ერთ-ერთი "გმირია" 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის არბიტრი ლი ცზიუნი
იურისტები დაგვეთანხმებიან, რომ ჩინური სისხლის სამართლის კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელია მთელ მსოფლიოში. როგორც ჩანს, ჰუმანურობით არც საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები გამოირჩევიან. ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია ქვეყნის 2003 წლის ჩემპიონატში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული გამოძიების დასრულების შესახებ.

სკანდალი ოთხი წლის წინ გასკდა და მას შემდეგ ზვავივით მოგორავს. ამ ხნის განმავლობაში ბინძურ გარიგებებში ჩართული სულ უფრო მეტი ადამიანის ვინაობა ხდებოდა ცნობილი. მათ შორის ფიგურირებენ ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის პირებიც, ექსპრეზიდენტები ნან იუნი და ქსი იალონგი. სასამართლომ გასული წლის ივნისში ორივეს 10,5-10,5 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. გარდა უკანონო გარიგებებში მონაწილეობისა, მათ ქრთამის აღებაშიც დაედოთ მსჯავრი. პირველმა ამ გზით 237 ათასი დოლარი იშოვა, მეორემ ცოტა უფრო მეტი. იალონს თემიდამ დამატებით 3200 დოლარის ჯარიმის გადახდაც დააკისრა.

ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ საბოლოო ჯამში 58 ადამიანი დასაჯა, მათ შორის 33 ადამიანს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცა. მათგან უმრავლესობა "შანხაი შენხუასა" და "ტიანჯინ ტედასთან" არის დაკავშირებული. კლუბები 120 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ.

ამას გარდა, ახალ სეზონს ისინი -6 ქულით დაიწყებენ. კლუბების წარმომადგენელთა გარდა, არიან ფედერაციის ფუნქციონერები, ნაკრების ფეხბურთელები (შენ ცი, ცი ჰუნი, ცზიან ცზინი, ლი მანი), მსაჯები (2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის არბიტრ ლი ცზიუნს 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიესაჯა).

ნიკოლა ანელკასა და დიდიე დროგბას ყოფილ გუნდს 2003 წლის ჩემპიონის ტიტული უკვე ჩამოერთვა. საფეხბურთო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მათ ქვეყანაში ბრძოლა გარიგებულ თამაშებთან ამით არ დასრულებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩაწყობილი თამაშები: როგორ მოქმედებს აზიური მაფია

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა