ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ხორხე არსეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ფილიპინელმა მენი პაკიაომ პატიოსანი გზით მოიპოვა თავისი გამარჯვებები
ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ხორხე არსეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ფილიპინელმა მენი პაკიაომ პატიოსანი გზით მოიპოვა თავისი გამარჯვებები და საჩემპიონო ტიტულები.

არსე, რომელმაც ამასწინ, ნონიტო დონერთან წაგების შემდეგ დაასრულა კარიერა, დარწმუნებით ამბობს, რომ მენი პაკიაო მთელი თავისი კარიერის განმავლობაში იყენებდა აკრძალულ პრეპარატებს. მექსიკელი მოკრივის აზრით, "პაკმენმა" მხოლოდ აკრძალული პრეპარატებით გაიარა ტრიუმფალური გზა უმჩატესი წონიდან ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიამდე.

"პაკიაო რაღაც პრეპარატს იღებს – ამაში დარწმუნებული ვარ. დიახ, ის ფაქტზე არასოდეს დაუჭერიათ, მის დოპინგ-ტესტს დადებითი შედეგი არ უჩვენებია, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის ოსტატურად ინიღბებოდა. მე მახსოვს, როცა ლაპარაკი იყო პაკიაოსა და მეივეზერს შორის ბრძოლის ორგანიზებაზე, ამერიკელმა ფილიპინელს სერიოზული დოპინგ-ტესტის ორგანიზება მოსთხოვა, მაგრამ პაკიაომ უარი განაცხადა", - ამტკიცებს არსე.

"მენიმ მოახერხა უმჩატესი წონიდან ნახევრადსაშუალო წონამდე მისვლა, და მე საკუთარი თვალით ვნახე, როგორ “კლავდა” ის ფიზიკურად მასზე გაცილებით ძლიერ მეტოქეებს. ეს მთლად ნორმალური არ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პაკიაო რომელიმე აკრძალულ პრეპარატს იყენებდა", - დაამატა მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მენი პაკიაო აპრილში დაუბრუნდება რინგს

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
[VIDEO] "არსენალმა" "დორტმუნდს" ვერ მოუგო - "რეალმა" პსვ გაანადგურა და უდანაკარგოდ მიიწევს წინ
ლომი არსად ჩანდა - სტამბოლელმა "ლომებმა" "ასტონ ვილას" მოუგეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!
ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?
ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
უკრაინის ნაკრების პოტენციურ ახალწვეულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
მუდრიკის სკანდალური ინტერვიუ - ჭორები რუს მოდელთან რომანზე, უკმაყოფილება შევჩენკოსთან და ბრალდება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას
ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული გასამრჯელოც - "რეალი" ბელინგემს კარგ თამაშს დაუფასებს
ზლატანს კინოში კვლავ გადაიღებენ - იბრაჰიმოვიჩი ბოროტმოქმედის როლში იქნება
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში