სიამოვნებით ვნახავდი ერთ გუნდში დიეგო მარადონას, მიშელ პლატინის, რონალდოსა და ხავის
ლეგენდარულმა ზინედინ ზიდანმა ჟურნალ ჭორლდ შოცცერ-თან თავისი კარიერის საუკეთესო მატჩები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მარკო მატერაცის პატიებას არასდროს თხოვს.

- გაგიმართლათ, რომ ფეხბურთის თამაში დღეს არ გიწევთ?

- კარიერაში იღბალი მუდამ თან მდევდა. თითქმის ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ის არცთუ კორექტულია. თამაში სულ 4 წელია დავამთავრე, მას შემდეგ კი ფეხბურთის დონე არ შეცვლილა.

- თანამედროვე ფეხბურთელებს ძალზე ბევრს ხომ არ უხდიან?

- ეს ჩვეულებრივი ამბავია - საუკეთესო ფეხბურთელებს სერიოზულ კლუბებში საკმაოდ დიდ ფულს სთავაზობენ. მთავარია, ასეთმა იღბლიანებმა, რომელთა შორის თავის დროზე მეც ვიყავი, შეძლონ უბრალო ადამიანებად დარჩენა და არასდროს დაივიწყონ, საიდან მოვიდნენ. მათ არამარტო მიღებაზე, გაცემაზეც უნდა იზრუნონ, რათა ფეხბურთისა და გულშემატკივრების წინაშე ვალში არ დარჩნენ.

- ყველაზე კარგად რა გახსენდებათ?

- ჩემი კარიერის მწვერვალი 1998 წელს საფრანგეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატია, რომლის ფინალში ბრაზილიელთა კარში ორი გოლი შევაგდე. არასდროს დამავიწყდება თასის პარიზში ჩატანა. ჩვენს სანახავად ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ასევე კარგად მახსენდება ევრო-2000 და "რეალთან" ერთად 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგება.

- თქვენი საუკეთესო გოლი...

- თქმა არ უნდა, ეს 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ლევერკუზენის "ბაიერის" კარში გატანილი გოლია. კარში ასეთი დარტყმა ათასიდან მხოლოდ ერთი შეიძლება გამოვიდეს. [ნახეთ გოლი]

- როგორ ფეხბურთელს, რა შეგძინათ საფრანგეთიდან "იუვენტუსში", შემდეგ კი "რეალში" გადასვლამ?

- უფრო კონკურენტუნარიანი გავხდი. ესპანეთსა და იტალიაში ფეხბურთი რელიგიაა.

- წარსულში დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, რას შეცვლიდით თქვენს კარიერაში?

- ვითამაშებდი "მარსელში", რომელიც იმ ქალაქის გუნდია, სადაც გავიზარდე. როცა "კანში" ვთამაშობდი, ხმა დაირხა, თითქოს ჩემით "მარსელი" იყო დაინტერესებული, თუმცა საბოლოოდ "ბორდოში" აღმოვჩნდი.

ნამდვილად არ მეამაყება წითელი ბარათები, რომლებსაც უხეშობისთვის ვიღებდი. როცა 1998 წლის პირველობაზე საუდის არაბეთთან მატჩში გამაძევეს, გამოსწორებისთვის დრო მქონდა, მაგრამ 2006 წლის მუნდიალზე ამის საშუალება აღარ მომეცა, რადგან გამოსამშვიდობებელ შეხვედრას ვატარებდი. მართალია, კარიერა არცთუ კარგად დავასრულე და მაშინდელ საქციელზე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოდესმე მარკო მატერაცის პატიებას ვთხოვ.

- კიდევ რას ნანობთ?

- 1997 და 1998 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალებს, რომლებშიც "იუვენტუსი" დამარცხდა. ასევე გული მწყდება უეფას თასის ფინალში "ბორდოსთან" ერთად რომ ვერ ვიმარჯვე.

- რამდენად შეიცვალა ფეხბურთი მას შემდეგ, რაც თქვენ კარიერა დაასრულეთ?

- მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი გამუდმებით იზრდება. თანაც, თანამედროვე ფეხბურთში მთავარი საკითხი - ახლო მომავალში ვიდეოტექნოლოგიების დანერგვაა. მე ამ სიახლის დანერგვის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ვიდეოჩანაწერით ყოველ წუთს ხელმძღვანელობა გაუმართლებელი მგონია, რადგან ასე თამაში რამდენიმე საათს გაჭიანურდება.

- ვინ არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს?

- ჭაბუკობის დროს "მარსელის" ურუგვაელი თავდამსხმელის ენცო ფრანჩესკოლის ბურთთან ელეგანტური დამოკიდებულებით ვიყავი აღტაცებული. სიამოვნებით ვნახავდი ერთ გუნდში დიეგო მარადონას, მიშელ პლატინის, რონალდოსა და ხავის და ამისთვის ფულს არ დავიშურებდი.

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...