ბრიტანული პრესა დეიან ლოვრენს "ლივერპულში" გადასვლას უწინასწარმეტყველებს
"ლივერპულის" 21 წლის იტალიელი თავდამსხმელის, ფაბიო ბორინის აგენტმა მარკო დე მარკიმ უარყო ხმები, თითქოს მისი კლიენტი მერსისაიდულ კლუბში გატარებული უიღბლო სეზონის შემდეგ სამშობლოში აპირებს კარიერის გაგრძელებას. ამ თემაზე მსჯელობა იტალიურმა პრესამ წამოიწყო. ფაბიოს შეძენის განზრახვა "ფიორენტინამ" თავად დაადასტურა, მაგრამ აგენტს თუ ვენდობით, ინტერესი ცალმხრივია. ბორინი მომდევნო წლებში აპირებს იმის დამტკიცებას, რომ "ენფილდზე" მისი იმედი ტყუილად არ აქვთ. მოგეხსენებათ, აპენინელმა "სუონსისთან" უკანასკნელ შეხვედრაში მხარი სერიოზულად დაიზიანა და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

"ამ მომენტისთვის ფაბიო ერთადერთ რამეზე ფიქრობს - ეს არის გამოჯანმრთელება და მოედანზე დაბრუნება," – აცხადებს სენიორ დე მარკი. აქვე დავამატებთ, რომ ტრავმირებული მხრის გარდა, ექიმები ბორინის დამატებით შარშან შემოდგომაზე მოტეხილ ფეხზეც უმკურნალებენ, რადგან ის დისკომფორტს გამოჯანმრთელების შემდეგაც უჩიოდა.

ჭორი და სიმართლე სატრანსფერო სამიზნეებზე

მერსისაიდული კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ძალიან ბევრი იწერება. შევეცდებით, ყოველ მათგანზე მოკლედ მოგახსენოთ. მაშ ასე, ლაპარაკია "ლიონის" 23 წლის ცენტრალურ მცველ დეიან ლოვრენზე, ვისაც "ლომებთან" ხელშეკრულება 2016 წლამდე აქვს გაფორმებული და კლუბი მას 8-9 მილიონ ევრომდე აფასებს.

ცხადია, "წითლებს" პენსიაზე მიმავალი ჯეიმი კარაგერის კვალიფიციური შემცვლელი სჭირდებათ.

უკანახაზელებიდან "ლივერპულს" უკავშირებენ "სელტიკის" 24 წლის ნიგერიელ სტოპერ ეფე ემბროუზის სახელსაც. აფრიკელს "კელტებთან" ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ინგლისელებს მისი შეძენა საკმაოდ იაფი, 2-3 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

შოტლანდიურმა გამოცემებმა ემბროუზის კომენტარი მოიპოვეს. ცხადია, ის პერსპექტივით აღფრთოვანებულია: "უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუკი ამ მასშტაბის კლუბი ჩემი ყიდვით დაინტერესდება. ჩემი ოცნება საბოლოოდ სწორედ ინგლისის პრემიერლიგაში თამაშია, მაგრამ არც იმას დავმალავ, რომ "სელტიკ პარკზეც" ძალიან ბედნიერი ვარ".

დაბოლოს, შესაძლოა, მომდევნო სეზონში "ენფილდზე" ამოჰყოს თავი "ანდერლეხტის" 27 წლის არგენტინელმა ჩამშლელმა ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ. ბრიუსელელები თავიანთ ვარსკვლავს 5,5 მილიონ ევროდ აფასებენ. სამხრეთამერიკელის ყიდვას ზაფხულში "არსენალი" და "საუთჰემპტონიც" შეეცდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრენდან როჯერსი: "ლივერპულს" ზამთარში გაძლიერება ელის

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს