ქართველმა მოჭადრაკეებმა ბოლო ტურში "ბას ბელგრადი" დაამარცხეს

ქალთა 14 და ვაჟთა 49 გუნდის მონაწილეობით პლოვდივში მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დამთავრდა დამთავრდა. მანდლოსნებში შარშანდელი შეჯიბრების მესამე პრიზიორმა თბილისის "სამაიამ", რომელიც ბულგარეთში ამჯერადაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით გაემგზავრა, ბოლო ტურში სერბეთის "ბას ბელგრადი" დაამარცხა - 2,5:1,5: მეორე დაფაზე სალომე მელიამ (2439) ირინა ჩელუშკინას (2325) აჯობა, რითაც სამი კვირის წინ ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე წაგებისთვის რევანში აიღო.

ლელა ჯავახიშვილი (2451)-ინა გაპონენკო (2469), ნინო ხურციძე (2439)-ტატიანა ვასილევიჩი (2399), ლილია დრლევიჩი (2273)-ბელა ხოტენაშვილი (2464) კი დაზავდნენ (საგულისხმოა, რომ ოლიმპიადაზე სერბებმაც ასეთივე ანგარიშით გვძლიეს).

ამდენად, შვიდტურიანი სპრინტერული დისტანციის შემდეგ 10 (19,0) ქულით პირველი ადგილი "მონტე კარლომ" დაიკავა, რომელიც მესამედ ავიდა საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. ამდენივე ქულა მოაგროვა "პეტერბურგმა", მაგრამ დამატებით (18) მაჩვენებლებით რუსებს ვერცხლის მედალი ხვდათ. 9-9 ქულით მესამე-მეექვსე ადგილებზე გავიდნენ "მიკა" (18), "გიპრორეჩტრანსი" (17,5), AVS (15,5) და "სამაია" (14).

ვაჟებში 13 (18,5) ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები რუსეთის "ეკონომისტს" ხვდა. 11 ქულა ერთბაშად ოთხმა გუნდმა მოაგროვა. დამატებით მაჩვენებლებით მეორე ადგილზე "იუგრა" (რუსეთი, 27,5) გავიდა, მესამე ადგილი ბაადურ ჯობავას "ჩერნიგივს" (25,5) ერგო. ტურნირის რეიტინგფავორიტი - აზერბაიჯანის "სოკარი" (27) მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე