რატომ არჩია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პოლონური "ლეგია" რუსულ "კრილია სოვეტოვს"
ლადო დვალიშვილი ვარშავის "ლეგიაში" 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. "ლეგიას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

26 წლის დვალიშვილმა პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბის ყურადღება ვარშავის "პოლონიაში" კარგი თამაშით დაიმსახურა. სეზონი მეორე ვარშავურ კლუბში დაიწყო და 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა. თუმცა, იანვარში კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დატოვა.

პოლონური მედია ამტკიცებს, რომ "ლეგიას" მეპატრონეს ეს ტრანსფერი ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდა.

პარასკევ საღამოს დვალიშვილმა ახალ გუნდში პირველად ივარჯიშა, ჩვენ კი ვარშავაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- უპირველესად, პოპულარულ პოლონურ კლუბში გადასვლას გილოცავ.

- გმადლობთ. მართლაც კარგი კლუბია და მოხარული ვარ, ყველაფერი ასე რომ დამთავრდა და "ლეგიაში" ვითამაშებ.

- ქართველმა გულშემატკივარმა კარგად იცის ის ისტორია, რაც "პოლონიაში" გადაგხდა. "ლეგია" მაინც თუ არის ფინანსურად სტაბილური კლუბი?

- "ლეგიას" მსგავსი პრობლემა არ აწუხებს და საერთოდ, ყველანაირად მოწესრიგებული და ორგანიზებული კლუბია.

- გუნდში როგორ მიგიღეს?

- ახალ გუნდში სასიამოვნო გარემო დამხვდა - ძალიან თბილად და მეგობრულად მიმიღეს.

- საინტერესო იქნება შენი თვალით დანახული "ლეგია".

- ეს არის პოლონეთში ცნობილი კლუბი, რომელიც ამბიციებით გამოირჩევა.

- თუმცა ბოლო წლებში "ლეგია" ევროპაში წარმატებებს ვერ აღწევს.

- ამბიცია სულ აქვს, რომ აუცილებლად უნდა გახდეს პოლონეთის ჩემპიონი და ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე. ეს არის ჩემი დიდი სურვილიც, ლიგაზე კიდევ რომ ვითამაშო.

- "ლეგია" შენი ტრანსფერით ჯერ კიდევ შარშან დაინტერესდა, მაგრამ ასეთი მოლოდინის შემდეგ შენ მიმართ დიდი მოთხოვნებიც ექნებათ. ზოგს ეს პასუხისმგებლობა თრგუნავს.

- რა თქმა უნდა, ეს კარგად მესმის და ამისათვის მზად ვარ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ფეხბურთელს პასუხისმგებლობის არ უნდა ეშინოდეს. ლეგიონერს კი ყოველთვის გამორჩეულად მეტს სთხოვენ. ასე იყო "პოლონიაშიც".

"ლეგიაში" უფრო ძლიერი კონკურენტები მყავს. ჯერ მთავარი ამოცანაა, რომ ძირითადში დავმკვიდრდე. მაგრამ იმედია, თავის გამოჩენას ახალ კლუბშიც მოვახერხებ.

- როგორც ვიცით, "ლეგიასთან" ერთად, რუსეთის პრემიერლიგის "კრილია სოვეტოვიც" გიწვევდა. დღეს რუსეთში დიდი ხელფასის იმედად ვარსკვლავები მიდიან და შენ უარი რატომ თქვი?

- ამ ეტაპზე "ლეგია" ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო. იმანაც იმოქმედა, რომ პოლონეთს კარგად შევეწყვე, აქ ყველაფერი მომწონს და ამავე დროს, ვარშავის "ლეგია" არაფრით არის "კრილიაზე" ნაკლები კლუბი და საკუთარ ჩემპიონატს ლიდერობს. ასე რომ, აქ დარჩენა უფრო სასურველად მივიჩნიე.

- ეტყობა, "ლეგიამ" კარგი პირობებიც შემოგთავაზა.

- ჩვეულებრივი.

- პოლონური მედია დარწმუნებული იყო, რომ პოზნანის "ლეხში" გადახვიდოდი.

- პოლონეთში "ლეგია" საუკეთესო კლუბია და ჩემი არჩევანი ბუნებრივია - საუკეთესო ვარიანტი ვამჯობინე.

- "პოლონიას" თურქული შეკრება ნაადრევად დატოვე, პოლონეთში კი სეზონი მალე იწყება და ფორმაში თუ ხარ?

- თურქეთში გუნდთან ერთად ჩვეულებრივად ვემზადებოდი. ინდივიდუალურად მხოლოდ ბოლო კვირა ვვარჯიშობდი, თანაც, ერთი დღეც არ ჩამიგდია.

- გვითხრეს, რომ "პოლონიაში" ბოლო ოთხი თვე ხელფასს ვერ იღებდი. ასე უცხოეთში როგორ ცხოვრობდი?

- "პოლონიაში" დავალიანება გამისტუმრეს, კონფლიქტი ამოიწურა და გუნდს და მის პრეზიდენტს კარგად დავემშვიდობე.

- რატომ შეარჩიე მაინცდამაინც 13-ნომრიანი მაისურა?

- უბრალოდ, თავისუფალი იყო და ავიღე. თანაც, ცრუმორწმუნე არ ვარ.

- შენთან დაკავშირებით სულ ეს კითხვა მაქვს - აბსოლუტურად ყველა კლუბში კარგად თამაშობ, მაგრამ მეჩვენება, რომ ნაკრებში შებოჭილი, დაძაბული ხარ და შესაძლებლობებს ვერ ავლენ - იმედია, მალე ნაკრებშიც გაიხსნები.

- ეს ფაქტი ყველაზე მეტად გულს მე მწყვეტს, მაგრამ საკუთარი თავის მჯერა და იმედია, მალე ყველაფერს გამოვასწორებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლადო დვალიშვილი "ლეგიაში" წარადგინეს [ფოტო]

ლეგიონერები: ვლადიმერ დვალიშვილი პოლონეთში გოლით გამოირჩა [VIDEO]

zveli gulshematkivari
წარმატებები ლადოს. ნაკრებში თუ თავის შესაძლებლობებს ვერ ავლენს, ეს მარტო ლადოს ბრალი არ არის. დროზე გახსანა და სხვა საფეხბურთო დეტალები ამ კაცს არ ეშლება, მაგრამ ვინ უნდა მოამარაგოს გადაცემებით? აი ესაა საკითხავი. მე მჯერა, როდესაც ყენო აკრიფავს სასურველ ფორმას, ლადოც გამოჩნდება ნაკრებში როგორც თავდამსხმელი.
dato
რომელ კლუბში ითამაშა მაგრად?! წესეირ მეტოქეს რომელს გაუტანა, გინდა ისრაელში გინდა მანდ, ამისთანა თავდამსხმელი ვედრო მანეთად გვყავს ჩვენს ჩემპიონატშიც!!!
Walkabout
ეგ კითხვა საქართველოში საერთოდ არ უნდა ისმებოდეს თუ რატომ ჯობია რუსულ კლუბებში თამაშს სხვა ქვეყნის კლუბებში თამაში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"