ინტერვიუ სერენა უილიამსთან
ორშაბათს, 31 წლის ამერიკელი სერენა უილიამსი ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პირველი ნომერი გახდა. ეს დოჰას ტურნირის შემდეგ მოხდა, სადაც სერენამ ფინალი წააგო ბელარუს ვიქტორია აზარენკასთან.

უმცროსი უილიამსი კატარის დედაქალაქიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გადავიდა და დუბაის ტურნირზე პირველი მატჩი უნდა ჩაეტარებინა ფრანგი მარიონ ბარტოლის წინააღმდეგ. მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდა, სერენამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

- სერენა, თქვენ პირველად მსოფლიოს რეიტინგს 2002 წელს ჩაუდექით სათავეში. როგორ აღიქვით პირველ ადგილზე დაბრუნება?

- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, თუმცა რეიტინგზე ყოველდღე არ ვფიქრობ, უფრო თამაშის დონე მაღელვებს. მაგრამ თუ გავიხსენებთ იმ სიტუაციას, რომელშიც ორი წლის წინ ვიყავი (ტრავმების გამო სერენამ გამოტოვა 2011 წლის სეზონის პირველი ნაწილი), მაშინ ამ კვირას მომხდარ მოვლენას სასიამოვნო მოულოდნელობა უნდა ვუწოდოთ. ამასთან, ვაღიარებ, რომ დღეს პირველი ადგილზე ყოფნას უფრო სხვანაირად აღვიქვამ, ვიდრე 11 წლის წინ.

- ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ თქვენს ასაკს უნდა შევეხოთ, მაგრამ თქვენი საჩოგბურთო კარიერის ხანგრძლივობა გაოცებას იწვევს. რა გაძლეთ მოტივაციას ახალი გამარჯვებებისთვის?

- რთული სათქმელია. ალბათ, უბრალოდ ჩოგბურთი მიყვარს. და კიდევ, მინდა გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რაც კარიერის ბოლომდე დამრჩა.

- წელს, თქვენი დუელი ვიქტორია აზარენკასთან შეიძლება დიად დაპირისპირებად გადაიქცეს...

- რატომაც არა? მართალია, ვიკა ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ წინ ბევრი კარგი მატჩი გველოდება.

- შეუძლია თუ არა მარია შარაპოვას რეიტინგის პირველი საფეხურისთვის ბრძოლაში ჩარევა? თქვენ მას რეგულარულად ამარცხებთ.

- რა თქმა უნდა, შეუძლია. არაერთხელ დავრწმუნებულვართ იმაში, რომ დიდი შესაძლებლობები აქვს.

- რამდენი ხანი აპირებთ რეიტინგში პირველ ნომრად ყოფნას?

- რამდენიც გამოვა. სისულელეა ამაზე ფიქრი, თუ რამდენი ხანი შევძლებ პირველობის შენარჩუნებას. და ბევრჯერ დავრწმუნებულვარ იმაში, რომ ცხოვრებაში შორსმიმავალი გეგმების დაწყობა არც ისე მართებული საქციელია.

- ამ კვირას დუბაიში თამაშობთ, სადაც მხოლოდ ორჯერ გამოჩნდით – 2005 და 2010 წლებში. და ვერცერთხელ ვერ მოიგეთ. როგორ აფასებთ თქვენს პერსპექტივებს მეორე წრეში ფრანგ მარიონ ბარტოლისთან მატჩის წინ.

- ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა რაც შეიძლება კარგად ვითამაშო. მით უმეტეს, რომ გასულ კვირას დოჰას ტურნირის ფინალი წავაგე. რაც შეეხება ბარტოლის, ის ძლიერი და სახიფათო მეტოქეა. თუმცა აქ სუსტები არ არიან.

- ბოლო დროს ფრანგ მწვრთნელთან პატრიკ მურატოგლუსთან მუშაობთ. რა შეცვალა მან თქვენი თამაშის სტილში?

- ძირითადად ვმუშაობთ ჩემი ჩოგბურთის ამა თუ იმ ასპექტის დახვეწაზე. ამასთან, მიმაჩნია, რომ მოვუმატე კორტზე მოძრაობის მხრივ. ახლა უფრო ხშირად ვახერხებ კორტის იმ ნაწილთან მირბენას, სადაც საჭიროა. პატრიკი შეშლილია ჩოგბურთზე, ის თავისი საქმის დიდი ფანია.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ მამაკაცთა ჩოგბურთის პირველ ნომერზე – ნოვაკ ჯოკოვიჩზე?

- ნოვაკი – ძალიან გამორჩეული ინდივიდუალისტია. ის ისევე სწრაფი და ამტანია, როგორც ცხოველი – ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით.

- რა გხიბლავთ ყველაზე მეტად მის თამაშში?

- მგონია, რომ ნოვაკი არასოდეს იღლება. მისთვის ეს უბრალოდ შეუძლებელია!

P. S. სერენა უილიამსი ბარტოლის წინააღმდეგ სათამაშოდ არ გასულა. ამერიკელმა ზურგის ტრავმა მოიმიზეზა და დუბაის ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერენა უილიამსი მსოფლიოს პირველი ჩოგანია

ნათია უილიამსი
ამ ქალმა ჩოგბურთი შემაყვარა!
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...