ვინ შეაჩერებს "ჩიკაგოს"?
დღის ცენტრალურმა მატჩმა, რომელშიც "ჩიკაგო" და "ვანკუვერი" ხვდებოდნენ, სრულად გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი. აქ იყო გატანილი გოლები, ჩხუბები, დრამა ბოლო წუთებზე, ბულიტები... შეხვედრის 58-ე წუთისთვის ისე ჩანდა, რომ "ბლეკჰოქსი" მშვიდად მიიყვანდა საქმეს გამარჯვებამდე, რადგან 3:1-ს იგებდა.

მაგრამ "კენაქსი" უბრძოლველად არაფრის დათმობას არ აპირებდა და თავიდან ალექსანდრ ედლერმა, შემდეგ კი კევინ ბიეკსამ შოკში ჩააგდეს ადგილობრივი პუბლიკა, როცა თითქმის წაგებული შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს. მაგრამ ჯოელ კენევილის გუნდმა მაინც მოახერხა ბულიტების სერიაში ქულების მაქსიმუმის დაგროვება.

ასე რომ, "ჩიკაგო" რეგულარული ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, ზედიზედ 16 მატჩია, არ აგებს ძირითად დროში. ამით მან გაიმეორა "ანაჰაიმის" რეკორდი, რომელიც 2006-07 წლების სეზონში იყო დამყარებული. მაშინ "დაქსი" ჩემპიონი გახდა. შეძლებს თუ არა იგივე შედეგის ჩვენებას "ბლეკჰოქსი"? ამას ზაფხულში შევიტყობთ. რაც შეეხება "ვანკუვერს", ამ წაგების მიუხედავად, ალან ვინიოს გუნდი დამაჯერებლად ინარჩუნებს ლიდერობას ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონში.

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "სან ხოსემ", რომელმაც სტუმრად, "სენტ ლუისთან" შეხვედრაში შეწყვიტა შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია. ტოდ მაკლელანის გუნდმა ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა "ბლუზი". არადა, ანგარიში "ბლუზმენებმა" გახსნეს, როცა მეცხრე გოლი გაიტანა სეზონში პატრიკ ბერგლუნდმა. ეს პირველ პერიოდში მოხდა, შემდეგ კი "ზვიგენების" მეკარემ ანტი ნიემიმ ორი პერიოდი "მშრალად" შეინახა საკუთარი კარი, მისმა პარტნიორებმა კი თითო პერიოდში თითო შაიბა შეაგდეს და შეაჩერეს საკუთარი ვარდნა ცხრილში. "სან ხოსე" კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.

"ტამპა ბეისთან" მატჩამდე "ტორონტოს" კარგი სვლა ჰქონდა აღებული. გარდა ამისა, კანადელთა სასარგებლოდ ლაპარაკობდა ისიც, რომ მათ შარშან ოთხიდან ოთხი მატჩი მოუგეს "ლაითნინგს" საერთო ანგარიშით – 20:7, მაგრამ ამჯერად "ტამპამ" შეძლო რევანშის აღება, რაშიც ორი დღით მეტი დასვენებაც დაეხმარა.

"ტორონტოს" მეკარემ ბენ სკრივენსმა სასწაული ვერ ჩაიდინა და ვერ შეასრულა ზედიზედ მესამე "შათაუტი", მატჩის მსვლელობისას კი ადგილი დაუთმო თავის დუბლიორს იუსი რინასს. ვენსან ლეკავლიემ და მარტინ სან ლუიმ გააგრძელეს თავიანთი შედეგიანი სერია, შესაბამისად, ხუთ და ოთხ მატჩამდე.

მხოლოდ 17 ზუსტი დარტყმა შეასრულა "მონრეალმა" "რეინჯერსის" მეკარის, ჰენრიკ ლუნდკვისტის კარში, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა "მედისონ სკვერ გარდენში" გასამარჯვებლად. ეს "კანადიენსის" ზედიზედ მეხუთე მოგება იყო და ის სათავეში ჩაუდგა აღმოსავლეთ კონფერენციას.

რეინჯერსი-მონრეალი 1:3

0:0, 1:1, 0:2

გოლები: 1:0 სტრალმანი-2 (სტეპანი-5, ჰაგელინი-4), 1:1 პასიორეტი-2 (გორგესი-2, დეშარნე-4), 1:2 გალჩენიუკი-2 (პრუსტი-3, ელერი-6), 1:3 დიასი-1.

სტ. ლუისი-სან ხოსე 1:2

1:0, 0:1, 0:1

გოლები: 1:0 ბერგლუნდი-9 (სობოტკა-5, კ. სტიუარტი-6), 1:1 ჯ. ტორნტონი-4 (დ. ბოილი-7, მარლო-6), 1:2 ტიმ კენედი-2 (უინგელსი-4, ბრაუნი-1).

ნეშვილი-დეტროიტი 4:3 (ო)

2:1, 0:0, 1:2, 1:0

გოლები: 1:0 კ. სმიტი-1 (კ. უილსონი-8, შ. უებერი-4), 2:0 გ. ბურკი-4 (ჰანენი-1, ფიშერი-4), 2:1 ქლირი-2 (დაციუკი-10), 2:2 ტუტუ-1 (ზეტერბერგი-16, კინდლი-3), 3:2 იოსი-1, 3:3 დაციუკი-8 (ქლირი-1, გუსტაფსონი-1), 4:3 შ. უებერი-3 (კ. უილსონი-9, ს. კოსტიცინი-5).

ბაფალო-ვინიპეგი 1:2

0:1, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 ლიტლი-3 (ე. კეინი-8, რაიტი-1), 0:2 ლედი-8 (ჰეინსი-4), 1:2 პომინვილი-7 (ჰოჯსონი-8).

ოტავა-აილენდერსი 3:1

0:0, 2:0, 1:1

გოლები: 1:0 გრინინგი-2 (და კოსტა-1, ალფრედსონი-6), 2:0 ბენუა-1 (სილვერბერგი-3), 2:1 ჰამონიკი-2 (რისონერი-2, ოკსოპო-4), 3:1 ძიურზინსკი-1 (ზ. სმიტი-6, გრიბა-1).

ტამპა ბეი-ტორონტო 4:2

1:1, 1:0, 2:1

გოლები: 1:0 ლეკავალიე-6 (პულიო-6, სან ლუი-18), 1:1 გრაბოვსკი-4 (კულემინი-8, მაკარტური-3), 2:1 სტემკოსი-10 (კონაჩერი-9, პულიო-7), 3:1 კილორნი-2 (კრომბინი-3), 4:1 მ. კარლი-3 (პულიო-8, ჰედმანი-5), 4:2 ვან რიმსდიკი-9 (კესელი-10, ბოჟაკი-6).

ჩიკაგო-ვანკუვერი 4:3 (ბ)

0:1, 3:0, 0:2

გოლები: 0:1 დ. სედინი-5 (ჰამჰუისი-7), 1:1 შარპი-4 (პ. კეინი-13, როჟსივალი-4), 2:1 მარიან ჰოსა-7 (ოდუია-5, კიტი-9), 3:1 მარიან ჰოსა-8, 3:2 ედლერი-4 (ჰ. სედინი-12, ბუტი-1), 3:3 ბიეკსა-4 (დ. სედინი-10, ჰ. სედინი-13).

ბულიტები გაიტანეს: პ. კეინი (ჩიკაგო), ჰიგინსი (ვანკუვერი), შოუ (ჩიკაგო).

ედმონტონი-ლოს ანჯელესი 1:3

0:0, 1:1, 0:2

გოლები: 1:3 ფრეზერი-1 (ლუისი-1, ნოლანი-2), 1:1 სემ განიე-5 (ტ. ჰოლი-13, შულცი-4), 1:2 ჯ. კარტერი-7 (ლუისი-2, დრიუსკი-3), 1:3 სტოლი-3 (კინგი-1, დაუტი-7).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტეემუ სელიანე: ჰოკეი ჩემთვის ჰობი გახდა

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
გადადის თუ არა მამარდაშვილი "ნოტინგემ ფორესტში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - რა გადაწყდება უახლოეს საათებში?
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
ბენზემამ "ალ-ჰილალი" დატოვა და შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
მუდრიკი ერთი ლონდონური გუნდიდან მეორეში გადადის და ყოფილ მწვრთნელთან იმუშავებს
სათადარიგო საზონოვი და "ხეტაფეს" მარცხი "ოსასუნასთან"
წიტაიშვილი "ბარსელონასთან" არ ათამაშეს - "რაიო ვალეკანო" დამარცხდა
დავითაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა