"ლიონმა" "ბორდო" მიწასთან გაასწორა
ტური "ლილის" და "რენის" ძალიან საინტერესო მატჩით დაიწყო, რომელშიც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ამით "რენის" 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, რომენ ალესანდრინის ტრავმა გახდა – 23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბოლო დროს საოცარ ფორმაში იყო, პირველ ტაიმში მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.

ალესანდრინის გამოკლება ფრედერიკ ანტონეტის გუნდისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "რენს" ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება. თავად შეხვედრაზე სათქმელი ბევრი არაფერია. მასპინძლები კრის მავინგას ავტოგოლით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში კი გოლი დიმიტრი პაიემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რა გასაკვირია, რომ მატჩის შემდეგ ფრედერიკ ანტონეტი ალესანდრინის ტრავმაზე უფრო წუხდა, ვიდრე წაგებაზე: "დღევანდელი დღის ყველაზე ცუდი ამბავი რომენის ტრავმაა. ერთი შეხვედრის წაგებას გადავიტანთ, მაგრამ თუ მას მყესები გაწყვეტილი აქვს, ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება".

როგორც მოგახსენეთ, მეორე დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ მყესების გაწყვეტის დიაგნოზი დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ალესანდრინისთვის სეზონი დასრულებულია.

ბოლო წამამდე ინერვიულეს "მარსელის" ქომაგებმა, რომელთა გუნდიც "ვალანსიენს" ვერაფერს უხერხებდა და მორიგი ქულების დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა. ელი ბოპის გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანას ვერაფრით ახერხებდა.

პროვანსელებმა უკანასკნელი შეტევით მატჩის ბოლო წამებზე იხეირეს. 94-ე წუთზე, მოდუ სუგუს პასის შემდეგ, შეტევაში ჩართულმა როდ ფანიმ იხეირა და "ოლიმპიკის" 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. აღსანიშნავია, რომ "მარსელს" "ვალანსიენთან" 2010 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული.

"გამარჯვება გამარჯვებაა და არ აქვს მნიშვნელობა, სამ ქულას ბრძოლით მოიპოვებ თუ ლამაზი და ლაღი თამაშით. ჩემპიონატი ძალიან დაძაბულია, ყველა ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დღეს სამივე ქულა ჩვენ დაგვრჩა. მთელი მატჩის მანძილზე დიდ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ მომენტების შექმნა გვიჭირდა. "ნანსისთან" წაგების შემდეგ აშკარად მოვუმატეთ და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე ჩავარდნა აღარ გვექნება," – განაცხადა "მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა ელი ბოპმა.

საოცარი ფინალი ჰქონდა "ტულუზი"-"ტრუას" შეხვედრას. მაყურებელმა მატჩის ბოლო 12 წუთში 4 გოლი იხილა. 78-ე და 83-ე წუთებზე სტუმრებმა ორი ბურთი გაიტანეს. თავისი მორიგი, უკვე მერვე ბურთი გაიტანა ვეტერანმა ბენჟამინ ნივემ, რომელმაც 88-ე წუთზე უკვე საკუთარი კარი დალაშქრა. იქამდე თავი ედენ ბენ ბასატმა გამოიჩინა – "ბრესტიდან" ნაყიდმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

დარიო ცვიტანიჩის გარეშე დარჩენილმა "ნიცამ" "ბასტიას" მოუგო. სტუმრებს გამარჯვება 16 წლის ნილ მოპემ მოუტანა, რომელმაც უკვე თავისი მესამე გოლი გაიტანა. შეხვედრის 61-ე წუთზე თინეიჯერმა ფეხბურთელმა ფაბრის აბრიელის პასი მიიღო და ზღვისპირელებს სამი ქულა მოუტანა.

ამ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა 20 წლის გრეგორი პუელს, რომელიც "ნიცას" მწვრთნელის, კლოდ პუელის შვილია. გრეგორიმ ერთ ეპიზოდში გამოიჩინა თავი, როდესაც ანტონი მოდესტეს დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

ტურის ცენტრალური მატჩი ბორდოში გაიმართა. "შაბან დალმაზე" მხოლოდ ერთმა გუნდმა ითამაშა და დიდი ანგარიშით მოიგო. "ლიონმა" "ბორდოს" შანსი არ დაუტოვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიბრუნა. აქამდე "ბორდოს" შინ ერთი მატჩი, ისიც "პარი სენ ჟერმენთან" (0:1), ჰქონდა წაგებული. ყველა დაძაბული და თანაბარი მატჩის მოლოდინში იყო, მაგრამ ნეიტრალურ ქომაგს იმედი გაუცრუვდა. კლემან გრენიემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი გეიდა ფოფანამ და ალექსანდრ ლაკაზეტმა გაიტანეს.

"ბორდომ" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, 4 გოლი კი 2012 წლის 12 თებერვლის შემდეგ პირველად გაუშვა. ისიც აღსანიშნავია, რომ მაშინ, "ლილთან" გამართულ შეხვედრაში, მიუხედავად საკუთარ კარში ოთხი ბურთის მიღებისა, "ბორდომ" ის მატჩი მოიგო (5:4).

ლიგა 1. XXV ტური

ლილი-რენი 2:0

გოლები: 1:0 მავინგა (24-საკ. კარში), 2:0 პაიე (61).

მარსელი-ვალანსიენი 1:0

გოლი: 1:0 ფანი (90).

ლორიანი-ევიანი 2:1

გოლები: 1:0 ალიადიერი (42-პენ), 2:0 მონე-პაკე (78), 2:1 ბეტაო (83).

მონპელიე-ნანსი 1:0

გოლი: 1:0 ერერა (34).

ბასტია-ნიცა 0:1

გოლი: 0:1 მოპეი (61).

ბრესტი-აიაჩო 1:1

გოლები: 1:0 რასპენტინო (12), 1:1 ოლიეჩი (70).

ტულუზი-ტრუა 2:2

გოლები: 0:1 იატარა (78), 0:2 ნივე (83), 1:2 ბენ ბასატი (87), 2:2 ნივე (88-საკ. კარში).

ბორდო-ლიონი 0:4

გოლები: 0:1 გრენიე (15), 0:2 ფოფანა (65), 0:3 გრენიე (73-პენ), 0:4 ლაკაზეტი (75)

რეიმსი-სტ. ეტიენი 1:1

გოლები: 0:1 ობამეიანი (10), 1:1 კურტე (76).

სოშო-პსჟ 3:2

გოლები: 0:1 ალექსი (29), 1:1 რუდე (36), 2:1 სიო (54), 2:2 სახო (76), 3:2 ბაკამბუ (83)

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 21 – იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 12 – ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 11 – ობამეიანი (სენტ ეტიენი); 10 – ალესანდრინი (რენი), ალიადიერი (ლორიანი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა