"ტორონტოს" 2007 წლის შემდეგ სტუმრად ზედიზედ სამ მატჩი არ ჰქონდა მოგებული
"ტორონტოს" 2007 წლის შემდეგ სტუმრად ზედიზედ სამ მატჩი არ ჰქონდა მოგებული და ახლა ასეთი რამ ისევ მოხდა. დაახლოებით 2-3 კვირის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ კანადურ კლუბს პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდებოდა, მაგრამ ზედიზედ ხუთი მატჩის მოგების შემდეგ "ტორონტო" ხუთი მოგებით ჩამორჩება "მილუოკის". როგორც ჩანს, ამ გუნდს ძალიან მოუხდა რუდი გეის გადაბირება.

"ვაშინგტონთან" მატჩი უცნაურ პირობებში მიმდინარეობდა. არ მუშაობდა ფარზე დამაგრებული საათები, ამიტომაც კალათბურთელები ვერ ადევნებდნენ თვალს 24 წამის ათვლას. თუმცა ამას გავლენა არ მოუხდენია დეროზანისა და გეის თამაშზე. ამ წყვილმა 48 ქულა დააგროვა, კაილ ლოურის კი შესანიშნავად მიჰყავდა თამაში. კანადელებს იმანაც გაუადვილა საქმე, რომ მთლიანად ჩააგდო თამაში ჯონ უოლმა, რომელმაც 12-იდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო და 7 შეცდომა დაუშვა. საინტერესოა, რომ ორივე გუნდს 17-17 შეცდომა დაუგროვდა, მაგრამ კანადელებმა ამის ხარჯზე 24 ქულა მოიპოვეს, დედაქალაქელებმა მხოლოდ 15.

"მილუოკიმ" თამაშს თუ არ მოუმატა, შეიძლება გამოეთხოვოს მერვე ადგილს კონფერენციაში – ამ გუნდმა ბოლო ცხრა შეხვედრაში მეშვიდედ წააგო. უფრო მეტიც, "ირმებმა" შეწყვიტეს "ბრუკლინთან" 13-მატჩიანი მოგებათა სერია. მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, როცა ჯო ჯონსონმა საშუალო ტყორცნა მოათავსა კალათში და თავის გუნდს ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა.

აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე სეზონში ჯონსონმა მატჩების ბოლო 30 წამში ცხრიდან რვა სროლა გამოიყენა. შედარებისთვის, პოლ პირსის ანალოგიური მაჩვენებელია – 4/13, კევინ დურანტის - 3/10, ლებრონ ჯეიმსის - 5/13. თუ ბოლო 10 წამში განხორციელებულ ტყორცნებს ავიღებთ, ჯოს ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს - 4/4. და კიდევ, "ბრუკლინს" წელს ხუთიდან ხუთი ოვერტაიმი აქვს მოგებული.

ტაიშონ პრინსის ვიზიტი დეტროიტში მისი ყოფილი გუნდისთვის სრული კრახით დასრულდა. "მემფისი" იოლად გაუსწორდა "პისტონზს" და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გაიფორმა. მასპინძლების უპირატესობა პირველ ნახევარში 11 ქულას უდრიდა, მაგრამ შემდეგ ლოურენს ფრენკის შეგირდებმა 23:3 გაქცევა მოახერხეს, დიდი შესვენებისთვის კი კიდევ ერთი სპურტი შეასრულეს - 13:0. "დეტროიტის" მხრიდან ბრძოლა, პრაქტიკულად, არ ყოფილა. ზაკ რენდოლფმა სეზონში 31-ე ორმაგი დუბლი შეასრულა, "მემფისმა" კი თამაშიდან 56-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ "ბოსტონმა" მესამე ოვერტაიმის მოგებით შეწყვიტა "დენვერის" 9-მატჩიანი მოგებათა სერია, რის შემდეგაც "ნაგეტსმა" კიდევ ორი შეხვედრა დათმო. მაგრამ "დენვერი" საკუთარი მოედანზე ძალიან ძლიერად თამაშობს და გამონაკლისი არც "ბოსტონთან" მატჩი ყოფილა. თან "სელტიქსს"ჯერაც არ მოუგია სტუმრად შეხვედრა დასავლეთში.

"კელტებმა" დენვერში ბოლო ცხრა თამაშიდან მერვედ წააგეს. რონდოს არყოფნაში "ბოსტონის" შემადგენლობაში არ აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელიც ტაი ლოუსონის შეჩერებას შეძლებდა. ის უნარიანად ხელმძღვანელობდა თავისიანების თამაშს და 26 ქულით დანილო გალინარისთან ერთად ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო.

"ბოსტონს" არც ფარქვეშ ბრძოლა წაუგია და სროლების რეალიზაციაც უკეთესი ჰქონდა, უბრალოდ, ბევრი შეცდომა დაუშვა და ამან დააზარალა. ცუდი დასასრული გამოუვიდა კევინ გარნეტს, რომელმაც ორ საჯარიმოსთან ერთად, თავისი საფირმო საშუალო ტყორცნაც ააცილა.

გრძელდება "გოლდენ სტეიტის" ვარდნა. "მეომრებმა" ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგეს. "იუტამ" არანაირი შანსი არ დაუტოვა მეტოქეს, რომელიც მთელი მატჩი მდევრის როლში იყო. "ჯაზმენები" კარგად აკონტროლებდნენ კომფორტულ უპირატესობას და თამაშის რიტმს. "იუტა" შესანიშნავად ისროდა სამქულიანებს და სათადარიგოთა სკამმაც 47 ქულა დააგროვა. ყველაფერი მასპინძლების მხარეს იყო, რომლებმაც შეძლეს ორი კვირის წინანდელი გამანადგურებელი მარცხისთვის რევანშის აღება.

აშკარად ჩავარდნა აქვს დევიდ ლის, ჯერ ვერ მოერგო გუნდს ენდრიუ ბოგუტი, მთლიანად "გოლდენ სტეიტის" დაცვამ კი მეტოქეს 50-პროცენტიანი სიზუსტით ასროლინა. არადა, "უორიორზმა" ფარქვეშ ბრძოლა მოუგო "იუტას" საკმაოდ ძლიერ წინა ხაზს.

ანალოგიური პერიოდი აქვს "პორტლენდს", რომელმაც ასევე ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგო. "ბლეიზერსმა" საკუთარ მოედანზე დათმო მატჩი გასვლაზე ყველაზე სუსტ გუნდთან. "პორტლენდს" "ფინიქსისთვის" შინ ზედიზედ შვიდი მატჩი ჰქონდა მოგებული.

"სანზი", რომელიც უკვე გამოეთხოვა პლეი ოფის საგზურზე ფიქრს, თავისუფლად და ლაღად თამაშობდა. განსაკუთრებით ეს ეხება გორან დრაგიჩს, რომელმაც 18 შედეგიანი გადაცემით კარიერის რეკორდი დაამყარა. მატჩის მსვლელობისას "ფინიქსის" უპირატესობა 19 ქულას შეადგენდა, მაგრამ "პორტლენდი" იმ გუნდების კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც უყვარს საკუთარი და მეტოქის გუნდების გულშემატკივრების ნერვებზე თამაში. ლილარდის, ჰიქსონისა და ოლდრიჯის მონდომებით, სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა, მაგრამ დრო აღარ დარჩა და მასპინძლებს ჯარიმის აღება მოუწიათ, დრაგიჩმა კი ორივე საჯარიმო ზუსტად ისროლა.

ვაშინგტონი-ტორონტო 88:96

19:27, 27:28, 19:18, 23:23

ვ: ბილი (25), უებსტერი (16+8 მოხსნა), ოკაფორი (12+9 მოხსნა), ბუკერი (10+6 მოხსნა).

ტ: გეი (24+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), დეროზანი (24+3 ჩაჭრა), ლოური (11+6 მოხსნა+10 პასი), ლუკასი (10).

ორლანდო-შარლოტი 92:105

27:37, 16:26, 27:17, 22:25

ო: ვუჩევიჩი (18+11 მოხსნა), აფლალო (18), ჰარკლესი (15+6 მოხსნა), ნიკოლსონი (13+12 მოხსნა), ნელსონი (10+6 პასი), რედიკი (10+5 პასი).

შ: ჰენდერსონი (24+10 მოხსნა), უოკერი (24+7 პასი), მალენსი (20+12 მოხსნა), სეშენსი (10), გორდონი (10).

ბრუკლინი-მილუოკი 113:111 (ო)

31:24, 30:27, 19:30, 25:24, 8:6

ბ: ჯონსონი (24+5 მოხსნა+5 პასი), ლოპესი (19+9 მოხსნა+3 დაფარება), უილიამსი (19+9 პასი), ბლეტჩი (14+6 მოხსნა), უოტსონი (11).

მ: ჯენინგსი (34+6 მოხსნა+7 პასი), ილიასოვა (21+9 მოხსნა), ელისი (18+8 მოხსნა+8 პასი), სანდერსი (14+8 მოხსნა+6 დაფარება).

დეტროიტი-მემფისი 91:105

30:22, 12:31, 18:31, 31:21

დ: ნაიტი (13+5 მოხსნა), ჟერებკო (13), კალდერონი (10+7 პასი).

მ: კონლი (19), რენდოლფი (15+10 მოხსნა), დევისი (14), ალენი (10+6 მოხსნა), პონდექსტერი (10), ბეილესი (8+5 მოხსნა+10 პასი).

ნიუ ორლეანი-ჩიკაგო 87:96

21:26, 22:21, 25:27, 19:22

ნ-ო: გორდონი (20), დევისი (15+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), ვასკესი (11+10 პასი), ამინუ (10+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ანდერსონი (10+6 მოხსნა).

ჩ: დენგი (20+5 მოხსნა), ბუზერი (17+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), ნოა (15+17 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ჰაინრიხი (5+10 პასი+3 ჩაჭრა).

დენვერი-ბოსტონი 97:90

21:22, 28:28, 29:20, 19:20

დ: ლოუსონი (26+6 მოხსნა+6 პასი), გალინარი (26+5 მოხსნა+5 პასი), კუფოსი (11), მილერი (11), ბრიუერი (10), ფარიდი (7+16 მოხსნა).

ბ: გრინი (20), ბრედლი (17), ლი (15), გარნეტი (12+9 მოხსნა), პირსი (10+6 მოხსნა+6 პასი).

იუტა-გოლდენ სტეიტი 115:101

26:19, 32:34, 29:26, 28:22

ი: ჯეფერსონი (24+5 მოხსნა), გ. ჰეივორდი (17), ფოიე (15), მილსეპი (14+9 მოხსნა), ფეივორსი (14), ბერსკი (13+5 მოხსნა), მარვ. უილიამსი (11).

გ-ს: კარი (29+5 მოხსნა), ჯეკი (19+9 პასი), ლი (18+9 მოხსნა), ტომპსონი (15+7 მოხსნა).

საკრამენტო-სან ანტონიო 102:108

19:28, 22:22, 33:33, 28:25

ს: ტომასი (22), ტ. ევანსი (20+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტორნტონი (16), ტომპსონი (11+8 მოხსნა), კაზინსი (11+7 მოხსნა), ფრედეტი (10).

ს-ა: პარკერი (30+11 პასი+3 ჩაჭრა), გრინი (21), ლეონარდი (15), ჯინობილი (12+7 მოხსნა), დიაო (10+5 მოხსნა), დანკანი (9+14 მოხსნა+4 დაფარება).

პორტლენდი-ფინიქსი 98:102

23:36, 24:27, 26:21, 25:18

პ: ჰიქსონი (25+16 მოხსნა), ლილარდი (24+7 პასი), ოლდრიჯი (23+5 მოხსნა), ბატუმი (15+5 მოხსნა+5 პასი).

ფ: სკოლა (18), დრაგიჩი (16+5 მოხსნა+18 პასი), ჯონსონი (14+8 მოხსნა), გორტატი (12+5 მოხსნა), დადლი (12+3 ჩაჭრა), ო'ნილი (9+13 მოხსნა).

შავი კატა კობისა და სუპერმენს შორის

ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფ "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" პრობლემები არ ელევა. კალიფორნიული გრანდის შემადგენლობაში სერიოზული განხეთქილებაა. როგორც გაზეთი "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, შავმა კატამ გაირბინა გუნდის ლიდერ კობი ბრაიანტსა და ვარსკვლავურ ცენტრ დუაიტ ჰოვარდს შორის.

ინციდენტს თითქოსდა ყველაზე უწყინარ სიტუაციაში ჰქონდა ადგილი – "ყველა ვარსკვლავის მატჩის" წინ. დასავლეთი კონფერენციის ნაკრების გასახდელში ჰოვარდმა აიღო ბრაიანტის ფორმა, ჩაიცვა და პარტნიორების წინაშე თავისი თანაგუნდელის პაროდირებას შეუდგა. მას აჰყვნენ "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წევრები – კრის პოლი და ბლეიკ გრიფინი, აგრეთვე "ოკლაჰომას" ლიდერი კევინ დურანტი.

როგორც გამოცემა იტყობინება, გასახდელში დაბრუნების შემდეგ ბრაიანტი ყველას მიესალმა, ჰოვარდის გარდა.

ორი დღის წინ კი კობიმ განაცხადა, რომ დიდად არ ანაღვლებს, თუ რას გადაწყვეტს კლუბის ხელმძღვანელობა დუაიტ ჰოვარდის გაცვლასთან დაკავშირებით.

როუზი შეიძლება ვერ ვნახოთ

20 თებერვლის ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ "ჩიკაგო ბულზის" ლიდერმა დერიკ როუზმა უკვე დაიწყო სრულფასოვანი ვარჯიშები და თანაგუნდელებთან ხუთი ხუთზე თამაშიც მოასწრო. ამის ფონზე ცოტათი უცნაური და სამწუხარო იყო "ხარების" მთავარი მწვრთნელის, ტომ ტიბოდოს გუშინდელი განცხადება.

"მე მიმაჩნია, რომ ასეთ სიტუაციებში უკეთესის იმედი უნდა გქონდეს და მოემზადო უარესისთვის. არსებობს იმის ალბათობა, რომ დერიკმა შეიძლება მთელი სეზონი გამოტოვოს, მაგრამ საშიში არაფერია. მთავარია, მან ბოლომდე მოირჩინოს ტრავმა და მზად იყოს სათამაშოდ. მანამდე კი ჩვენ შევძლებთ მის გარეშე კარგად თამაშს. შევეცდებით, ეს გუნდზე არ აისახოს", - ამბობს ტიბოდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიკლ ჯორდანი ბავშვებს უგებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
ქოჩორაშვილმა შეიძლება "სპორტინგი" დატოვოს
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
შფოთვითი შეტევები და იერუსალიმში გამგზავრება - "ბარსელონაში" არაუხოს არ ყოფნის მიზეზი ცნობილია