საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატში თითქმის ყველა უძლიერესი გამოვიდა

გასულ უქმეებზე ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დასრულდა ჩოგბურთელთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი (მთავარი მსაჯი ედუარდ კამალოვი) რომელშიც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა უძლიერესმა სპორტსმენმა იასპარეზა.

ქალებში, როგორც გაუწყეთ, ფინალამდე დათმო ტიტული შარშანდელმა ჩემპიონმა სოფიო შაფათავამ. იგი ტურნირზე მესამე ნომრად განთესილ ეკატერინე გორგოძესთან დამარცხდა. ეს უკანასკნელი გადამწყვეტ პაექრობაში თათია მიქაძეს დაუპირისპირდა. პირველი სეტი დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ მიქაძემ მოიგო - 7:5, მეორეში გორგოძემ იყოჩაღა - 6:4, თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო და მესამე ხელი 3:6 დათმო, რითაც ვერცხლს დასჯერდა. ოქრო, ცხადია, მიქაძეს ერგო. თათიამ ამ ცოტა ხნის წინათ თბილისში ბათუმის ნავთობტერმინალის პირველობაც მოიგო წყვილებში სოფიო შაფათავასთან ერთად, ერთეულებში კი ფინალი წააგო მაკა ჩახნაშვილთან. რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის პაექრობას, შაფათავა სათამაშოდ არ გამოცხადდა და ბრინჯაო დიანა დავითაიას უბრძოლველად დარჩა.

ვაჟთა ნახევარფინალში საქართველოს 2009 წლის ჩემპიონი გიორგი ცივაძე იოლად გაუსწორდა ზურაბ ზედანიას - 6:0, 6:0, მეორე ნომრად განთესილმა ნოდარ ითონიშვილმა კი გიორგი ჯავახიშვილი დაჯაბნა 6:4, 6:2. გადამწყვეტ პაექრობაში მხოლოდ პირველი ხელი აღმოჩნდა დაძაბული, რომელიც ითონიშვილმა 7:6 მოიგო, ქვეყნის ჩემპიონზე ამან ცივი შხაპივით იმოქმედა. მეორე-მესამე სეტებში იგი აშკარად ჯობდა მეტოქეს, გაიმარჯვა კიდეც 6:1, 6:3 და ტიტული შეინარჩუნა. მესამე ადგილზე ზედანიას მძლეველი (6:3, 6:3) ჯავახიშვილი გავიდა.

ჩემპიონები და პრიზიორები მედლებითა და თასებით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა დააჯილდოვა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს