ბათუმის "დინამოს" აქვს ის პოტენციალი, რომლითაც ქვედა ექვსეულში ნებისმიერ მეტოქეს შეუქმნის პრობლემებს
საქმეს ისეთი პირი უჩანს, ქვედა ექვსეულში შმაგი ბრძოლა იქნება. თუ რუსთავის "მეტალურგს" არ ჩავთვლით, არგავარდნაზე ზრუნვა ყველა დანარჩენ გუნდს მოუწევს.

ცხრილის ფსკერზე მოქცეული ფოთის "კოლხეთის" მდგომარეობა ძალიან მძიმეა, სხვებზე კი ამას ვერ ვიტყოდით.

ბათუმის "დინამო" ბოლოდან მეორე ადგილზეა და მის წინ მყოფ ბოლნისის "სიონს" მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება.

ბათუმელები სერიოზულად ემზადებიან და თურქეთშიც იყვნენ შეკრებაზე. ამ გუნდს ნამდვილად ეტყობა ის პოტენციალი, რომლითაც ქვედა ექვსეულში ნებისმიერ მეტოქეს შეუქმნის პრობლემებს.

ბათუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელს გია გურულს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- თურქულმა შეკრებამ უპრობლემოდ ჩაიარა?

- შეკრებით კმაყოფილი ვარ, ანტალიასთან ახლოს ვიყავით და კარგი პირობები გვქონდა. უბრალოდ, მეოთხე საკონტროლო მატჩის ჩატარება ვერ მოხერხდა.

- აქცენტი რაზე გქონდათ გადატანილი? რა იყო ყველაზე პრიორიტეტული თურქულ შეკრებაზე?

- აქცენტი გუნდის შეთამაშებაზე გავაკეთეთ. მართალია, გამოცდილი ფეხბურთელები დავიმატეთ, ყველამ თავისი საქმე იცის, მაგრამ შეთამაშება ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. დაცვაში - ტყეშელაშვილი, ჟვანია და გაბუნია, ნახევარდაცვაში - კოშკაძე, თავდასხმაში - ჩიმაკაძე, - დარწმუნებული ვარ, ეს ფეხბურთელები მნიშვნელოვნად გააძლიერებენ ჩვენს გუნდს.

- ახალგაზრდა ფეხბურთელები არ აგიყვანიათ?

- "ზესტაფონიდან" იჯარით ავიყვანეთ ახალგაზრდა მარცხენა ნახევარმცველი კიკნაველიძე.

- კიდევ აპირებდით რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას...

- შალამბერიძე და ქუცურუა - სამწუხაროდ, ვერ დავინახე ის, რასაც მათგან ველოდი.

- ნიკა დიასამიძე "დინამო თბილისში" რომ გაუშვით, დუშან უჰრინის გუნდიდან ორი ფეხბურთელი უნდა წამოგეყვანათ იჯარით - ამ საქმეზე ახალი არაფერია?

- კლუბებს შორის მიდის ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება. გააჩნია, "დინამო" რომელ ფეხბურთელებს შემოგვთავაზებს. თუ კიდევ ერთ-ორ კარგ ფეხბურთელს დავიმატებთ, ამას რა სჯობს?! გუნდში ჯანსაღი კონკურენცია აუცილებელია.

- თურქულ შეკრებას ტრავმიანობა ხომ არ მოჰყოლია?

- ჯორბენაძეს საზარდულის ტრავმამ შეახსენა თავი, ეს თავდამსხმელი სავარაუდოდ ათ დღეში ჩადგება მწყობრში.

- ანტალიაში ბევრი ფეხბურთელი ჩადის გასინჯვაზე - ლეგიონერების სელექცია არ შედიოდა თქვენს გეგმებში?

- იყო ერთი ახალგაზრდა ხორვატი გარემარბი, მაგრამ ამ ეტაპზე ბათუმის "დინამოს" არ ულხინს. სამომავლო გეგმებზე უფრო სხვა რამეა ჩვენთვის აქტუალური - უმაღლეს ლიგაში დარჩენა. თუ ამ ამოცანის გადაჭრას მოვახერხებთ, მერე უკვე სხვანაირად მივუდგებით საქმეს.

ორი კოტდივუარელი ფეხბურთელიც გამოვცადეთ, მაგრამ როცა ლეგიონერის აყვანაზე ფიქრობ, უცხოელი აქაურზე ერთი-ორი თავით მაღლა უნდა იდგეს. ეს კოტდივუარელები კი ასეთები არ იყვნენ.

- კლუბში უკრაინელი ინვესტორების მოსვლაზე რომ იყო ლაპარაკი, ამ მხრივ რაიმე სიახლე ხომ არ არის?

- არა, გუნდს ისევ ქალაქის ბიუჯეტი აფინანსებს. ყველაფერი ნორმალურადაა, ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს.

- არგავარდნისთვის ბრძოლაში თქვენი მთავარი კონკურენტი ბოლნისის "სიონი" უნდა იყოს. ალბათ, თვალყურს ადევნებთ, თუ როგორ ძლიერდებიან თქვენი კონკურენტები...

- "სიონს" ხუთი ქულით ჩამოვრჩებით. ეს სხვაობა, შესაძლოა, ბევრიც იყოს, შესაძლოა არცთუ ბევრიც, რადგან მოგებაზე სამი ქულაა. ხუთი თუ რვაქულიანი სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელი ნამდვილად არ არის, თუ იმ თამაშებს მოვიგებთ, დაგეგმილი რაც გვაქვს.

ჩვენთან ყველაზე ახლოს "სიონია", თუმცა რუსთავის "მეტალურგის" გარდა, უმაღლეს ლიგაში დარჩენა გარანტირებული არავის აქვს.

კონკურენტ გუნდებში მომხდარ ცვლილებებს თვალყურს ვადევნებ, თუმცა ყველაზე უფრო ჩემი გუნდი მაინტერესებს - რომელი ფეხბურთელები მოვლენ და როგორ დაგვეხმარებიან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის