2010/11 სეზონის საუკეთესო ასისტენტი მარვენ მარტენი და მიმდინარე სეზონის ლიდერი დიმიტრი პაიე
დიმიტრი პაიე შესანიშნავ ფორმაშია; "ლიონმა" ამ ტურში "ბორდო" გაანადგურა, კლემან გრენიემ კი კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა; "სოშომ" სენსაციურად სძლია "პარი სენ ჟერმენს" და ლიდერებთან წარმატებული საშინაო სვლა განაგრძო...

მთავარი:

11 – დიმიტრი პაიემ "რენთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაში მორიგი გოლი გაიტანა. 25 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და საკუთარი გუნდის ნამდვილი ლიდერია. "ლილის" მიერ გატანილი ბოლო 16 გოლიდან პაიემ უშუალო მონაწილეობა 11-ში მიიღო. ახლა მის ანგარიშზე 8 გატანილი ბურთია, 10 საგოლე პასით კი ლიგა 1-ში საუკეთესოა. მე-16 ტურიდან მოყოლებული, პაიემ 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. "ძაღლებს" "რენთან" შინ უკვე 26 მატჩია, არ წაუგიათ (17 მოგება და 9 ფრე). ბრეტონულმა გუნდმა ლილში ბოლოს 47 წლის წინ, 1966 წლის 14 მაისს მოიგო (3:1).

გუნდური მიღწევები:

4 – როდ ფანის მიერ "ვალანსიენის" კარში გატანილი გამარჯვების მომტანი გოლი "მარსელისთვის" მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატანილი მეოთხე ბურთი იყო. 90 წუთის გასვლის შემდეგ მათზე მეტი მხოლოდ "ბრესტს" აქვს გატანილი (6 გოლი). ამ ოთხი გოლის წყალობით, "ოლიმპიკმა" ჯამში 6 ქულის მოგროვება მოახერხა.

3 – "ლიონმა" ბორდოში 4:0 იმარჯვა და ბოლო 4 გასვლიდან მატჩიდან მესამე მოიგო, თუმცა ასეთი ანგარიშით "ლიონს" 2010 წლის 21 თებერვლის შემდეგ არ ემარჯვა – მაშინ "ოლიმპიკმა" "სოშო" დაამარცხა.

3 – "სოშომ" ამ ტურში პსჟ-ს მოუგო (3:2) და შინ სამეულის წევრ გუნდთან მესამედ არ დამარცხდა. მე-12 ტურში "ბოკვერებმა" "ლიონთან" 1:1 ითამაშეს, ხოლო მე-20 ტურში "მარსელს" 3:1 მოუგეს.

ინდივიდუალური მიღწევები:

1 – კლემან გრენიემ ლიგა 1-ში დუბლი პირველად შეასრულა. 22 წლის ფეხბურთელს ამ სეზონამდე საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გოლი გატანილი არ ჰქონდა (44 შეხვედრაში), წელს კი მის ანგარიშზე 3 ბურთია. საინტერესოა, რომ აქედან ორი გოლი გრენიემ ბაფეტიმბი გომისის საგოლე პასების შემდეგ გაიტანა.

10 – ედენ ბენ ბასატმა სეზონში მე-10 გოლი გაიტანა, თუმცა "ტრუას" კარში გატანილი ბურთი მისთვის "ტულუზის" რიგებში პირველი იყო. მოგეხსენებათ, ისრაელის ნაკრების ფეხბურთელი ამ გუნდში იანვარში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ბენ ბასატმა "ტრუა" ამ სეზონში უკვე მესამედ დაამწუხრა: ამ ტურის გარდა, 26 წლის ფორვარდმა "ტრუას" მე-4 და 22-ე ტურებში გაუტანა, როდესაც ჯერ კიდევ "ბრესტში" თამაშობდა.

6 – "მონპელიემ" შაბათს "ნანსის" 1:0 მოუგო, ერთადერთი გოლი კი ემანუელ ერერას ანგარიშზეა, რომლისთვისაც ეს გოლი სეზონში მე-6 იყო. არგენტინელმა ექვსივე ბურთი საჯარიმოს შიგნიდან განხორციელებული დარტყმის შემდეგ გაიტანა, თუმცა ეს ბურთი მაინც გამორჩეული გამოვიდა, რადგან ერერამ ის თავური დარტყმით გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XXV ტური: "ლიონის" გასეირნება ბორდოში

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა