ამბობენ, მარიოს ლევანდოვსკიში გაცვლიანო; "ატლეტიკოც" დაინტერესებულია
თუ "ბაიერნი" რობერტ ლევანდოვსკის მართლაც გადაიბირებს (ამაში კი ეჭვი თითქმის აღარავის ეპარება), საინტერესოა, რა ელის მარიო გომესს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ჯდომის პერსპექტივას, დარწმუნებულები ვართ, არ შეეგუება. ლევერკუზენის "ბაიერის" გენერალური მენეჯერის, ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერის თქმით, ბავარიელები სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ გომესი "დორტმუნდს" შესთავაზონ.

"ჩემი ინფორმაციით, "ბაიერნი" "ბორუსიას" ლევანდოვსკის გომესში გაცვლას შესთავაზებს. რაკი გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ მიუნხენელები რობერტს უკვე ყველაფერზე შეუთანხმდნენ, "დორტმუნდი" შებოჭილია და გარიგებაზე უარის თქმა გაუჭირდება. ახლა საინტერესო ისაა, რამდენად მოსწონს "ბორუსიას" იურგენ კლოპს გომესი," - უთხრა ჰოლცჰოიზერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ამრიგად, გამორიცხული არაა, რომ 27 წლის მარიო სწორედ "დორტმუნდში" აღმოჩნდეს, თუმცა მას სხვა ვარიანტებიც ექნება. უახლესი ინფორმაციით, გომესის გადაბირებით მადრიდის "ატლეტიკოც" დაინტერესებულია. ეს ცნობა ესპანურმა გაზეთმა AS-მა გაავრცელა. მადრიდელებს გერმანიის ნაკრების გოლეადორი რადამელ ფალკაოს შემცვლელად ესახებათ. როგორც იცით, ფალკაოს მთხოვნელთა უდიდესი რიგი უდგას - მის გადაბირებას "რეალი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ცდილობენ და ფაქტია, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდს "ატლეტიკოში" დიდხანს აღარავინ გააჩერებს.

დორტმუნდში გომესს გომისი ურჩევნიათ?

ამასობაში გერმანული პრესა იმასაც იუწყება, რომ დორტმუნდელთა თავკაც იურგენ კლოპს ლევანდოვსკის შემცვლელად არა მარიო გომესი, არამედ საფრანგეთის ნაკრებისა და "ლიონის" თავდამსხმელი ბაფეტიმბი გომისი ესახება. 27 წლის გომისი იურგენის ტაქტიკურ სქემაში იდეალურად ჯდება, რადგან რობუსტულია, კარგი დარტყმა აქვს, პასის გაკეთებაც შეუძლია და შესანიშნავად თამაშობს თავით. ამასთან, მას თავისი შესაძლებლობები მრავალგზის დამტკიცებული აქვს - ზედიზედ მეშვიდე წელია, სეზონში ათზე მეტ გოლს იტანს.

გომისს "ლიონთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 12 მილიონ ევროდაა შეფასებული. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დორტმუნდელები გომისის გარდა, ედინ ჯეკოზე (მანჩესტერ სიტი), შტეფან კისლინგსა (ლევერკუზენი) და მამე დიუფზეც (ჰანოვერი) ფიქრობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მოსალოდნელი ტრანსფერი: კლოპმა კისლინგი მოითხოვა

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?