, მაგრამ დაკარგული ბრეიკის დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

ბელორუსმა მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა და 6:3, 6:3 გაიმარჯვა.

მეორე ნახევარფინალში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მარია შარაპოვასთვის სერენა უილიამსი უხერხული მეტოქეა. 12 მატჩიდან რუსმა მხოლოდ ორჯერ დაამარცხა ამერიკელი, ორივეჯერ 2004 წელს, რის შემდეგაც ამერიკელმა ზედიზედ ათჯერ მოუგო მარიას.

მატჩის დებიუტში არ იგრძნობოდა სერენას უპირატესობა. მეხუთე გეიმამდე ორივე დამაჯერებლად ინარჩუნებდა თავის მოწოდებას. შემდეგ კი ამერიკელმა მოახერხა შარაპოვას გეიმში გაბრძოლება, რასაც რუსის მხრიდან ჯერ უკანა ხაზიდან დარტყმისას შეცდომა, შემდეგ კი ორმაგი შეცდომა მოჰყვა.

მარიამ სცადა სეტის ბოლომდე რაღაცის შეცვლა, მაგრამ სერენა იმ დღეს ბრწყინვალედ აწვდიდა და მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა.

მეორე სეტის წინ შარაპოვამ კორტზე თავისი მწვრთნელი ტომას ჰოგსტედი გამოიძახა, მაგრამ ამან თავიდან არ იმოქმედა. პირველ გეიმში რუსს ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, შემდეგ კი მატჩში თავისი პირველი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ამით განაწყენებულმა, მესამე გეიმში ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი მოწოდება დათმო.

მეტოქის გეიმზე შემდეგი შანსი შარაპოვამ მაშინ მიიღო, როცა სერენა ორმაგი ბრეიკით იგებდა და მატჩზე აწვდიდა. აქ რუსს ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ისევ შეცდომები დაუშვა და ბრეიკის გარეშე დაასრულა მატჩი - 3:6, 2:6.

ფინალური მატჩი გაიმართა. უკვე წინასწარ იყო ცნობილი, რომ წაგების მიუხედავად, სერენა უილიამსი დღეიდან მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი გახდებოდა, რადგან აზარენკა დოჰას ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო და რეიტინგში ქულებს ვერ დაიმატებდა.

ამერიკელს ცხრამატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა ბელორუსთან და, რა თქმა უნდა, ამ ფაქტორს წინასამატჩო პროგნოზებისას ყველა ახსენებდა, თუმცა ისიც ჩანდა, რომ სერენა ბოლომდე ოპტიმალურ ფორმაში არ იყო, რაც წინა რაუნდებში გამოჩნდა. ასე რომ, ვიქტორიას უსიამოვნო სერიის შეწყვეტის კარგი შანსი ჰქონდა, რითაც ისარგებლა კიდეც.

თამაში 2 საათი და 27 წუთი გაგრძელდა. უილიამსი უფრო აქტიური იყო (51 "ვინერსი"), მაგრამ უფრო მეტ შეცდომას უშვებდა (48). აზარენკას ანალოგიური მაჩვენებლები, შესაბამისად, 30 და 27 იყო. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა ერთით მეტი ბრეიკი შეასრულა (სამი ორის წინააღმდეგ), მაგრამ აქედან ორი მეორე სეტზე მოდის, როცა სერენამ გაანადგურა მეტოქე. სამაგიეროდ, აზარენკამ პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე აიღო, მესამეში კი ერთით მეტი ბრეიკი შეასრულა და 7:6(6), 2:6, 6:3 მოიგო. ვიქტორიამ კარიერაში მე-16 ტიტული მოიგო.

არის პირველი ტიტული!

ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში დასრულდა ATP-ის ტურნირი და პირველი ტიტული მოიგო კარიერის განახლების შემდეგ მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა. შეგახსენებთ, რომ რაფამ ერთი კვირის წინ ვინა დელ მარის ტურნირის ფინალში გააღწია, სადაც არგენტინელ ორასიო სებალიოსთან წააგო.

მან ასევე არგენტინელის წინააღმდეგ ითამაშა გადამწყვეტი მატჩი. ესპანელის მეტოქე იყო გამოცდილი დავიდ ნალბანდიანი. ტურნირის მსვლელობისას ეჭვს იწვევდა რაფაელის სპორტული ფორმა, რადგან მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ნადალმა თითო სეტი დაუთმო თავის მეტოქეებს, ასევე არგენტინელებს - კარლოს ბერლოკსა და ნაკლებად ცნობილ მარტინ ალუნდს.

მაგრამ ფინალში რაფას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მან თითო სეტში თითო ბრეიკი დაუთმო ნალბანდიანს. სამაგიეროდ, თავად ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და საათსა და 18 წუთში 6:2, 6:3 მოიგო. ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 5:2 გახდა ესპანელის სასარგებლოდ და ნადალმა კარიერაში 51-ე ტიტული იზეიმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერენა მსოფლიოს პირველი ჩოგანია

ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა