ზამთრის ტესტების პირველი ნახევარი გავლილია
ზამთრის ტესტების პირველი ნახევარი გავლილია - ბარსელონაში გუნდებმა გრაფიკით დადგენილი 12 დღიდან მეექვსე დღე გაიარეს. ბევრი პრობლემა მოგვარებულია და ახლა წინ არის მუშაობა სიჩქარეზე და ახალი მანქანების ეფექტურობაზე.

პირველ დღესთან შედარებით, ასფალტის მდგომარეობა გაუმჯობესდა - მზიან ამინდში ტრასის საფარი მალე გახურდა, რამაც მუშაობა უფრო იოლი გახადა. სამ გუნდში შეიცვალა პილოტი: ლუის ჰემილტონმა "მერსედესში" ნიკო როსბერგის ადგილი დაიკავა, ნიკო ჰიულკენბერგმა ესტებან გუტიერესი ("ზაუბერი") შეცვალა, ვალტერი ბოტასმა - პასტორ მალდონადო ("უილიამსი").

გუნდები მუშაობის სხვადასხვა სტადიაზე იმყოფებიან. ასე რომ, პროგრამები განსხვავებული იყო. მხოლოდ ტესტების ბოლოს დღეებში, როცა პილოტები კონცენტრაციას მოახდენენ კვალიფიკაციისა და რბოლის იმიტაციაზე, შესაძლებელი იქნება შედეგების შედარება. 20 თებერვალს ზოგიერთი მუშაობდა წრეების გრძელ სერიებზე (ლუის ჰემილტონი), ზოგიერთიც მოკლე წრეებზე (სებასტიან ფეტელი). გარდა ამისა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და "რედ ბული" ხშირად გადიოდნენ პიტსტოპის პროცედურას.

ბევრმა შეაგროვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს საბურავების სხვადასხვა შემადგენლობა საწვავის სხვადასხვა რაოდენობაზე. უფრო რბილი საბურავები მხოლოდ რამდენიმე წრეს უძლებდა, შემდეგ კი კარგავდა ეფექტურობას.

ტესტები ორჯერ შეწყდა წითელი დროშებით. თავდაპირველად ტრასაზე გაჩერდა ფეტელის მანქანა, ბოლო წუთებზე კი წრე ვერ დაასრულა ჩილტონმა. ისევ პრობლემები ჰქონდა "ლოტუსს". ორი დღის წინ ამ გუნდმა ვერ შეძლო დაგეგმილი პროგრამის შესრულება ტელემეტრიის წყობიდან გამოსვლის გამო, 20 თებერვალს კი კიმი რაიკონენმა თითქმის მთელი დღე დაკარგა გადაცემათა კოლოფის გამოცვლის მიზეზით და მხოლოდ ბოლო ორი საათი იმუშავა.

სიას სათავეში ჩაუდგა სერხიო პერესი, რომელმაც საუკეთესო დრო დააფიქსირა მოკლე წრეების სერიის დროს. ყველაზე გრძელი დისტანცია ლუის ჰემილტონმა გაიარა - 121 წრე.

II დღე

1. პერესი (McLaren) 1:21.848 (97 წრე)

2. ფეტელი (Red Bull) +0.349 (84)

3. რაიკონენი (Lotus) +0.849 (43)

4. ჰემილტონი (Mercedes) +0.878 (121)

5. ალონსო (Ferrari) +1.399 (76)

6. ბოტალი (Williams) +1.713 (98)

7. რიკარდო (Toro Rosso) +1.870 (70)

8. დი რესტა (Force India) +2.123 (62)

9. ჰიულკენბერგი (Sauber) +2.357 (88)

10. ჩილტონი (Marussia) +3.267 (67)

11. პიკი (Caterham) +4.395 (102)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1: პირველი დღე როსბერგისაა

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია