დონ იუპი "შალკეში" რეალურია, იდეა ბეკენბაუერსაც მოსწონს
ვწერდით, რომ "ბილდის" ინფორმაციით, "შალკეს" ხელმძღვანელები "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესს უმიზნებენ და მიუხედავად იმისა, რომ 67 წლის სპეციალისტს მთელი საფეხბურთო გერმანია პენსიაზე გასვლას უწინასწარმეტყველებს, გელზენკირხენელები "დონ იუპისთვის" ახლო მომავალში კონკრეტულ წინადადებას ამზადებენ. მას მერე, რაც გაირკვა, რომ რეკორდმაისტერს ზაფხულიდან ხოსეპ გვარდიოლა მიხედავს, ყველა დარწმუნებულია, რომ იუპი პენსიაზე გავა, მაგრამ თავად ჰაინკესს ასეთი რამ არ უთქვამს!

"შალკეში" შესაძლო დანიშვნის შესახებ ჰაინკესმა კომენტარი 19 თებერვალს ლონდონში, "არსენალთან" მატჩის წინ გააკეთა: "საკმარისად გამოცდილი ვარ იმისათვის, რომ ასეთ ცნობებს მშვიდად შევხვდე. ჩემთვის სიურპრიზს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კლუბში, რომლის ხელმძღვანელებსაც მომავალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელი ჰყავთ საპოვნელი, ჩემს გვარს ახსენებენ. თუ "შალკე" მართლაც დაინტერესებულია ჩემი სამსახურით, ალბათ იმიტომ, რომ ყველა ხედავს, როგორ ვმუშაობ "ბაიერნში". ჩემი სამწვრთნელო კარიერის მომავლის შესახებ კონკრეტულ კომენტარს სეზონის ბოლოს გავაკეთებ," - უთხრა იუპმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

იმ დროს, როცა "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესს ჰაინკესის "შალკეში" შესაძლო დანიშვნა ხუმრობა ეგონა, რეკორდმაისტერის საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი იუპის გელზენკირხენში გადასვლის იდეით აღფრთოვანებულია. "ძალიან მინდა, რომ ჰაინკესი დიდ ფეხბურთში დარჩეს. მნიშვნელობა არა აქვს, მწვრთნელი იქნება თუ სხვა თანამდებობაზე დასაქმდება - იუპი ჯერ არაა საპენსიო ასაკში. დარწმუნებული ვარ, რომ სადაც უნდა წავიდეს, წარმატებებს მიაღწევს," - აღნიშნა 19 თებერვალს "კაიზერ-ფრანცმა".

"ბილდის" ცნობით, "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი ჰაინკესთან შეხვედრას ახლო მომავალში გეგმავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იუპ ჰაინკესი: ჩვენი მაღალი დონე კვლავ დავამტკიცეთ [VIDEO]

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე