"არსენალის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა პიტერ ჰილ-ვუდმა არსენ ვენგერის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა
"არსენალის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა, 77 წლის ბიზნესმენმა პიტერ ჰილ-ვუდმა არსენ ვენგერის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა სახალხოდ. მისი თქმით, კლუბში ფრანგ სპეციალისტს მოკავშირეები არც მენეჯმენტში აკლია და არც აქციონერებში. უმთავრესი კი "მეთოფეთა" მესაკუთრის, ამერიკელი სტენ კროენკეს პოზიციაა.

"აღმაფრენისა და დაცემის პერიოდები ყველას აქვს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე "არსენალს" მცირე კრიზისი აქვს, რაზეც ვიღაცებს გაუგებარი ისტერიკული რეაქცია აქვთ. ჩვენს ადგილას სხვას შესაძლო იყო, მწვრთნელი პოსტიდან გაეთავისუფლებინა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ, რადგან პატივს ვცემთ იმ 16 წელიწადს, რაც არსენმა ჩვენ გვერდით გაატარა.

ახალი მწვრთნელის მოყვანა გამოსავალი არ არის. მოკრძალებით შეგახსენებთ, რომ მე თავად ვარ "არსენალის" დიდი ხნის გულშემატკივარი, ალბათ, უფრო დიდი ხნის, ვიდრე ჩვენი კრიტიკოსების უმრავლესობა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მე მესმის მათი გაორებული გრძნობების, რადგან ბოლოდროინდელი შედეგებით მათსავით მეც უკმაყოფილო ვარ. ძალიან ნერვიულობს მწვრთნელიც, მაგრამ ის დიპლომატია და თავის გრძნობებზე ხმამაღლა არ საუბრობს. "არსენალში" მხოლოდ მე არ მაქვს ასეთი პოზიცია. ვენგერის კანდიდატურას მხარს უჭერს სტენ კროენკეც," – აცხადებს ჰილ-ვუდი.

"ბაიერნთან" 19 თებერვლის დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ვენგერი რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო, მათ შორის, პრესაში მის მომავალთან დაკავშირებულ ატეხილ აჟიოტაჟს: "ბოლო პერიოდში კრიტიკის ქარცეცხლში ვარ გახვეული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა "არსენალიდან" წავალ, მერე აუცილებლად მოგენატრებით. "ბლექბერნთან" დამარცხების შემდეგ მეგონა, რომ პირველ რიგში ამის გამო შეწუხდებოდით, მაგრამ...

ჩემს ხელშეკრულებას ვადა 2014 წელს გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამწვრთნელო კარიერის 30 წელი შემისრულდება. მოვა დრო, როცა გეტყვით ყველა იმ კლუბის სახელს, ვისთვისაც ოდესმე უარი მითქვამს და მერე მიხვდებით, თუ რამდენი რამე დავთმე "არსენალის" გამო. რამდენიც გნებავთ, იმდენი შეგიძლიათ წეროთ ჩემზე, რომ ცუდი მწვრთნელი ვარ. როდესაც ჩემპიონატში ჩვენს ამჟამინდელ პოზიციას აკრიტიკებთ, მართლები ხართ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე უიმედოდ ჩამოვრჩით. დიახ, ამისთვის კრიტიკას ვიმსახურებთ, მაგრამ ვიმსახურებთ არამხოლოდ ჩვენ. ზოგიერთმა კლუბმა ჩვენზე ბევრად მეტი ფული დახარჯა, მაგრამ მაინც ჩვენზე უკან არის.

ვიმეორებ, შეგიძლიათ წეროთ ის, რაც გინდათ, თუმცა ლონდონში 16-წლიანი მუშაობის შემდეგ ჩემ მიმართ ცოტა მეტ პატივისცემას მოველოდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"არსენალი": ნდობა საზღვრებს გარეშე

ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?