ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"არსენალი": ნდობა საზღვრებს გარეშე

"არსენალი": ნდობა საზღვრებს გარეშე

"არსენალი" არსენ ვენგერს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს!
"არსენალის" ფანებმა ასოციაციის თასის მე-5 ეტაპზე "ბლექბერნთან" მარცხით კიდევ ერთი შოკი მიიღეს. ბრიტანული პრესა "მეთოფეთა" დამრიგებლის, არსენ ვენგერის შესაძლო მემკვიდრეებზე ალაპარაკდა და ამ დროს აღმოჩნდა, რომ... კლუბი მასთან ხელშეკრულების 2016 წლამდე გაგრძელებას აპირებს.

მოქმედი ხელშეკრულება 63 წლის სპეციალისტს 1,5 წელიწადში უმთავრდება. ბოსებს მიაჩნიათ, რომ ფინანსური "ფეარ პლეის" ამოქმედების შემდეგ ფრანგის ხელმძღვანელობით გუნდი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარე სეზონის ბოლომდე დასრულდეს.

ცხადია, თავად ვენგერს ამის საწინააღმდეგო არაფერი ექნება. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა უბრალო გულშემატკივრები 23 თებერვალს "ასტონ ვილასთან" შეხვედრისას ტრიბუნებზე ვენგერის წასვლის მოთხოვნით ბანერების გადმოფენას აპირებენ. მათთვის შეურაცხმყოფელია ის, რაც მათი სათაყვანებელი გუნდის თავს ხდება. გუნდმა "ბლექბერნთან" ორი ანტირეკორდი დაამყარა: 1. "არსენალმა" 1997 წლის შემდეგ პირველად წააგო თასზე საშინაო სათასო შეხვედრა. უკანასკნელად ამის გაკეთება "ლიდსმა" მოახერხა; 2. 1995 წლის იანვრის შემდეგ, ესე იგი, პირველად ვენგერის ხელმძღვანელობით, "არსენალი" არაპრემიერლიგელთან დამარცხდა საკუთარ არენაზე. სტატისტიკის თანახმად, 2005 წლიდან მოყოლებული, ვენგერს თეორიულად 31 ტიტულის მოგება შეეძლო, მაგრამ...

"დეილი მეილის" ცნობით, არსენმა ასოციაციის თასიდან გამოვარდნის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებთან 45-წუთიანი შეხვედრა მოაწყო. გამოცემის მტკიცებით, ვოიცეხ შჩესნის "ემირიტსიდან" აბარგება მოუწევს, რადგან მისი ბავშვური შეცდომები თანდათან უფრო აუტანელი ხდება. პოლონელის შესაძლო მემკვიდრეთა შორის ასახელებენ მიხელ ვორმს (29 წელი, "სუონსი"), სიმონ მინიოლესა (24 წლის, "სანდერლენდი") და ასმირ ბეგოვიჩს (25 წლის, "სტოკ სიტი").

"მეთოფეებს", მეკარის გარდა, სხვა პოზიციების გაძლიერებაც მოუწევთ. "ტელეგრაფის" გვერდებზე ვკითხულობთ, რომ კლუბი მთავარ მწვრთნელს ზაფხულზე მინიმუმ 70 მილიონ ფუნტს გამოუყოფს, იმის მიუხედავად, მოახერხებს თუ არა "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაში გასვლას.

პრესა არსენალის წინააღმდეგ

ახლა კი უკომენტაროდ გთავაზობთ ციტატებს წამყვან ინგლისურ გაზეთებში გამოქვეყნებული მასალებიდან. ჩვენი კოლეგები არსენ ვენგერს დაუნდობლად აკრიტიკებენ:

ჰენრი უინტერი (ტელეგრაფი): "არსენალი" შვაინშტაიგერს უნდა უფრთხოდეს, რადგან ახლა ის ნახევარდაცვის ნამდვილი გმირია. მას ლონდონურ კლუბებთან თავისი ანგარიშები აქვს გასასწორებელი. შარშან, მაისში, ის ფრენკ ლამპარდმა დაატერორა, რამაც მას თავმოყვარეობა შეულახა. ახლა ის ნელ-ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიუძღვის თავის გუნდს "უემბლიზე" გასამართი ფინალისკენ. 2010 წელს ვისაც ნაკრებში მის წინააღმდეგ უთამაშია, ყველა მოწიწებით ლაპარაკობს მასზე".

ენდი დანი (მირორი): "დაწერეთ ეს დიდი ასოებით: "არსენალი" - ეს სუსტების გუნდია. ფეხბურთელები ცალ-ცალკე და მთლიანად გუნდი უნებისყოფონი არიან. "არსენალი" სუსტია სატრანსფერო ბაზარზე და სუსტია მოედანზე. როცა ალექს ფერგიუსონმა ვენგერი ტელეფონზე საუბრისას დაარწმუნა, რომ ვან პერსი მისთვის მიეყიდა, არსენიც ზუსტად მაშინ გადაიქცა უნებისყოფო მენეჯერად".

დომინიკ ფაიფილდი (გარდიანი): "არსენ ვენგერი თავის დემორალიზებულ ფეხბურთელებს მოუწოდებს, ნებისყოფა გამოიჩინონ ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ. შესაძლოა, "არსენალი" ზუსტად ახლაა ყველაზე ცუდად მომზადებული ბუნდესლიგის ლიდერთან საბრძოლველად. საშინაო არენის მხარდაჭერა გუნდმა მაშინ დაკარგა, როცა გულშემატკივარმა გუნდი გასახდელში გამაყრუებელი სტვენით გააცილა. უტიტულოდ სეზონის დამთავრების ერთადერთი საეჭვო იმედი ახლა სწორედ ევროპაში თამაშზეა დამოკიდებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ასოციაციის თასი: მასობრივი არეულობის აღსაკვეთად სპეცდანაყოფი გამოიძახეს [VIDEO]

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში

"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან

უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს

ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა

არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა

მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა

სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა