როგორც ჩანს, ოსკარ პისტორიუსს შეყვარებული შემთხვევით არ მოუკლავს
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სახელგანთქმულ მორბენალ-ამპუტანტს ოსკარ პისტორიუსს წინასწარ განზრახული მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ. უკვე აღარავის სჯერა იმ ვერსიისა, რომლის მიხედვითაც, სამხრეთაფრიკელ მძლეოსანს თავისი შეყვარებული რივა სტინკამპი მძარცველი ეგონა და ცეცხლსასროლი იარაღით შემთხვევით გამოასალმა სიცოცხლეს.

სამხრეთაფრიკულ გამოცემა City Press-ს სკანდალური ცნობები მიაწოდა სამართალდამცავი ორგანოების ინკოგნიტო წარმომადგენელმა. ის ამბობს, რომ პისტორიუსი ვერანაირად ვერ მიიღებდა თავის შეყვარებულს მძარცველად, რადგან რივას ღამის პერანგი ეცვა, ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ის უკვე კარგა ხნის მისული იყო მორბენლის სახლში.

"ეჭვი მაქვს, პირველი გასროლა საძინებელში მოხდა და ტყვია მას ბარძაყში მოხვდა, - ამბობს პოლიციელი. - ქალმა სააბაზანო ოთახამდე მიაღწია და იქ ჩაიკეტა, მაგრამ პისტორიუსმა მას გარედან კიდევ სამი ტყვია ესროლა".

სხვა ფაქტები საბოლოოდ ამსხვრევს მორბენლის პირველად ვერსიას. წყაროს ცნობით, სახლში ნაპოვნია კრიკეტის ჯოხი, რომელზეც სისხლის კვალია, დაღუპულს კი თავის ქალის სერიოზული ტრავმა აღმოაჩნდა. თუმცა პოლიციელმა ჯერ არ იცის, ეს საგანი თავდასხმისთვის იყო გამოყენებული, თუ მას სტინკამპი თავდაცვისთვის იყენებდა.

ასევე გაირკვა, რომ პისტორიუსმა მკვლელობის შემდეგ რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელა იქამდე, სანამ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინებდა.

წყაროს ცნობით, სპორტსმენმა ტელეფონით მამამისს სასწრაფოდ მასთან მისვლა სთხოვა, თავის დას ემის კი მოუყვა, რომ შემთხვევით ესროლა რივას, რადგან ის მძარცველად მიიღო.

პოლიცია ვარაუდობს, რომ გოგონა ცოცხალი იყო, როცა პისტორიუსმა ის კიბეზე ქვემოთ ჩაიყვანა. ამაზე მეტყველებს სისხლის კვალი კედლებზე, რომელიც მაშინ წარმოიშვება, როცა გული მუშაობს. მეზობლების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ პისტორიუსი სტინკამპს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, მაგრამ ის მძლეოსნის ხელებში გარდაიცვალა.

ბიზნესმენი ჯასტინ დივარისი, რომელმაც მოდელი მორბენალს გააცნო, ამბობს, რომ პისტორიუსმა იმ ღამით მასაც დაურეკა. "ძალიან სამწუხარო ამბავია. ოსკარმა დამირეკა და მითხრა, რომ რივა მკვდარია, - ამბობს დივარისი Sunday People-თან კომენტარში. - მე ვუთხარი: "რას ამბობ? შენი არ მესმის". მან მიპასუხა: "საშინელი უბედურება მოხდა, რივას ვესროლე". ამის შემდეგ ყურმილი მისმა მეზობელმა აიღო და განაცხადა, რომ ეს სიმართლეა და მე ოსკარის სახლში უნდა მივსულიყავი".

დივარისი ამბობს, რომ მას პისტორიუსთან საუბრის ნება დართეს, მიუხედავად იმისა, რომ სახლში უკვე პოლიცია იყო მისული: "ის აბსოლუტური შეურაცხადი იყო. მხოლოდ ტიროდა და ერთი და იმავეს იმეორებდა: "მე ის მოვკალი. ღმერთო, წამიყვანე".

დივარისის მეუღლემ სემმა, რომელიც სტინკამპის ახლო მეგობარი იყო, აღიარა, რომ რივა ბოლო დროს წუწუნებდა იმის გამო, რომ პისტორიუსი ეჭვიანი და ნერვიული გახდა.

პისტორიუსის საქმეზე ახალი სასამართლო სხდომა სამშაბათს გაიმართება. მასზე განიხილავენ სპორტსმენის გირაოთი განთავისუფლებას. ოსკარის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ეს იყო შემთხვევითი მკვლელობა და ისინი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას აპირებენ. ჯერჯერობით პისტორიუსი პატიმრობაში რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

განზრახ მკვლელობა იყო?

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა