საქართველოს "თავისუფლად" მოჭიდავეთა ნაკრებმა მედალი ყველა წონაში მოიპოვა
საქართველოს "თავისუფლად" მოჭიდავეთა ნაკრებმა ცხრა მედლით დაამთავრა გამოსვლა ერევანში დამთავრებულ სერჟ სარგსიანის სახელობის ტურნირში. აქედან თითო ოქრო-ვერცხლია, შვიდი - ბრინჯაო. საკმაოდ წარმომადგენლობითი და მაღალანაზღაურებადი შეჯიბრების (ჩემპიონები 5 000 დოლარს იღებდნენ) გამარჯვებული მალხაზ ზარქუა (60) გახდა. გელა საღირაშვილმა (74) ფინალი დათმო, მესამეზე კი გიორგი ედიშერაშვილი (55), მალხაზ ქურდიანი (60), კობა კაკალაძე (66), ბექა ჭელიძე, არჩილ ქიტიაშვილი (ორივე - 84), ელიზბარ ოდიკაძე (96) და ლევან სეთურიძე (120) გავიდნენ. ერევანში ჩვენები დიდი გუნდით გამოდიოდნენ - დაახლოებით 35-მდე სპორტსმენი ჭიდაობდა და სასიხარულოა, რომ ყველა წონაში მოვიპოვეთ მედალი.

55-ში ედიშერაშვილმა წინასწარ შეხვედრებში ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი და ევროპის ვერცხლის მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაამარცხა. 60-ში ზარქუა და ქურდიანი ერთმანეთს არ შეხვედრიან, საღირაშვილის ფინალზე კი ამბობენ, მასპინძელთან დაჩაგრესო. არადა, ეს მასპინძელი რუსეთიდან გადაყვანილი ფალავანი ყოფილა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის, ოლიმპიურ პრიზიორ მახაჩ მურთაზალიევის ძმა.

რაკიღა ნატურალიზებულებზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე ერთ საკმაოდ სენსაციურ ამბავზეც ვთქვათ. როგორც რუსული ფორუმებიდან შევიტყვეთ - აზერბაიჯანელები კუბელი მძიმეწონოსნის, მსოფლიოს ჩემპიონისა და ოთხგზის ფინალისტის, ოლიმპიურ პრიზიორ ალექსის როდრიგესის გადაბირებას გეგმავენ. ჩვენს მეზობლებს უცხოელი მოჭიდავეები არ აკლიათ, მაგრამ მადაგაღვიძებულმა ბოლო წლებში ტოპ-კლასის მოჭიდავეებზე მიიტანეს იერიში. თანაც, ისეთ ქვეყნებში, როგორიც რუსეთი და ირანია, ახლა კი მიზანში კუბაც ამოიღეს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ როდრიგესი უკვე 32 წლისაა და აღარც კუბელთა ლიდერია, აზერბაიჯანელებმა კი ამ შემოდგომაზე თავისთან გადასვლა ქალებში ორ მსოფლიოს ჩემპიონს - უკრაინელ ალექსანდრა კოგუტსა (51) და ბულგარელ მსოფლიოს ოთხგზის, ევროპის ხუთგზის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ სტანკა ზლატევას (72) შესთავაზეს. უკრაინელის გასამრჯელო არ ვიცით, მაგრამ ბულგარელს საამისოდ 2 მილიონი დოლარი შესთავაზეს, საიდანაც ნახევარი ბულგარულ ფედერაციას უნდა მიეღო, მეორე ნახევარი კი სპორტსმენის ფეშქაში იქნებოდა. ორივე სპორტსმენმა იუარა იქ გადასვლა.

ბოლოს ისევ რუსული ფორუმებიდან გაგებული კიდევ ერთი ამბავი, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში რუსთა ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ შირვანი მურადოვს (96) ეხება - მას პეკინის ოლიმპიადის შემდეგ არც უჭიდავია, ახლა კი, ეტყობა, საბოლოოდ წავიდა სპორტიდან. როგორც იქაური ქომაგები წერენ, ის პოლიტიკაში წავიდა და მშობლიური რეგიონის დეპუტატი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...