"მალაგას" კარში გოლის გატანა ფერნანდოსაც შეეძლო, მაგრამ ააცილა
საგოლე მომენტებით ღარიბ მატჩში "პორტუმ" "მალაგას" მინიმალური ანგარიშით მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საპასუხო მატჩში წინ ჩემპიონთა ლიგის 2004 წლის გამარჯვებულს მხოლოდ მცირეოდენი უპირატესობა ექნება. პორტუგალიელები თამაშს თითქმის მთელი 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდნენ, მაგრამ ეს ანგარიშში უფრო უკეთ ვერ ასახეს.
რეაქციები
ვიტორ პერეირა ("პორტუს" მთავარი მწვრთნელი): "ორი მიზანი გვქონდა: მოგვეგო და კარი მშრალად შეგვენახა. როგორც ხედავთ, ორივე მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ ვფიქრობ, მეორე გოლსაც ვიმსახურებდით. შესაბამისად, შედეგით მთლად კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ 1:0-იც კარგია. დღეს სწორედ ისეთი "პორტუ" თამაშობდა, როგორიც ეს გუნდი ჩემს წარმოდგენაში უნდა იყოს: კოლექტივი, რომელიც თამაშს აკონტროლებს, მეტოქეს წნეხის ქვეშ აქცევს და თამაშს იგებს. "მალაგა" კარგი გუნდია, მაგრამ ესპანელებმა დღეს თავიანთი ფეხბურთი ვერ ითამაშეს, რადგან ჩვენ ვიდექით მოწოდების სიმაღლეზე და პირველივე წუთიდან აგრესიულად ვთამაშობდით. საპასუხო მატჩში ერთი გოლი მაინც უნდა გავიტანოთ."
მანუელ პელეგრინი ("მალაგას" მთავარი მწვრთნელი): "შეტევაში არაფერი გამოგვივიდა და შესაბამისად, შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ ბედნიერი. "პორტუ" უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ვერ შეგვიქმნა. თუმცა ჩვენი მეტოქე მაინც ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ ჩემს გუნდს არაფერი გააბედვინა. ჩვენი მიზანი შემტევი ფეხბურთის თამაში იყო, მაგრამ პორტუგალიელებმა ამის საშუალება არ მოგვცეს - ვერცერთი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი წინახაზელების ბრალი არაა. საპასუხო მატჩის სასურველი ანგარიშით მოგება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია და იმედია, ამას მოვახერხებთ კიდეც."
დასკვნა
ჟოაო მოუტინიომ "პორტუს" პირველივე რეალური მომენტი გამოიყენა და ეს გოლი მას მერე გავიდა, რაც პორტუგალიის ჩემპიონმა მოედანზე უკვე სრული კონტროლი დაამყარა. ესპანელებმა წინა ხაზში აბსოლუტურად ვერაფერი გააწყვეს, "პორტუმ" კი ზედიზედ 68-ე საშინაო მატჩი არ წააგო, რაც, დაგვეთანხმებით, ბრწყინვალე შედეგია. პერეირას გუნდი დაცვაში კარგად გამოიყურება და წესით, "მალაგას" საპასუხო შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქსირება უნდა გაუჭირდეს. თუ ესპანელებს მეოთხედფინალში გასვლა უნდათ, საკუთარ კედლებში სულ სხვა, გაცილებით ეფექტური ფეხბურთი უნდა ითამაშონ.
პორტუ-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 ჟოაო მოუტინიო (56)
პორტუ (4-3-2-1): ელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო - ფერნანდო, ლუჩო გონსალესი (91. კასტრო), ჟოაო მოუტინიო - იზმაილოვი (70. ატსუ), ვარელა (58. ჯეიმს როდრიგესი) - ჯეკსონ მარტინესი.
მალაგა (4-2-2-1-1): ვილი - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - ტულალანი, იტურა (78. კამაჩო) - ხოაკინი (63. პორტილიო), ისკო - ბაპტიშტა (78. პიაზონი) - სანტა კრუსი.
გაფრთხილება: იტურა
მაყურებელი: 42 209
პორტუ - მალაგა 1:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პორტუ-მალაგა 1:0 - იბერიულ დუელში ინტრიგა დარჩა [VIDEO]
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა