ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, შინ მარცხის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედს არ კარგავს
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა 19 თებერვალს მიუნხენის "ბაიერნთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მეთოფეებმა" საკუთარ კედლებში მარცხი (1:3) იწვნიეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგეს, თუმცა ვენგერი ფარ-ხმალს წინასწარ არ ყრის.

"პირველი ხუთი წუთის განმავლობაში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეტოქემ კარის ჩარჩოში პირველივე დარტყმა გოლად აქცია და ამის შემდეგ ჩვენს დაცვას ნერვიულობა დაეტყო.

ჩვენ წინააღმდეგ მართლაც მაღალი კლასის გუნდი თამაშობდა და პირველ ტაიმში, ეპიზოდებში, ჩვენზე უკეთაც ირჯებოდა.

მეორე ტაიმში გამოვფხიზლდით, დავეუფლეთ ინიციატივას და გვქონდა შანსი, ანგარიშში წონასწორობა აღგვედგინა, მაგრამ სამწუხაროდ, კონტრშეტევაზე კვლავ დაგვიჭირეს.

"ბაიერნმა" ძალზე ეფექტურად ითამაშა და თავისი მომენტები გამოიყენა, რაც უნდა მივულოცოთ.

გულშემატკივრებისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდით და ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ ისინი გამარჯვებით ვერ გავახარეთ.

ბუნებრივია, ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ შევეცდებით, შეუძლებელი შევძლოთ. გერმანიაში უნდა წავიდეთ და იქ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ამას შინ ვაკეთებთ ხოლმე. მესამე გაშვებულმა გოლმა ჩვენი ამოცანა უკიდურესად კი გაართულა, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებას ვეცდებით.

ჩემი მოთამაშეების ძველებურად მჯერა და ეჭვი არ მეპარება, რომ სათანადო კლასსა და ოსტატობას ფლობენ. უბრალოდ, მათ ზოგჯერ თავდაჯერება აკლიათ", - აქვეყნებს ვენგერის ნათქვამს "არსენალის" ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

არსენალი-ბაიერნი 1:3 - მიუნხენის "ბაიერნი" უკეთესია [VIDEO]

giorgi
ეს ან გიჯია ან გენიოსი :D
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა