ლუიშ ნანიმ "იუნაიტედს" ასოციაციის თასის 1/4-ფინალის საგზური მოუტანა
მასპინძელმა თავიდანვე უზარმაზარი უპირატესობა იგდო ხელთ. ანგარიშის გახსნა სასტარტო ხუთ წუთში "იუნაიტედს", მინიმუმ, ორჯერ შეეძლო, მაგრამ მცველებმა თავგანწირვით ითამაშეს. საბოლოო დარტყმა კი თავით ვალენსიას არ გამოუვიდა. მე-12 წუთზე უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა.

ნემანია ვიდიჩი სტივენ ჰანტს თავით დაეტაკა. სერბს წარბი გაუსკდა, ირლანდიელს – თავი და თანაც სერიოზული სისხლდენა დაეწყო. საბედნიეროდ, თამაში ორივემ განაგრძო. ნაკლებად გაუმართლა ფილ ჯონსს, ვინც ტაიმის მიწურულს მიღებული ტრავმის გამო მოედნიდან გაიყვანეს. მის ნაცვლად თამაშში ნანი ჩაერთო. 26 წლის პორტუგალიელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა "იუნაიტედის" წარმატებაში. მეორე ტაიმში მან ჯერ ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში (რაშიც მცირე რიკოშეტიც დაეხმარა), სამ წუთში კი მარჯვენა ფლანგიდან ხავიერ ერნანდესს ბურთი თავზე "დაასვა". მექსიკელს მეტად ეფექტური გოლი გამოუვიდა. "რედინგმა" ანგარიშში სხვაობა "იუნაიტედის" დაცვის შეცდომის წყალობით შეამცირა.

1/4-ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს შეხვდებიან: "ბლექბერნი"-"მილუოლი", "მანჩესტერ სიტი"-"ბარნსლი", "უიგანი"-"ოლდჰემი"/"ევერტონის" გამარჯვებული, "მანჩესტერ იუნაიტედი"-"მიდლსბრო"/"ჩელსის" გამარჯვებული. წყვილები, რომელთა შორის 1/4-ფინალისტი გამოვლენილი ჯერ არ არის, 27 თებერვალს შეხვდებიან ერთმანეთს.

მატჩის შემდგომ

ალექს ფერგიუსონი: "რუნი სერიოზულად არის გაციებული. ის კვირას ბაზაზე გამოცხადდა, მაგრამ უკან გავუშვი და მას შემდეგ სახლიდან ფეხი არ გამოუდგამს. ჯონსის მდგომარეობას რაც შეეხება, მას მუხლი აწუხებს. ფილს ამ დღეებში კიდევ დავაკვირდებით, მაგრამ ვეჭვობ, რომ შაბათს "ქუინზ პარკთან" შეხვედრისთვის მზად არ იქნება.

ნანი აუცილებლად უნდა შევაქო. ის გამოსვლისთანავე აქტიურად ჩაერთო თამაშში და პირველივე შეხებით სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ძელს მოარტყა; მეორედ კი მას მეკარემ აუღო დარტყმა. ნანის როლი დღევანდელ წარმატებაში განუზომელი იყო. ის რომ ფორმაში შევიდა, ჩვენთვის ეს კიდევ ერთი დიდი პლუსია".

ლუიშ ნანი: "ჩემი აზრით, ფეხბურთელები ყოველთვის მზად არიან თავიანთი გუნდის დასახმარებლად. მე ნამდვილად ასე ვარ. როცა ამის შანსი მეძლევა, მინდორზე გამოვდივარ და რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ. ამჯერად ყველაფერი კარგად გამომივიდა, რაც ძალიან მიხარია. იცით, რომ ტრავმები დიდხანს მაწუხებდა. ასეთ დროს კი ნორმალურ რიტმში დაბრუნება რთულია. იმისთვის, რაც დღეს მოედანზე ვაჩვენე, ძალიან ბევრი ვიშრომე".

მანჩესტერ იუნაიტედი-რედინგი 2:1

გოლები: 1:0 ნანი (69), 2:0 ერნანდესი (72), 2:1 მაკანუფი (81)

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, სმოლინგი, ვიდიჩი, ჯონსი (43. ნანი), ბიუტნერი, ანდერსონი (83. კერიკი), კლევერლი, იანგი (64. ვან პერსი), ვალენსია, ერნანდესი, უელბეკი

რედინგი: ფედერიჩი, კელი, მორისონი, მარიაპა, შორი, ლიგერტვუდი (63. გატრი), კარაჯანი, მაკანუფი, მაკლირი (71. რობსონ-კანუ), ჰანტი, ლე ფონდრე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ასოციაციის თასი: მასობრივი არეულობის აღსაკვეთად სპეცდანაყოფი გამოიძახეს [VIDEO]

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში