რაონიჩის ამერიკული ჰეთ თრიკი
გასულ კვირას ქალთა და მამაკაცთა პროფესიულ ტურში ოთხი ტურნირი გაიმართა. მათგან ორის შესახებ უკვე გიამბეთ - დოჰაში ვიქტორია აზარენკამ გაიმარჯვა, სან პაულუში კი, დიდ ჩოგბურთში დაბრუნების შემდეგ, პირველი ტიტული მოიგო რაფაელ ნადალმა.

ამ ორი შეჯიბრის გარდა, წინა კვირას მამაკაცთა ორ ტურნირს როტერდამი და სან ხოსე მასპინძლობდნენ.

ჰოლანდიაში გასულ წელს როჯერ ფედერერმა გაიმარჯვა და ამჯერად მას ტიტულის დაცვა ჰქონდა განზრახული, მაგრამ ორი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ შვეიცარიელმა მოულოდნელად წააგო მეოთხედფინალი ფრანგ ჟულიენ ბენეტოსთან. ეს უკანასკნელი დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ფედერერთან ყოველთვის კარგად თამაშობს: 2009 წელს მოუგო პარიზის მასტერსზე, 2012 წლის უიმბლდონზე კი სეტებში 2:0-ს უგებდა. ორი ბურთი აშორებდა საბოლოო გამარჯვებამდე, მაგრამ დამარცხდა.

როტერდამში ბენეტომ ორ სეტში მოუგო თანამედროვე ჩოგბურთის ლეგენდას - 6:3, 7:5. როჯერმა განაცხადა, რომ ავსტრალიის ღიას შემდეგ ბევრი არ უვარჯიშია, თუმცა არც ფრანგის კარგი თამაშის აღნიშვნა დავიწყებია.

სატურნირო ბადეში როჯერ ფედერერის მხარეს ასევე მოულოდნელად წააგო ჟო-ვილფრიდ ცონგამ. ასე რომ, ბენეტოს ფინალისკენ გზა ხსნილი ჰქონდა და ნახევარფინალში თანამემამულე ჟილ სიმონი დაამარცხა - 6:4, 7:6(2). რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა ბრძოლა მოახვია თავს ხუან-მარტინ დელ პოტროს, მაგრამ მთავარ მატჩში მაინც არგენტინელი გავიდა - 6:4, 6:4.

ბენეტოს აქამდე ATP-ის ტურში შვიდიდან შვიდი ფინალი ჰქონდა წაგებული და ნავსი ვერც ამჯერად გატეხა. თითქმის თანაბარ გადამწყვეტ მატჩში დელ პოტრომ ერთით მეტი ბრეიკი გააკეთა და 7:6(2), 6:3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ორივე ჩოგბურთელმა ჯამში 27 ეისი შეასრულა.

სან ხოსეში კი დაიწყო ღია ჰარდზე ამერიკული ტურნირების სერია. ჩოგბურთის მოყვარულთა ყურადღება თანდათან ჩრდილოეთ ამერიკაში გადაინაცვლებს, რადგან სწორედ იქ გაიმართება ორი უახლოესი დიდი ტურნირი - ინდიან უელსისა და მაიამის მასტერსები.

თუმცა მთავარი ვარსკვლავები ჯერ ისევ ევროპაში არიან და ამიტომაც სან ხოსეში საკმაოდ მოკრძალებული შემადგენლობა შეიკრიბა.

რა თქმა უნდა, სატურნირო ბადის ძირითად ნაწილს ამერიკელები შეადგენდნენ. მათ ემატებოდა ტურნირის ორგზის მოქმედი ჩემპიონი, კანადელი მილოშ რაონიჩი. ამ უძველესი ტურნირის (1889 წელს არის დაარსებული) ერთ-ერთი გამორჩეული თავისებურება ის არის, რომ ყველა მატჩი ერთ კორტზე ტარდება.

მოქმედი ჩემპიონი ყოველგვარი გართულების გარეშე გავიდა ფინალში. ნახევარფინალში რაონიჩმა სემ კუერის 12 ეისის დახმარებით 6:4, 6:2 მოუგო. საინტერესოა, რომ მეორე ნახევარფინალი ტომი ჰაასსა და ჯონ ისნერს შორის ასევე ზუსტად ერთი საათი გაგრძელდა და ჰაასმა 6:3, 6:4 გაიმარჯვა.

გადამწყვეტ მატჩში რაონიჩმა ჰეთ თრიკი გაიფორმა (ტიტულები 2011-13 წლებში) - 6:4, 6:3 მოიგო ფინალი. მილოში ბრწყინვალედ აწვდიდა და 19 ეისი შეასრულა. აგრეთვე პირველ მოწოდებაზე ქულების 90 პროცენტი აიღო. ჰაასმა ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ მოიპოვა.

SAP Open

სან ხოსე (აშშ). ჰარდი

ფინალი

მილოშ რაონიჩი (კან, 1)-ტომი ჰაასი (გერ, 4) 6:4, 6:3.

Tennis Championship

როტერდამი (ჰოლანდია). ჰარდი

ფინალი

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 2)-ჟულიენ ბენეტო (საფ) 7:6(2), 6:3.

რეიტინგი: ახალი პირველი ნომერი და მცირე ცვლილებები

ამერიკელი სერენა უილიამსი კარიერაში მეექვსედ გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. ახალი რეიტინგის თანახმად, უმცროსმა უილიამსმა უკან ჩამოიტოვა ბელორუსი ვიქტორია აზარენკა, რომელთანაც კვირას დოჰას ტურნირის ფინალი დათმო.

გარდა ამისა, WTA-ს კლასიფიკაციის საუკეთესო ოცეულში ორი ცვლილება მოხდა. ამერიკელმა სლოან სტივენსმა იტალიელ რობერტა ვინჩის გაუსწრო, რუსმა ეკატერინა მაკაროვამ კი გერმანელ იულია გორგესს გაუცვალა ადგილი.

ATP-ის რეიტინგის TOP20-ში დაბრუნდა მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი. კლასიფიკაციის ახალი ვერსიის თანახმად, გერმანელმა ჩოგბურთელმა 22-ედან მე-18 პოზიციაზე გადაინაცვლა.

კანადელმა მილოშ რაონიჩმა, სან ხოსეში ტიტულის დაცვის მიუხედავად, ერთი საფეხურით უკან დაიწია და წინ გაუშვა ფრანგი ჟილ სიმონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვიკა პირველია, სერენაც

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა