ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება "ჩიკაგო", რომელიც ჰოკეის ეროვნული ლიგის რეკორდს მიუახლოვდა
"ბლეკ ჰოქსმა" ახალი სეზონის საწყის 15 მატჩში მინიმუმ ერთი ქულის დაგროვება მოახერხა. აქამდე ისტორიაში უკეთესი შედეგი სტარტზე ორი გუნდს ჰქონდა - "ედმონტონსა" და "ანაჰაიმს", რომლებმაც ზედიზედ 16 მატჩში შეძლეს ქულის მოპოვება. კიდევ ერთი წარმატებული მატჩი და "ჩიკაგო" ამ გუნდებს გაუთანაბრდება.

ჩიკაგოელებმა შინ მიიღეს სტენლის თასის მოქმედი მფლობელი "ლოს ანჯელეს კინგზი" და მეკარე რეი ემერის ბრწყინვალე თამაშის წყალობით პირველი ორი პერიოდი "მშრალად" შეინახეს საკუთარი კარი. მართალია, მესამე პერიოდში "ლოს ანჯელესმა" ორჯერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ "მეფეებმა" მეტის გაკეთება ვერ შეძლეს და ახლა ყველა "ბლეკ ჰოქსის" რეკორდს ელოდება.

ამერიკაში ჰოკეის დღე სრულდებოდა "რეინჯერსისა" და "ვაშინგტონის" მატჩით, რომელშიც მასპინძლებს 40 დარტყმა დასჭირდათ ახალგაზრდა ბრეიდენ ჰოლტბის კარის ასაღებად. თავი გამოიჩინეს ჰაგელინმა და სტეპანმა, რითაც "ნიუ იორკმა" ბოლო ხუთ მატჩში მეოთხე გამარჯვებას მიაღწია და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. "ვაშინგტონი" კვლავ აღმოსავლეთის ბოლო ადგილზეა.

"ბოსტონმა", რომელმაც სტუმრად 3:2 მოუგო "ვინიპეგს", დაიბრუნა ლიდერობა საკუთარ დივიზიონში - გაუსწრო "მონრეალს". "დათვების" მხრიდან გადამწყვეტი გოლი რიცხობრივ უპირატესობაში მარჩანდმა გაიტანა. "ვინიპეგი" საკუთარ კონფერენციაში მე-14 პოზიციაზეა.

რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა დასავლეთში. მაგალითად, მოულოდნელად კარგი შეხვედრა ჩაატარა "მინესოტამ", რომელიც შინ იღებდა "დეტროიტს". მეორე პერიოდის სტარტისთვის "ველურები" 0:2-ს აგებდნენ ბრუნერისა და დაციუკის გოლების შემდეგ, მაგრამ ჩემპიონატის ერთ-ერთმა ყველაზე სუსტმა შეტევამ გამონახა თავის თავში ძალა და წინ გასვლა მოახერხა - 3:2.

აღვნიშნავთ დენი ჰიტლის პირველ შაიბას ბოლო ათ მატჩში. გამარჯვების გოლი კი ტორი მიტჩელმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს იყო პირველი შაიბა სეზონში და "უაილდი" დაეწია გათამაშების ცხრილში "დეტროიტს". ეს გუნდები მეცხრე ადგილს იყოფენ.

ბოლო ადგილი დატოვა "კალგარიმ", რადგან ამ გუნდმა ხასიათი გამოავლინა "დალასთან" მატჩში - 4:3 გაიმარჯვა. "ფლეიმზმა" გახსნა ანგარიში, მაგრამ მეორე პერიოდში სამი უპასუხო შაიბა მიიღო და ახლოს იყო წაგებასთან. ყველაფერი ბოლო 20-წუთეულში შეიცვალა, როცა ჰორაკმა, სტაიანმა და ბეგინმა თავიანთი პირველი შაიბები გაიტანეს და "კალგარის" ორი ქულის მოპოვებაში დაეხმარნენ. პლეი ოფის ზონამდე ამ გუნდებს სამ-სამი ქულა აკლიათ.

დღის ბოლო მატჩში "ვანკუვერი" საკუთარ მოედანზე იღებდა "სენტ ლუისს" და 3:4 ბულიტების სერიაში წააგო. მარცხის მიუხედავად, "კენაქსში" გახარებულნი უნდა იყვნენ რაიან კესლერის დაბრუნებით, რომელმაც თავის მეორე მატჩში შეძლო პირველი შაიბის გატანა. "სენტ ლუისი" კი მცირე კრიზისის შემდეგ თანდათან გონს მოდის. ამ გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და დასავლეთში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ბაფალო-პიტსბურგი 3:4

1:2, 1:0, 1:2

გოლები: 0:1 დუპუი-6 (ორპიკი-2, კუნიტცი-12), 0:2 კროსბი-7, 1:2 ჰოჯსონი-7 (ერჰოფი-7, ვანეკი-13), 2:2 ვანეკი-12 (ერჰოფი-8, ენისი-8), 3:2 ოტი-3 (გერბე-2, ჰეხტი-5), 3:3 დუპუი-7 (ლეტანგი-8, კროსბი-16), 3:4 მარტინი-2 (კროსბი-17, დუპუი-5).

ჩიკაგო-ლოს ანჯელესი 3:2

2:0, 1:0, 0:2

გოლები: 1:0 სიბრუკი-2 (კიტი-7, ფროლიკი-2), 0:2 ტეივზი-7 (კიტი-8, სიბრუკი-6), 3:0 შარპი-3 (ტეივზი-8, ოდუია-4), 3:1 მ. რიჩარდსი-3 (კოპიტარი-5, დაუტი-5), 3:2 მ. რიჩარდსი-4 (დაუტი-6, ჯასტინ უილიამსი-5).

რეინჯერსი-ვაშინგტონი 2:1

0:1, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 ჯ. კარლსონი-2 (რიბეირო-13, ფერი-3), 1:1 ჰაგელინი-6 (მაკდონაჰი-3, ნეში-9), 2:1 სტეპანი-3 (დელ ზოტო-5, ბ. რიჩარდსი-9).

მინესოტა-დეტროიტი 3:2

0:1, 3:1, 0:0

გოლები: 0:1 ბრუნერი-7 (დაციუკი-9, ზეტერბერგი-14), 0:2 დაციუკი-7 (ზეტერბერგი-15, ლაშოფი-1), 1:2 ჰიტლი-5 (მ. კოივუ-9, პარიზე-5), 2:2 ზუკერი-1, 3:2 ტ. მიტჩელი-1 (გრანლუნდი-5).

დალასი-კალგარი 3:4

0:1, 3:0, 0:3

გოლები: 0:1 კამალერი-4 (ტანგეი-8, ვიდემანი-7), 1:1 რუსელი-3 (იკინი-7, რაიდერი-5), 2:1 რ. სმიტი-2 (როი-8, ლ. ერიქსონი-5), 3:1 გარბუტი-3 (რობიდასი-6), 3:2 ჰორაკი-1 (ბოუმისტერი-4, ჩერვენკა-4), 3:3 სტაიანი-1 (სტემპნიაკი-5, გლენკროსი-3), 3:4 ბეგინი-1 (ბატლერი-1, კომო-2).

ვინიპეგი-ბოსტონი 2:3

0:0, 2:2, 0:1

გოლები: 1:0 ბურმისტროვი-2 (ბოგოსიანი-1, რედმონდი-3), 1:1 სეგუინი-3 (ხარა-4, პ. ბერჟერონი-6), 2:1 ე. კეინი-4 (ანტროპოვი-3, ბურმისტროვი-2), 2:2 პეი-2 (ბოიჩუკი-2, კელი-4), 2:3 მარჩანდი-8 (პ. ბერჟერონი-7, კ. ბურკი-2).

ვანკუვერი-სტ. ლუისი 3:4 (ბ)

2:1, 0:1, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 კესლერი-1 (დ. სედინი-9, ჰ. სედინი-11), 1:1 ოში-5 (ბეკსი-9, პერონი-7), 2:1 ჰ. სედინი-1 (ბაროუზი-4, ედლერი-7), 2:2 ენდი მაკდონალდი-3 (ტარასენკო-6, ჯეკმენი-2), 2:3 ბერგლუნდი-8 (სობოტკა-4, კ. სტიუარტი-5), 3:3 რეიმონდი-5.

ბულიტები გაიტანეს: ოში (სტ. ლუისი), ენდი მაკდონალდი (სტ. ლუისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ბევრი იაგრი

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა