19 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართა
2012 წლის აპრილიდან ქართული ჭიდაობის ფედერაციას რამაზ ხატიაშვილი ედგა სათავეში, მაგრამ ის საკუთარი სურვილით გადადგა.

19 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომელსაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები, საქართველოს ფალავნები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტობისთვის ხუთი კანდიდატი (გელა ბერუაშვილი, უშანგი ყურაშვილი, აკაკი ბორცვაძე, ნოდარ სირბილაშვილი და პაატა ურიათმყოფელი) იბრძოდა.

საკუთარი პროგრამების წარდგენის შემდეგ ყურაშვილმა, ბორცვაძემ და ურიათმყოფელმა კანდიდატურები მოხსნეს.

47-იდან 28 დელეგატმა ხმა გელა ბერუაშვილს მისცა, 19-მა - ნოდარ სირბილაშვილს. ახალმა პრეზიდენტმა გამგეობის შემადგენლობის ასარჩევად ერთკვირიანი შუალედი ითხოვა.

- დიდი მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა და მხარი დამიჭირა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვეცდები, ამ სახელოვანი ადამიანების ნდობა გავამართლო, - თქვა გელა ბერუაშვილმა.

ქართული ჭიდაობის ფედერაციის ყრილობას სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"