მთლიანობაში ცინცაძემ 8 ქულა დააგროვა, რასაც 4 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ცინცაძის გუნდმა უკრაინის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა.

კიეველებმა პრინციპული და ამბიციური მეტოქე სტუმრად, ზაპოროჟიეში დაამარცხეს. "ბუდიველნიკმა" შესანიშნავად ითამაშა და აქამდე, კარგა ხნის მანძილზე უკრაინის ჩემპიონატის ლიდერი "ფერო" 75:68 დაამარცხა.

კიეველთაგან 10-ქულიან ზღვარს ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია, რომელთა შორისაც ქართველი გამთამაშებელი არ ყოფილა.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22,43 წუთი დაჰყო. საქართველოს ნაკრების წევრმა 9-იდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში ცინცაძემ 8 ქულა დააგროვა, რასაც 4 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. კიეველებს, ტრადიციულად, ამერიკელმა ლეო ლაიონსმა ულიდერმა, რომელმაც 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

23 მოგებითა და 7 მარცხით "ბუდიველნიკი" უკრაინის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო ტურში, 22 თებერვალს, ცინცაძის გუნდი "კრივბასს" უმასპინძლებს.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"