ოსკარ პისტორიუსმა სასამართლოზე აღიარა თავისი შეყვარებულის მკვლელობა
პარალიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონმა, სამხრეთაფრიკელმა ამპუტანტმა მორბენალმა ოსკარ პისტორიუსმა სასამართლოზე აღიარა თავისი შეყვარებულის რივა სტინკამპის მკვლელობა.

მძლეოსანმა განაცხადა, რომ მან სტინკამპს შეცდომით ესროლა, რადგან ის მძარცველად მიიღო. სპორტსმენის ჩვენება სასამართლოზე მისმა ადვოკატმა წაიკითხა.

პისტორიუსის მონათხრობის მოკლე შინაარსი ასეთია: მორბენალის თქმით, მან ღამით გაიღვიძა და ხმაური გაიგონა სააბაზანო ოთახში. ოსკარმა გადაწყვიტა, რომ მის სახლში მძარცველი შეიჭრა და რადგან, პროთეზები არ ეცვა, თავი დაუცველად იგრძნო.

ხმაურის შემდეგ, სპორტსმენმა პისტოლეტი სააბაზანოს კარს დაუმიზნა და ოთხჯერ გაისროლა. როგორც პისტორიუსი ამბობს, ადრე მას მოკვლით ემუქრებოდნენ და ამიტომაც ინახავდა ბალიშის ქვეშ პისტოლეტს.

სროლის შემდეგ, მორბენალმა აღმოაჩინა, რომ სტენკამპი საწოლში არ იყო. "საშინელმა ეჭვმა შემიპყრო", - განაცხადა პისტორიუსმა. ამის შემდეგ, სპორტსმენმა პროთეზები გაიკეთა და კრიკეტის ჯოხით აბაზანის კარი შეამტვრია. სააბაზანოში მან შეყვარებული აღმოაჩინა, რომელიც მორბენლის ხელებში გარდაიცვალა. პისტორიუსმა განაცხადა, რომ არ აპირებდა გოგონას მოკვლას.

პროკურორმა ჯერი ნელმა სასამართლოზე განაცხადა, რომ პისტორიუსი განგებ ჩადენილი მკვლელობისთვის უნდა გასამართლდეს. პროკურორის თქმით, სპორტსმენს ჰქონდა სტინკამპის მოკვლის მიზეზი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა მიზეზზეა ლაპარაკი. ნელმა თქვა, რომ რივა სპორტსმენთან ჩხუბის შემდეგ შეშინდა და სააბაზანო ოთახში ჩაიკეტა.

გაირკვა, რომ ოსკარ პისტორიუსის ორმა მთავარმა სპონსორმა შეწყვიტა სპორტსმენთან ურთიერთობა. ორივე კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ წყვეტენ სამხრეთაფრიკელთან კონტრაქტებს, არამედ არასოდეს მიიწვევენ მას სარეკლამო აქციებში მონაწილეობის მისაღებად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტრაგედია: პირველად საძინებელში გაისროლეს

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"