რუსეთისა და უკრაინის გაერთიანებული ჩემპიონატის მონაწილეები წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს მიიღებენ
რუსეთისა და უკრაინის გაერთიანებული ჩემპიონატის მონაწილეები წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს მიიღებენ.

ამის შესახებ ამბობს ვალერი გაზაევი, რომელიც მომავალი ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელია. ორგკომიტეტის ჩანაფიქრით, ლიგა ამ თანხას სპონსორებისგან, აგრეთვე, მატჩების ტელეტრანსლაციის უფლებების გაყიდვიდან მიიღებს.

ჩემპიონატის ბიუჯეტი 1.34 მილიარდი ევრო იქნება. "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა, რომელიც გაერთიანებული პირველობის შექმნის ინიციატორად მიიჩნევა, ჟურნაისტებს განუცხადა, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდის შესაბამისი იქნება.

პირველი გაერთიანებული ჩემპიონატის გამართვა 2014-15 წლების სეზონში იგეგმება. პირველობისთვის იბრძოლებენ ცხრა რუსული და ცხრა უკრაინული კლუბი. 18 თებერვალს გაიმართა ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსეთის პრემიერლიგის 14 კლუბისა და უკრაინის "ტავრიას" წარმომადგენლებმა.

ორგანიზატორების ჩანაფიქრით, უმაღლესი დივიზიონის საპრიზო ფონდი 800 მილიონი დოლარი იქნება. კიდევ 200 მილიონს პირველი დივიზიონის გუნდები მიიღებენ. ტურნირში მონაწილეობისთვის თითოეული გუნდი მიიღებს 22 მილიონ დოლარს, 370 ათას დოლარს გადაიხდიან თითო მატჩის მოგებისთვის, 120 ათასს - ფრისთვის. ჩემპიონი მიიღებს 92 მილიონ დოლარს, მეორეადგილოსანი - 74 მილიონს.

გაერთიანებული ჩემპიონატის შექმნის იდეა (თავდაპირველად ლაპარაკობდნენ დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონატზე) არაერთხელ გააკრიტიკეს. კერძოდ, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ აუკრძალა თავის კლუბებს ტურნირში მონაწილეობა. დსთ-ის ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგი წავიდა ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზეპ ბლატერმა დსთ-ის ჩემპიონატი აკრძალა

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...