"ევერტონის" ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი გაღიზიანებულია ინგლისელი არბიტრების მუშაობით
"ევერტონის" 25 წლის ბელგიელი ცენტრალური ნახევარმცველი მარუან ფელაინი გაღიზიანებულია ინგლისელი არბიტრების მუშაობით. მსაჯებს ის ბრალს სდებს, რომ თანამემამულე ფეხბურთელების მიმართ ბევრად მიმტევებლები არიან, ვიდრე ლეგიონერებისადმი. აი, რა თქვა მან "სქაი სპორტსთან" ინტერვიუში:

"ევერტონში" ჩემს პირველ სეზონში 12 ყვითელი ბარათი მივიღე. სპეციალურმა კომისიამ კლუბს ანგარიშიც კი წარუდგინა ყოველ გაფრთხილებაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, მეჩვენება, რომ ხშირად ზედმეტად მკაცრად მსჯიდნენ. იცით რა? წამითაც კი არ მეპარება ეჭვი, რომ ამის მიზეზი, გარკვეულწილად, ჩემი გარეგნობაც არის - სხვებზე მაღალი ვარ, თმის ვარცხნილობაც განსხვავებული მაქვს. მეჩვენება, რომ მსაჯები განსაკუთრებულად აკვირდებიან ჩემს თამაშს. რაც უნდა მოხდეს, არასოდეს მივცემ ჩემს მეტოქეებს იმის უფლებას, რომ ფეხი წამაცალონ ან თავი გამიტეხონ. მაგალითად, "სტოკ სიტისთან" მეტოქე უხეშობის ზღვარს მიღმა იყო გადასული. არბიტრს (ლაპარაკია მარკ ჰალსიზე. რედ) საკუთარი ფუნქციები კეთილსინდისიერად რომ შეესრულებინა, მე არ გამაძევებდა. რაიან შოუკროსს ნამდვილად ძალიან ცუდად მოვექეცი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ იქამდე მას მთელი თამაში ხელით ვეჭირე, ამის გამო კი მისთვის ხმა არავის გაუცია. რაიანი ინგლისელია და პრობლემა ამიტომ არ შექმნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარუან ფელაინის სერიოზული უსიამოვნება ელის

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!