ბარსელონას ავტოდრომზე ზამთრის ტესტების მეორე სერია დაიწყო
ბარსელონას ავტოდრომზე ზამთრის ტესტების მეორე სერია დაიწყო. მანამდე ბრიტანულმა საჯინიბო "უილიამსმა" თავისი ახალი მანქანა წარადგინა, ასე რომ, ამჯერად, ყველა გუნდი ახალი ბოლიდით მუშაობდა.
წელს, პირველად მიიღო ტესტებში მონაწილეობა ფერნანდო ალონსომ, ასე რომ, ტრიბუნებზე უფრო მეტი მაყურებელი იყო, ვიდრე ხერესში. თუმცა ტესტებზე დასასწრებად სხვა პილოტების გულშემატკივრებიც შეიკრიბნენ, მათ შორის, პედრო დე ლა როსას ქომაგები და რობერტ კუბიცას ფან-კლუბის წევრები.
დილით, "ფერარის" ბოქსების წინ გაიმართა მოკლე ფოტოსესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფერნანდო ალონსომ, რის შემდეგაც ესპანელი ტრასაზე გავიდა. თუმცა ფოტოგრაფები სხვა მანქანებითაც ინტერესდებოდნენ. ჟურნალისტთა დიდი ჯგუფი შეიკრიბა "რედ ბულის" ბოქსებთან, გარდა ამისა, დიდი კამათი ატყდა "უილიამსის" მანქანზე ახალი გამონაბოლქვის სისტემის ლეგალურობაზე. ამ სიახლის სანახავად მივიდა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური დელეგატი ჩარლი უაიტინგი, რომელმაც განაცხადა, რომ სისტემის კონფიგურაცია არ შეესაბამება რეგლამენტს. საბოლოოდ, ეს დავა მაინც "უილიამსის" სასარგებლოდ გადაწყდა.
ხერესში გუნდები და საბურავების მწარმოებელი კომპანია "პირელი" უკმაყოფილონი დარჩნენ ასფალტის საფარით, ბარსელონას ტრასა კი უფრო მოხერხებულია ტესტებისთვის, ამიტომაც, "პირელიმ" 2013 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ოთხივე ტიპის "სლიკი" ჩაიტანა ბარსელონაში. თუმცა აქაც საბურავების ცვეთის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ყველაზე ხისტი საბურავიც კი კარგავდა ეფექტურობას გრძელ დისტანციაზე.
დილით, მანქანები ბევრი დასაფიქსირებული მოწყობილობით გადიოდნენ ტრასაზე - ინჟინრები აგროვებდნენ ინფორმაციას ცალკეულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე. ამისთვის, პილოტები მოკლე წრეების სერიას გაიდოდნენ: ბოქსებიდან გასვლა, მოკლე წრე ფიქსირებული სიჩქარით და პიტლეინზე დაბრუნება მახასიათებლების კორექციიისთვის.
სესიია დაწყებიდან ორ საათში ტრასაზე წითელი დროშები გამოფინეს - ესტებან გუტიერესმა გააჩერა მანქანა მეშვიდე მოსახვევში, რადგან ავზში საწვავი გათავდა - "ზაუბერში" საწვავის სისტემას ტესტავდნენ. მეორეჯერ წითელი დროშები მაშინ გამოიფინა, როცა გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემები შეექმნა შარლ პიკის "კატერჰემს".
სირთულეები თავიდან ვერ აიცილა "მერსედესმა". როგორც გახსოვთ, ამ გუნდმა ხერესში ტესტების პირველი ორი დღე ტექნიკური პრობლემების გამო დაკარგა. გუშინაც, ნიკო როსბერგმა დიდი დრო გაატარა ბოქსებში გადაცემათა კოლოფში არსებული ხარვეზების გამო. სირთულეები შეექმნა "ლოტუსსაც" - კიმი რაიკონენმა მხოლოდ 44 წრე გაიარა.
ოქმს სათავეში ჩაუდგა ნიკო როსბერგი - სესიის ბოლოს გერმანელმა წრე წუთსა და 22.616 წამში გაიარა. ყველაზე დიდი მანძილი ფერნანდო ალონსომ დაფარა - 110 წრე.
ცნობისთვის, გასულ წელს, ბარსელონაში საუკეთესო წრე ლუის ჰემილტონმა გაიარა - ესპანეთის გრანპრის კვალიფიკაციაზე წუთი და 21.707 წამი დააფიქსირა. შარშანდელ ზამთრის
ტასტებზე კი ყველაზე უკეთესი დრო ჰქონდა კიმი რაიკონენს - წუთი და 22.030 წამი.
I დღე
1. როსბერგი (Mercedes) 1:22.616 (54 წრე)
2. რაიკონენი (Lotus) +0,007 (44)
3. ალონსო (Ferrari) +0.336 (110)
4. ფეტელი (Red Bull) +0,349 (66)
5. მალდონადო (Williams) +1,117 (86)
6. რიკარდო (Toro Rosso) +1,268 (73)
7. პერესი (McLaren) +1,508 (77)
8. დი რესტა (Force India) +1,528 (82)
9. გუტიერესი (Sauber) +2,508 (68)
10. ჩილტონი (Marussia) +4,131 (65)
11. პიკი (Caterham) +4,918 (49)
ახალი უილიამსიც ვნახეთ
ტესტების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, "უილიამსმა" თავისი ახალი ბოლიდის - FW35-ის პრეზენტაცია ჩაატარა. სწორედ ეს ბრიტანული საჯინიბო იყო ერთადერთი, რომელსაც 2013 წლისთვის ახალი მანქანა არ ჰყავდა წარმოდგენილი.
ახალმა ბოლიდმა, რომელიც ტრადიციულ ფერებშია გადაწყვეტილი, მოიშორა "ცხვირზე" საფეხური და არაერთი სხვა ცვლილება განიცადა. "უილიამსის" ინჟინრებმა შეიმუშავეს ახალი გადაცემათა კოლოფი, შეცვალეს დაკიდება, გამოსაბოლქვი სისტემა. თან შესამჩნევად იკლო მანქანის წონამ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, გუნდი ახალ ბოლიდს საკმაოდ წარმატებული FW34-ის ევოლუციას უწოდებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა გუნდმა გადაწყვიტა ძალების დაზოგვა 2013 წლის მანქანის მოსამზადებლად და 2014 წლის ახალ რეგლამენტზე გადაერთო.
სეზონის პირველ გრანპრიმდე "უილიამსს" რვა სატესტო დღე ექნება ახალი მანქანის შესამოწმებლად და საჭირო ცვლილებების შესატანად. ბარსელონას ტესტებზე გუნდის ორივე პილოტი იმუშავებს - ვენესუელელი პასტორ მალდონადო და ფინელი ვალტერი ბოტასი.
ფრენკ უილიამსი, გუნდის ხელმძღვანელი: " Williams Renault FW35 ძალიან ნიჭიერი სპეციალისტების მუშაობის შედეგია. დასკვნების გამოტანა ავსტრალიამდე უნდა გადავდოთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ შარშანდელ მანქანასთან შედარებით, წინ გადავდგით ნაბიჯი. ამიტომაც, ეს ბოლიდი კონკურენტუნარიანი იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა